შესავალი Flashcards

1
Q

რეაქცია სტრესულ მოვლენებზე სამი კომპონენტისგან

შედგება:

A
  1. ემოციური ხასიათის რეაქცია, რომელსაც თან ახლავს
    სომატური ცვლილებები;
  2. დაძლევის სტრატეგია;
  3. დაცვითი მექანიზმი.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

სტრესზე ემოციური და სომატური რეაქციები:

A

შფოთვითი, რომელსაც თან ახლავს ვეგეტატიური ნერვული სისტემის აგზნება, რაც იწვევს მოსალოდნელი საშიშროების განცდას, გაღიზიანებადობას, ტაქიკარდიას, კუნთების
ტონუსის მატებას და პირის სიმშრალეს; და დეპრესიული რეაქცია, რომელსაც თან ახლავს პესიმისტური აზრები და ფიზიკური აქტივობის დაქვეითება. შფოთვითი რეაქცია, ჩვეულებრივ, ხიფათის შემცველ მოვლენებთან არის დაკავშირებული, მაშინ, როდესაც დეპრესიული რეაქცია დაკავშირებულია ისეთ მოვლენებთან, როგორიცაა განშორება ან დანაკარგი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

დაძლევის სტრატეგიები ორი ტიპისაა:

A

პრობლემის გადაჭრაზე მიმართული სტრატეგიები, რომელთა მოქმედების შედეგად არახელსაყრელი ვითარება ნაკლებად სტრესული ხდება და ემოციის შესუსტების სტრატეგიები, რომლებიც აქვეითებს სტრესორის საპასუხო ემოციურ რეაქციებს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებია:

A

წ დახმარების ძიება;
წ ისეთი ინფორმაციისა და რჩევების მოძიება, რომლებიც პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარება;
წ პრობლემების გადაჭრა _ პრობლემის გადასაჭრელი გეგმების შემუშავება და განხორციელება;
წ კონფრონტაცია _ საკუთარი უფლებების დაცვა და სხვა ადამიანების დარწმუნება, შეცვალონ საკუთარი ქცევა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

ემოციის შესუსტების სტრატეგიებია:

A

წ ემოციებისგან განტვირთვა, `ემოციური ვენტილაცია~ _სხვა ადამიანთან საუბარი და ემოციის გამოხატვა.
წ პრობლემის შეფასება _ იმის დადგენა, თუ რა შეიძლება შეიცვალოს და რა _ არა. შესაძლებელი ცვლილებების განხორციელების მცდელობა პრობლემის გადაჭრის გზით და შეგუება იმასთან, რისი შეცვლაც შეუძლებელია.
წ პრობლემის პოზიტიური გადაფასება _ იმის გაცნობიერება, რომ პრობლემა შეიძლება რაიმე სასიკეთოს მომტანი იყოს. მაგ., სამსახურის დაკარგვამ შეიძლება შესაძლებლობა მოგვცეს, უკეთეს საქმიანობას მოვკიდოთ ხელი.
წ პრობლემის თავიდან აცილება _ პრობლემის შესახებ
ფიქრზე უარის თქმა; პრობლემის გამომწვევი ადამიანებისთვის თავის არიდება; ან იმ სიტუაციებისთვის, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ პრობლემის გახსენება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

გამკლავების არაადაპტაციური სტრატეგიები:

A
  • ალკოჰოლი, მედიკამენტები
  • განზრახ თვითდაზიანება
  • ემოციების თავშეუკავებლად გამოხატვა
  • აგრესიული ქცევა
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

სტრესზე რეაქციის დროს ყველაზე ხშირად რომელ დაცვის მექანიზმებს იყენებენ?

A

რეპრესიის, უარყოფის, გადატანის, პროექციისა და რეგრესიის მექანიზმებს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

ბრაუნი და ჰარისი მოწყვლადიბის ფაქტორები:

A

ზოგი გარემოება პიროვნებას ცხოვრებისეული
სტრესული მოვლენების მიმართ მოწყვლადს
ხდის, მაგ., ერთგული ადამიანის არარსებობა, რომელსაც პიროვნება თავის პრობლემებს გაუზიარებდა. ასეთ ვითარებებს მოწყვლადობის ფაქტორები ეწოდება. წარსულ გამოცდილებას
ასევე შეუძლია მოწყვლადობის გაზრდა. მაგ.,
ბავშვობაში მშობლების დაკარგვამ შეიძლება პიროვნება ზრდასრულ ასაკში უფრო მგრძნობიარე გახადოს იმ სტრესული მოვლენების მიმართ, რომლებიც დანაკარგთან არის დაკავშირებული.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

სტრესულ გამოცდილებაზე არსებული რეაქციები IჩD-

10-ის და DშM-IV-ის მიხედვით სამ ჯგუფად კლასიფიცირდება:

A

მწვავე სტრესული რეაქცია
პოსტტრავმული სტრესული რეაქცია
ადაპტაციის აშლილობა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

IჩD-10-ის განსაზღვრების მიხედვით, მწვავე სტრესულ რეაქციას მაშინ ვხედავთ…

A

თუ იგი იწყება სტრესორის აღმოცენებიდან ერთი საათის განმავლობაში და სუსტდება არაუმეტეს 48 საათის შემდეგ.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

DშM-IV-ის განმარტების მიხედვით, მწვავე სტრესული

აშლილობა უარყოფითი მოვლენის განცდის…

A

დროს ან მის შემდეგ უნდა გამოვლინდეს და ეს მდგომარეობა მინიმუმ ორ დღესა და მაქსიმუმ 4 კვირას უნდა გრძელდებოდეს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

ადაპტაციის აშლილობა:

A

ადაპტაციის დარღვევები საფეხურეობრივი და გახანგრძლივებული რეაქციაა პიროვნების ცხოვრებაში მომხდარ სტრესის შემცველ ცვლილებებზე.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

როგორც IჩD-10-ში, ასევე DშM-IV-ში ადაპტაციის აშლილობა, წამყვანი სიმპტომების მიხედვით, დაყოფილია:

A

დეპრესიულ, შერეულ შფოთვით აშლილობად;

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly