მღვდლობის საიდუმლო. Flashcards

1
Q

რას მოღვაწეობენ სასულიერო პირები ?

A

სასულიერო პირთა წოდებას სამონასტროზე უფრო მაღალი ადგილი უჭირავთ. სასულიერო პირები აგრძელებენ უფლის მოციქულთა საქმეს. ისინი კანონიკური საიდუმლო ხელთდასხმის, ქიროტონიის მეშვეობით ეწევიან უფლის სამგვარ ღირსებას. მღვდელმთავრის, წინასწარმეტყველისა და მეუფისა, და არიან ჩვენი ეკლესიის უმაღლესი მღვდელმთავრის, წინასწარმეტყველისა და მეუფის იესო ქრისტეს წარმომადგენლები. ამ სამგვარი ღირსების გამოხატულება ხორციელდება მათი სასულიერო პირების სამი სახის საქმიანობით: საღმრთისმსახურო, დიდაქტიკური და გამგებლობითი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

როგორია უფლებამოსილება რასაც თავს იდებენ სასულიერო პირები ?

A

ეს არ არის მატერიალური, ნივთიერი ეს არის სულიერი. ასეთი სიყვარულის მსახურება, უფლებამოსიელბა “აღმშენებლობისათვის„ და არა უფლებამოსიფლება „განკვეთისა და განადგურებისთვის“.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

რა არის ქიროტონია ?

A

ხელთდასხმით - ქიტორონიით. ქიროტონია არის საიდუმლო რიტუალი, რომლის დროსაც აღევლინება განსაკუთრებული ლოცვა და კანდიდატს ეპისკოპოსის ხელთდასხმით გადმოევლინება საღმრთო მადლი და განაწესებს მას მღვდლობის სამი ხარისხისგან ერთ-ერთზე.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

რომლებია მღვდლობლის სამი ხარისხი ?

A

დიაკვანი, მღვდელი და ეპისკოპოსი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

როგორ იძენეს სასულიერო პირები აღნიშნულ ულფებამოსილებას ?

A

ხელთდასხმით - ქიტორონიით. ქიროტონია არის საიდუმლო რიტუალი, რომლის დროსაც აღევლინება განსაკუთრებული ლოცვა და კანდიდატს ეპისკოპოსის ხელთდასხმით გადმოევლინება საღმრთო მადლი და განაწესებს მას მღვდლობის სამი ხარისხისგან ერთ-ერთზე: დიაკვანი, მღვდელი და ეპისკოპოსი. სამივე ამ ხარისხისთვის ხელთდასხმა წარმოებს საკურთხეველში ამბიონის წინაშე საღმრთო ევქარისტიის დროს, ევქარისტიასთან ურყევადაა დაკავშირებული მღვდელობის საიდუმლო. ა) დიაკვნის ქირიტონია მიმდინარეობს საუფლო ლოცვამდე ცოტა ხნით ადრე, ასამღლებლის - „და იყვნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა”-ს შემდეგ. ბ) მღვდილის - დიდი გამოსვლის შემდეგ და ბოლოს. გ) ეპისკოპოსის სამოციქულოს საკითხავის წინ.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

როგორი იყო ძველად საეკლესიო სამრევლო ?

A

ადრე საეკლესიო სამვრელო იყო ეპისკოცენტრული, რადგან მისი წინამძღვარი იყო ეპისკოპოსი სამღვდელოებასა და დიაკვანთან ერთად. მღვდელს შეეძლო აღესრულებინა საღმრთო ევქარისტია მხოლოდ ეპისკოპოსის ნებართვით, ვინაიდან ეპისკოპოს ყოველთვის არ შეეძლო მასსზე დასწრება, მეორე საუკუნის მეორე ნახევრიდან ეპისკოპოცენტრული სამვრელო დაიყო მრავალ სამვრელოდ, სადაც საღმრთო ევქარისტიის საიდუმლო აღსრულდება მღვდლების მიერ ეპისკოპოსის ნებით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

როგორ დამკვიდრდა საეპისკოპოსო ხარისხი ?

A

საეპისკოპოსო ხარისხი, ანუ წოდება ეკლესიაში დამკვიდრდა „ღმთიური სამართლით“ და იგი წარმოადგენს საეკლესიო ცხოვრების ხილულ ცენტრს. ეპისკოპოსი წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტოლთა მიხედვით არის „ხატი და სახე მამა ღმერთისა“ და წარმომადგენელი იესო ქრისტესი, ეკლესიის უმაღლესი მღვდელმთავრისა, წინასწარმეტყველისა და მეუფისა. უეპისკოპოსოდ ვერ იარსებებს ვერთ საღმრთო ევქარისტიის საიდუმლო, ვერც ეკლესიის სხვა საიდუმლონი. ეპისკოპოსი ამასთანავე არის სახე და თავმდები ეკლესიის ერთიანობისა. ეკლესიის მამების მიხედვით, ვინც არ მისდევს ღირსეულ ეპისკოპოს, ვერც ჩაითვლება წევრად ეკლესიისა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

როგორ დგინდება საეპისკოპოსში ეპისკოპოსი ?

A

ეპისკოპოსი საეპისკოპოსოში დადგინდება არჩევნების, ან ქიროტონიის ან ერთი საეპისკოპოსოდან მეორეზე გადაყვანის წესით. ეპისკოპოსის არჩევნები წარმოებს კანონიკურად ეპარქიის ყველა ეპისკოპოსის მონაწილეობით, ან ერის იმ წარრმომადგენელთა მონაწილეობით, რომლებიც მიეკუთვნებიან აღნიშნულ ეპარქიას. ისინი თავს მოიყრიან კანონიკურ და სრულყოფილ სინოდზე, რომელსაც ესწრება დედაქალაქის ეპისკოპოსიც.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

რომელია ეკლესიის დაბალი მსახურები ?

A

იპოდიაკონი, წიგნის მკითხველი, მგალობელი, მნათე და სხვა. ეკლესიის დაბალ მსახურებად დადგინება წარმოებს საკურთხევლის გარეთ, ქიროთესიით და არა ქიროტონიით. ქიროთესია არ არის საიდუმლო, როგორც ქიროტონია, არამედ არის განწმენდის რიტუალი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

რა წინაპირობებია საჭიროა ხელთდასხმისათვის ?

A

1) კანდიდატს მართლმადიდებლური და კანონიკური წესით მიღებული უნდა ჰქონდეს ნათლისღება და მირონცხება.
2) უნდა იყოს მამაკაცი
3) უნდა მიღწეულ იყოს ასაკს, რომელიც კანონით განსაზღვრულია: დიაკონისათვის - 25 წელი, მღვდლისათვის - 30.
4) იგი მტკიცედ უნდა იცავდეს მართმადიდებლურ სარწმუნოებას. ამიტომაც გამორიცხულია ახალბედათა ქიროტონია. ანუ, იმათი, ვინც ცოტა ხნის წინათ მოინათლა, გარდა გამონაკლისებისა.
5) გასული უნდა იყოს გარკვეული დრო მღვდელობის ერთი ხარისხიდან უშუალოდ უფრო მაღალზე აღზევებამდე. მაგრამ ოფიციალურად ეს დრო არაა განსაზღვრული. თუკი ეპისკოპოსად ხელთდასხმა აღესრულება კანონიკის მოთხოვნისაებრ გათვალისწინებული მღვდლობის ხარისხის გამოუვლელად, მაშინ ასეთი ხელთდასხმა იქნება ხელთდასხმა „ერბაშად“

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

მეორე ნაწილი წინაპირობებისა.

A

6) ხელთდასხმისათვის წარდგენილი კანდიდატი უნდა იყოს კარგი მცოდნე საღმრთო წერილისა და ეკლესიის კანონებისა. დღეს ეპისკოპოსად ქიროტონიისათვის წინაპირობად მიჩნეულია ათენის, თესალაკონიკის ან სხვა მართმადიდებლური სასწავლებლის საღვთის-მეტყველო ფაკულტეტის დიპლომი. მღვდლად ან დიაკვნად ქირიტონიისათვის დამაკმაყოფილებელია უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებლის ანდა უმაღლესი, საშუალო ან დაწყებითი საეკლესიო სასწავლებლის დიპლომი.
7) სასულიერო წოდებისათვის კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს ფიზიკური ნაკლი, რომლებიც ხელს შეუშლის სამღვდელო მოვალეობათა შესრულებას: მაგალითად გამორიცხულია ხელთდასმა ყრუებისა ან ბრმებისა, ასევე გამორიცხულია კურთხევა საკუთარი ნებით დასაჭურისებულებისა, როგორც „მკვლელთა თავისა თვსისათა“.
8) იგი უნდა იყოს ჯანსაღი სულიერად და გონებრივად - ეშმაკეულები და ბნედიანები, ეპილეფსიით დაავადებულები მღვდლად არ დაიშვება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

მესამე ნაწილი.

A

9)სამღვდელო კანდიდატი უნდა იყოს თავისუფალი და არა მონა. ეს საჭიროა, რათა დაუბრკოლებლად აღასრულოს სამღვდელო მოვალეობები. წარმომავლობას, თანამდებობას, სოციალურ წყობას, თუ რასობრივ ნიშანს არა აქვს მნიშვნელობა.
10) კანდიდატს ხელთდასხმაზე უნდა ჰქონდეს „გარეთ შორის“ კარგი რეპუტაცია და კეთილი სახელი, რათა შეეძლოს, დამოძღვროს ერი და იყოს მისთვის სანიმუშო.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

რამდენ სახეობად იყოფა “გარეთ შორის” კეთილი სახელი ?

A

„გარეთ შორის“ კეთილი სახელი ორ სახეობად შეიძლება წარმოვადიგინოთ: ა) როგორც პიროვნებისა: 1) რომელმაც არ უარყო ქრისტიანული სარწმუნოება, 2) რომელიც არ მისდევს სამარცხვინო პროფესიას, 3)არ არის სხვისი საკუთრების მიმთვისებელი, 4) არ არის სპეკულანტი, თაღლითი და მევახშე, 5) არ არის ფიცის გამტეხი, ანუ ცრუ ფიცის მიმცემი, 6) რომელსაც არ ჩაუდენია მკვლელობა არც განზრახ, არც უნებლიეთ, 7) არ ჩაუდენია ხორციელი ცოდვა ნათლისღების შემდეგ… შეცოდებანი, რომლებიც გამორიცხავენ ქიტონიას, არ განისაზღვრებიან პედანტურად და ამომწურავად, როგორც უცილობლად შემზღუდველი ფაქტორი, არამედ მხოლოდ საჩვენებელი ნიმუში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

„გარეშეთაგან კეთილი წამება“ პიროვნებისა, რომელიცაა ოჯახის თავი.

A

1) ქიროტონიაზე კანდიდატი არ შეუღლებულა უხამსი და უკანონო ქორწინებით, მაგ. მის ქორწინება არ ჰქონია რაიმე, დამაბრკოლებელი, ნათესაური კავშირების გამო.
2) იგი შეუღლებულია მხოლოდ ერთი ქორწინებით - ორჯერ დაქორწინება გამორიცხულია მღვდლობისათვის. მღვდლობის მაძიებელს ნიშნობაც ქორწინებად ეთვლება. ეპისკოპოსები განსაკუთრებით თავისუფლანი უნდა იყვნენ ქორწინების ყოველგვარი უღლისაგან.
3) მღვდელობის კანდიდატს მეუღლეც პირველად უნდა იყოს დაქორწინებული. გამორიცხულია იგი იყოს ქვრივი, ან განქორწინებული, ან კურტიზანი, ან მრუში.
4) მღვდლის მეუღლე არ უნდა იყოს მონა, ან მსახიობი, რადგან ამგვარი ქალები სახელგატეხილები არიან.
5) მღვდლის ცოლი, შვილები და ყველა სხვა შინაური აღმსარებლობისანი არ უნდა იყვნენ.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

რა არის სხვა ზოგადი წინაპირობები ხელთდასხმის ძალმოსილებისთავის ?

A

1) მღვდლობის ერთსა და იმავე ხარისხზე არ შეიძლება მოხდეს ხელმეორედ ხელთდასხმა.
2) ხელთდასხმა უნდა ხდებოდეს საჯაროდ, ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიის დროს. უპირატესობა ენიჭება კვირა დღეს ან დიდ დღესასწაულს ან ეკლესიის დღესასწაულს. ერის წარმომადგენელთა დიდი სიმრავლის გამო დიდია მისი თანამონაწილეობაც თანხმობის შეძახილებით “აქსიოს-აქსიოს“.
3) ხელთდასხმა არ უნდა ხდებოდეს „დაუდევრად“, ანუ არა სამრევლო ეკლესიისა ან მონასტრის მიუთითებლად. ამგვარი ხელთდასხმა ითვლება ანტიკანონიკურად.
4) ხელთდასხმა არ უნდა ხდებოდეს „ზეაღმატებით გადაჭარბებული წესით, ერთბაშად“, ანუ არავის არ უნდა მიენიჭოს მღვდლობის სამივე ხარისხი ერთსა და იმავე დღეს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

სხვა ზოგადი წინაპირობები მეორე ნაწილი.

A

5)ხელთდამსხმელთ და ხელთდასხმულს შორის არ უნდა მოხდეს შუამავლობა ფულადი თანხების გაცემა-მიღებით, არც საერო განმგებელთა და საერო კომპეტენციის შუამავლობით.
6) უნდა იყოს დაშვებული სამღვდელო კანდიდატის თავისუფალი თანხმობა, ხოლო მას შემდეგ, რაც ესა თუ ის პირი გახდება დიაკონი, მას მართებს აღზევდეს მღვდლობის უმაღლეს ხარისხებზე და არ უარყოს იგი.
7) ეპისკოპოსად ხელთდასხმა კანონიკურად უნდა ხდებოდეს მართმადიდებელი ეკლესიის სამის ეპისკოპოსის მიერ, რომლებსაც არ აბრკოლებს რაიმე სასჯელი. დიაკონის და მღვდლის ხელთდასხმა შეუძლია ერთ ეპისკოპოსს. ხელთდასხმა აღესრულება აგრეთვე თანაშემწე ეპისკოპოსებისა და ქორეპისკოპოსების მიერ ოღონდ ყოველთვის მათი მღვდელმთავრის ნებართვით.