50-100 Flashcards

1
Q

რა შემთხვევაში იქმნება საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები?

A

რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ინიციატივით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

ვინ იღებს გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის შექმნის შესახებ?

A

პარლამენტი, რეგლამენტით დადგენილი წესით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

ხმათა რა რაოდენობაა საჭირო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის?

A

პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედი 1/3.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

დაახასიათეთ დროებითი კომისიის შემადგენლობა:

A

დროებით კომისიაში საპარლამენტო ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც. დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

ვის შეუძლია მიმართოს „კითხვით“ საქართველოს პარლამენტის წევრმა?

A

-მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

დაახასიათეთ ინტერპელაციით შეკითხვის მეთოდი:

A

საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას პარლამენტის სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

პარლამენტი თავისი უფლებამოსილებით წელიწადში რამდენჯერ იკრიბება მორიგ სესიაზე და როდის?

A

2ჯერ, საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

.რა შემთხვევაშია უფლებამოსილი საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის სესიებს შორის მოიწვიოს რიგგარეშე სესია?

A

პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის ან მთავრობის მოთხოვნით

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

.რა ხდება იმ შემთხვევაში როცა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა პარლამენტის სესიაბს შორის რიგგარეშე სესიის მოსაწვევად?

A

პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

რა შემთხვევაში იკრიბება საქართველოს პარლამენტი საგანგებო სესიაზე?

A

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში და მუშაობს ამ მდგომარეობის გაუქმებამდე.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

რა შემთხვევაში შეუძლია პარლამენტს ჩაატაროს დახურული სხდომა?

A

პარლამენტი დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედის შემთხვევაში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

.რა შემთხვევაშია საქართველოს მთავრობის წევრი მოვალე, დაესწროს პარლამენტის სხდომას?

A

პარლამენტის მოთხოვნის შემთხვევაში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

ვის აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება?

A

მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 25000 ამომრჩეველს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

როგორ განიხილავს პარლამეტი მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში მისივე წარდგენილ კანონპროექტს?

A

რიგგარეშედ

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

რა შემთხვევაში ითვლება კანონი მიღებულად?

A

თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონის მიღების სხვა წესი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

რა შემთხვევაში ითვლება ორგანული კანონი მიღებულად?

A

თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული ორგანული კანონის მიღების სხვა წესი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
17
Q

რა შემთხვევაში ითვლება მიღებულად კონსტიტუციური შეთანხმება?

A

თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
18
Q

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი რამდენ დღეში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს?

A

10 დღეში

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
19
Q

რა ხნის ვადაში აწერს ხელს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტი?

A

2 კვირის ვადაში

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
20
Q

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის მიერ მითითებული შენიშვნები კანონში მიუღებელია პარლამენტისათვის?

A

კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს,
რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

21
Q

რა შემთხვევაში ჩაითვლება კონსტიტუციური კანონი მიღებულად?

A

თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

(კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს გადაცემიდან 5 დღის ვადაში, პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების უფლების გარეშე.

22
Q

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პრეზიდენტმა 2 კვირის ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს ?

A

მას ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

23
Q

როდის შედის კანონი ძალაში?

A

ოფიციალურ ორგანოში მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ იმავე კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

24
Q

პარლამენტის წევრთა რა რაოდენობაა საჭირო საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის?

A

სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

25
რომელი საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებაა ასევე საჭირო?
ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას; ბ) სამხედრო ხასიათისაა ; გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას; დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასთან ან გაცემასთან; ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონების მიღებას.
26
ხმათა რა რაოდენობითაა შესაძლებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების დენონსირება და გაუქმება?
სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობა
27
რა შემთხვევაშია დაუშვებელი საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების შეტანის შემთხვევაში შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება ?
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.
28
რა დროსაა დაუშვებელი საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენება ?
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს
29
.რა შემთხვევაში ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით გადაყენებულად?
თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
30
რა შემთხვევაში ჩაითვლება მთავრობის წევრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ?
თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
31
.პარლამენტის წევრთა რა რაოდენობას შეუძლია აღძრას და იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენოს საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი?
საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში. (თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს)
32
დაახასიათეთ საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი.
პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
33
ვინ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს?
საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია.
34
რამდენჯერაა შესაძლებელი ერთი პირის პრეზიდენტად არჩევა დასაშვები?
მხოლოდ ორჯერ.
35
ვინ შეიძლება აირჩეს საქართველოს პრეზიდენტად?
საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც.
36
ვინ შედის საარჩევნო კოლეგიაში?
300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.
37
რომელი ორგანო ამტკიცებს საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას?
ცენტრალური საარჩევნო კომისია.
38
.სად იმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები?
პარლამენტის სასახლეში.
39
ვის აქვს უფლება წარადგინოს პრეზიდენტობის კანდიდატი?
საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს უფლება აქვს ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.
40
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ვინ ჩაითვლება გამარჯვებულად?
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.
41
.თუ პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ვერ გამოვლინდება გამარჯვებული, ვის აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში?
მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
42
.რა შემთხვევაში და რა ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები?
თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.
43
როდის იმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები?
საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.
44
.როდის იმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები თუ პრეზდენტს ვადამდე ადრე შეუწყდება უფლებამოსილება?
უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში.
45
.რა ხდება იმ შემთხვევაში თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ სიტუაციას?
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში.
46
.რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს?
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.
47
ვინ ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს?
პარლამენტი.
48
ვინ ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის ხელახალ არჩევნებს?
პარლამენტის თავჯდომარე.
49
რითი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი და პირობები?
ორგანული კანონით.