1-50 Flashcards
რითია დადასტურებული საქართველოს დამოუკიდებლობა, ერთიანობა და სახელმწიფო განუყოფლობა?
1999 წლის 31 მარტის რეფერენდუმითა და 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.
რომელი წლის მდგომარეობით განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიულობა?
1991 წლის 21დეკემბრის მდგომარეობით.
.რითია დადასტურებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა?
საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით, მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.
შესაძლებელია თუ არა საქართველოს ტერიტორიის გასხვისება?
აკრძალულია
.როგორაა შესაძლებელი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შეცვლა?
მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმებით.
რა არის საქართველოს სახელმწიფო ენა?
ქართული, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე აფხაზური
რითია დადგენილი სახელმწიფო დროშა, გერბი, ჰიმნი?
ორგანული კანონით
როგორ ახორციელებს ხალხი თავის ძალაუფლებას?
წარმომადგენლობის, რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით.
შესაძლებელია თუ არა საყოველთაო არჩევნებში არჩეულ ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა?
დაუშვებელია.
რას ემყარება პოლიტიკური პარტიების საქმიანობა?
თავისუფლების, თანასწორობის, გამჭირვალობისა და შიდაპარტიულ დემოკრატიულ პრინციპებს.
როგორი სახელმწიფოა საქართველო?
სამართლებრივი (უნდათ რომ იყოს 🙂
როგორ ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლება?
ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით.
რითი განისაზღვრება ნორმატიული აქტების იერარქია?
ორგანული კანონით
რომელი ნორმატიული აქტი სარგებლობს უპირატესობით და რა შემთხვევაში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება თუ შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტი?
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება თუ იგი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას.
დასაშვებია თუ არა კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება?
დაუშვებელია.
რით განისაზღვრება ურთიერთობა სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას შორის?
კონსტიტუციური შეთანხმებით
რითი განისაზღვრება პარლამენტის მუშაობის წესი?
რეგლამენტით.
ვინ იღებს პარლამენტის რეგლამენტს და ვინ აწერს ხელს და აქვეყნებს მას?
პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივის საფუძველზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი. რეგლამენტს აქვს კანონის ძალა და მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
როგორი შემადგენლობა იქნება საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ?
პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან
რით შედგება რესპუბლიკის საბჭო:
პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან.
რით და სად შედგება სენატი:
სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან.
.რა განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილებას, შემადგენლობასა და არჩევის წესს?
ორგანული კანონი.
დაახასიათეთ პარლამენტის შემადგენლობა:
პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან.
როდის ტარდება პარლამენტის მორიგი არჩევნები?
პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს.