99-132 Flashcards

1
Q

როდის დებს ახლადარჩეული პრეზიდენტი ფიცს?

A

არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

როდის წყდება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება?

A

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

რისი უფლება არ აქვს საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნისას?

A

არა აქვს უფლება ეკავოს სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ხელფასს ან სხვაგვარ მუდმივ ანაზღაურებას რაიმე სხვა საქმიანობისათვის. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

ვინ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ვერ ასრულებს მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას?

A

პარლამენტის თავჯდომარე.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

.მთავრობის წარდგინებით რომელი თანამდებობის პირთა დანიშვნა/გათავისუფლება შეუძლია პრეზიდენტს?

A

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს; ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს; ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში; მთავრობის წარდგინებით პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს;

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

რა შემთხვევაში და ვისი თანხმობით შეუძლია პრეზიდენტს შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი?

A

უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას;

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

რა შემთხვევაშია პრეზიდენტი უფლებამოსილი რომ დანიშნოს რეფერენდუმი?

A

პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

რა შემთხვევებში არ შეიძლება ჩატარდეს რეფერენდუმი?

A

კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიის ან შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

რითი განისაზღვრება რეფერენდუმის დანისვნა/ჩატარების წესი?

A

ორგანული კანონით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

.წელიწადში რამდენჯერაა პრეზიდენტი უფლებამოსილი, რომ წარუდგინოს პარლამენტის მოხსენება?

A

ერთხელ

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

რას საჭიროებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები პრემიერ-მინისტრისაგან?

A

თანახელმოწერას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

როდის წარმოშობს შედეგს სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას ?

A

მხოლოდ თანახელმოწერის შემდეგ.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

ვის ეკისრება თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ?

A

მთავრობას

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

რომელი აქტები არ საჭიროებენ თანახელმოწერას ?

A

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სესიის ან სხდომის მოწვევას;
ბ) კონსტიტუციური შეთანხმების დადებას;
გ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას , პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით დაბრუნებას;
დ) პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას;
ე) სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას;
ვ) მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას;
ზ) მსჯავრდებულთა შეწყალებას;
თ) საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას;
ი) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

.რომელი ორგანოს წინაშეა პასუხისმგებელი მთავრობა?

A

პარლამენტის.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

მთავრობის შემადგენლობაში შედიან:

A

პრემიერ-მინისტრი და მინისტრები.

17
Q

.რისთვის იქმნება სამინისტროები და ვინ ხელმძღვანელობს მას?

A

მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად და მას ხელმძღვანელობს მინისტრი.

18
Q

შეიძლება თუ არა რომ მთავრობის შემადგენლობაში შედიოდეს სახელმწიფო მინისტრი? რითი და რისთის შეიძლება იქნეს შემოღებული სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა?

A

მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.

19
Q

რისი უფლება არ აქვს საქართველოს მთავრობის წევრს?

A

მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.

20
Q

რისი უფლება აქვს მთავრობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად ?

A

მთავრობა უფლებამოსილია დანიშნოს სახელმწიფო რწმუნებულები. სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით.

21
Q

რითი განისაზღვრება მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის წესი და ვისი წარდგინებით?

A

მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით, რომლის პროექტს პარლამენტს წარუდგენს მთავრობა.

22
Q

ვინ არის მთავრობის მეთაური?

A

პრემიერ-მინისტრი

23
Q

რა უფლება-მოსილება აქვს პრემიერ-მინისტრს და რა ევალება მას?

A

განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს.

24
Q

ვისი დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება აქვს პრემიერ-მინისტრს?

A

ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს. იგი უფლებამოსილია ერთ-ერთ მინისტრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე მინისტრს − ვიცე- პრემიერის მოვალეობა.

25
რა მოვალეობები აქვს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის წინაშე?
მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის მოთხოვნით − სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.
26
რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგება ან სხვაგვარად შეუწყდება უფლებამოსილება?
მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
27
დაახასიათეთ პარლამენტის მერ ნდობის გამოცხადების პროცედურა მთავრობისათვის?
პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ- მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
28
რა შემთხვევაში ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს?
თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა , საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს. (საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.)
29
მთავრობის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ რა ვადაში ნიშნავს პრეზიდენტი პრემიერმინისტრს?
2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ- მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.
30
.პარლამენტის წევრთა რა რაოდენობას შეუძლია უნდობლობის საკითხის აღძვრა?
პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს
31
რა შემთხვევაში ჩაითვლება უნდობლობა გამოცხადებულად?
თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება.
32
.ახალი მთავრობის ნდობის გამოცხადებიდან დროის რა მონაკვეთში ნიშნავს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს?
ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ- მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.
33
რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას?
დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.
34
დაახასიათეთ ნდობის გამოცხადების პროცედურა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით:
-ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს მე-14 დღისა. თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს, თუ პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის არ გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს . თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება . მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი ნდობის არ გამოცხადებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-14 დღისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.