საეკლესიო Flashcards

1
Q

ვისი იდეებისგან განვითარდა იეროკრატიული სისტემა ?

A

ნეტარი ავგუსტინეს იდეებისგან, რომლებიც მან გადმოსცა მის თხზულებაში უფლის სახელმწიფოსთვის.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

ამ სისტემის მიხედვით რად განიხილება იეროკრატიული უფლებამოსილება ?

A

ამ სისტემის მიხედვით იეროკრატიული უფლებამოსილება, ანუ სასულიერო პირთა განმგებლობა განიხილება, როგორც უფლის წარმომადგენლობა დედამიწაზე, პრინციპი და სათავე ყოველი ამ სოფლის ხელისუფლებისა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

რისთვის გამოიყენა პაპმა ეს სისტემა ?

A

იმისთვის რომ თავად დაედგინა ამა სოფლის ხელისუფალნი და თავისთვის დაექვემდებარებინა სახელმწიფოთა კანონი მიუხედავად იმისა, ჰარმონიაში იყო თუ არა ის უფლის ნებისა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

რა მოვლენები ეფუძნებოდნენ ამ თეორიას ?

A

ჯვაროსნები, ინკვიზიცია და პაპის ინსტიტუტის მკვეთრი ჩარევა დასავლეთის პოლიტიკაში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

რა არის პოლიტოკრატიული სისტემა ?

A

სრული საპირისპირო იეროკრატიული მმართველობისა. ეს არის საწინააღმდეგო რეაქცია პაპისტური აზროვნებისა და იეროკრატიული მმართველობისა. ამ სისტემის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს სურს სრული კონტროლი აიღოს, როგორც სახელმწიფოებრივი ასევე სასულიერო სადავეებისა. ამ სისტემის მიხედვით ხელისუფლების უზენაესი ორგანოა სახელმწიფო და მას უნდა ექვემდებარებოდეს სხვა დანარჩენი ორგანოებიც.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

რა არის კესაროპაპიზმი ?

A

ამ სისტემის მიხედვით სახელმწიფოს მეთაური ასევე არის სასულიერო ლიდერიც.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

რა არის ტერიტორიულობის ქვესისტემა ?

A

ამ სისტემის მიხედვით სახელმწიფო ეკლესიას მართავს თავისი ორგანოების მეშვეობით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

რა არის აბსოლუტიზმი ?

A

რელიგიური იძულების წესით ეკლესია თავიდან ბოლომდე ექვემდებარება სახელმწიფოს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

რა თავისებურებები ახასიათებს პარალელიზმს ?

A

ერთი ხელისუფლება აშკარად განსხვავდება მეორესაგან და პარალელურად განიხილება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

როგორია თანაბარუფლებიანობის სისტემა ?

A

არცერთი არ განაგებს. ესე იგი სახელმწიფო და ეკლესია ვლინდება როგორც ურთიერთეკვივალენტური. არც სახელმწიფო განაგებს ეკლესიას და არც ეკლესია მიმართავს სახელმწიფოს გაკონტროლების პრინციპებს. ორივე დაწესებულების უფლებამოსილების საზღვრები დგინდება კონკორდატით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

როგორია სრული გამიჯვნის სისტემა ?

A

ამ სისტემის მიხედვით სახელმწიფო რელიგიას მიიჩნევს წმინდა პირად საქმედ, ხოლო ეკლესიას კერძო სამართლის იურდიულ პირად, ხოლო ეკლესიის წევრები მიიჩნევიან კანონით დადგენილი გარკვეული სხეულის-კორპუსის წევრებად. ამ სისტემის თანახმად სახელმწიფო იმყოფება ზნეობისა და კულტურის სათანადო სიმაღლეზე, ხოლო ეკლესია იმყოფება წესრიგისა და დისციპლინირებული დამორჩილების მაღალ დონეზე. ამ სისტემაში სახელმწიფოს დამოკიდებულება ან კეთილიგანწყობილი ნეიტრალიტეტია ან აშკარად მტრული პოზიცია (ეკლესიის მიმართ).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

როგორია კანონით ხელისუფალი სახელმწიფოს სისტემა ?

A

ამ სისტემის მიხედვით ეკლესია გააჩნია თავისი მფარველობა და განსხვავებული პრივილეგიები, რომელიც გამიჯნულია სახელმწიფოსგან, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორ ინსიტიტუტს შორის ურთიერთობა ძირითადად რეგულირდება ცალმხრივად ანუ სახელმწიფოს მიერ ეს ზრდის იმის საშიშროებას, რომ სახელმწიფომ ეკლესია დაიმორჩილოს და მმართველობა გახდეს პოლიტოკრატიული. აღნიშნული სისტემის მიხედვით სახელმწიფო მოვალეა თეორიულად საეკლესიო კანონებთან დაკავშირებით “თანხმობის აზრს” დაეკითხოს ეკლესიას, თუმცა ეს მხოლოდ ფორმალურია და სახელმწიფოს იმ შემთხევაშიც თუ ეკლესიას განსხვავებული აზრი გააჩნია შეუძლია კანონი ძალაში შეიყვანოს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

როგორია კორდინაციის სისტემა ?

A
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly