ცნობილი კომენტატორები. Flashcards
ვინ არის ეკლესიის მერე ყველაზე ავტორიტეტული კომენტატორი ?
წმინდა კანონთა განმარტება მჭიდრო კავშირშია მათ გამოყენებასთან. ეკლესია უნდა იყოს მათი საუკეთესო განმმარტებელი. ეკლესიის შემდეგ კი ყველაზე ავტორიტეტული კომენტატორი ისაა ვინც ეკლესიას წარმოადგენს. მაგ: საბერძნეთის ეკლესია, რომელსაც გამოხატავს მღვდელმთავართა სინოდი. ასევე შეიძლება განმმარტებელი იყოს ნებისმიერი ეპისკოპოსი, სასულიერო ან თუნდაც საერო პირი, რომელიც აუცილებლად ქრისტიანულად უნდა ცხოვრობდეს.
რა მოსაზრება არსებობს კანონებზე ?
არსებოობს მოსაზრებაა, რომ კანონები დროებითია და ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსიც გააჩნიათ, სწორედ ურთიერთწინააღმდეგობას გამორიცხავს კანონთა მართებული განმარტება.
რა წინაპირობაა მნიშნელოვანი ?
ასევე მნიშვნელოვანი წინაპირობაა განმმარტებლის სიმდაბლით აზროვნება და სულიწმიდით განათლებისკენ მოწოდება.
მაგ: იოანე ოქროპირი ამბობდა: “ფილოსოფიის საფუძველია სიმდაბლით აზროვნება”.
კიდევ რომელია უმნიშნელოვანესი წინაპირობა ?
ასევე უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა სინანული და სიყვარულით მოქმედება.
რომელია ტექნიკური მოთხოვნები ?
ასევე შეგვიძლია გამოვყოთ ტექნიკური მოთხოვნებიც. მაგ: განმმარტებლის ფილოსოფიური კვალიფიკაცია.
კიდევ რა არის აუცილებელი ?
ასევე აუცილებელია ტექსტის სიღრმისეული გამოკვლევა, შესწავლა განივი ჭრილის პრინციპით და სხვა შესაბამისი კანონების შესწავლა.