მწვავე სტრესული რეაქცია და მწვავე სტრესული აშლილობა Flashcards
სტრესზე მწვავე ფსიქოლოგიური რეაქციის
ძირითადი სიმპტომები არის:
შფოთვა და დეპრესია
შფოთვა/დეპრესია
შფოთვა _ ესაა რეაქცია საშიშროების შემცველ გამოცდილებაზე, ხოლო დეპრესია _ დანაკარგზე.
სტრესზე მწვავე რეაქციის სხვა სიმპტომები…
გაშეშება, გაოგნება და მგრძნობელობის დაქვეითება, ტრავმული მოვლენების ზუსტი თანმიმდევრობით გახსენების უუნარობა, უძილობა, მოუსვენრობა, კონცენტრაციის გაძნელება და ვეგეტატიური რეაქციები: ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა
და ტრემორი. შესაძლებელია იყოს მრისხანება და
ისტერიული ქცევაც. ზოგჯერ აღინიშნება გაქცევის რეაქცია
სტრესზე მწვავე რეაქციისას ყველაზე გავრცელებული დაძლევის სტრატეგიაა:
ამრიდებლობა
სტრესზე მწვავე რეაქციისას ყველაზე გავრცელებული დაცვის მექანიზმია:
უარყოფა
აისიდი/დსმ
მწვავე სტრესული რეაქციები~ IჩD-10-ში და
მწვავე სტრესული აშლილობა~ DშM-IV-ში სტრესზე ფსიქოლოგიური რეაქციის სხვადასხვა ფაზას
მოიცავს
პტსას და მწვავე სტრესულ აშლილობას შორის მსგავსება&განსხვავება…
პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას ისეთივე სიმპტომები ახასიათებს, რაც მწვავე სტრესულ აშლილობას. მთავარი განსხვავება სიმპტომების
გამოვლენის დროსა და ხანგრძლივობაშია. მიუხედავად ამისა, იმ ადამიანების 50%-ს, რომლებსაც ტრავმის შედეგად საბოლოოდ უვითარდებათ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ტრავმის შემდეგ მაშინვე არ აღენიშნებათ ყველა ის სიმპტომი, რომლებიც მწვავე სტრესულ აშლილობას ახასიათებს
DშM-IV-ის თანახმად, იმისათვის, რომ დავსვათ მწვავე სტრესული აშლილობის დიაგნოზი, სახეზე უნდა იყოს:
შფოთვის აშკარა სიმპტომები ან ძლიერი აგზნება,
მოვლენის ხელახალი განცდა და ქვემოთ ჩამოთვლილი
ხუთი დისოციაციური სიმპტომიდან სამი. ეს სიმპტომებია:
1. გაშეშება და განსვლა გარემო სიტუაციიდან;
2. ცნობიერების შევიწროება (`გაბრუებულ მდგომარეობაში ყოფნა~);
3. დერეალიზაცია;
4. დეპერსონალიზაცია;
5. დისოციაციური ამნეზია.
აგრეთვე, შეიძლება აღინიშნებოდეს თავის არიდება ისეთი სტიმულებისთვის, რომლებიც ტრავმის გახსენებას, მნიშვნელოვან დისტრესს ან სოციალური ფუნქციონირების გაუარესებას იწვევს.
აისიდი - მწვავე სტრესული…
IჩD-10-ის მიხედვით, ასევე აუცილებელია
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომის არსებობა.
IჩD-10-ის თანახმად, მსუბუქი აშლილობის დიაგნოზის
დასადგენად არ არის აუცილებელი დისოციაციური და სხვა სახის სიმპტომების არსებობა (F43.00). ზომიერი აშლილობის (F43.01) დიაგნოზის დასადგენად, ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, აუცილებელია იყოს ორი სიმპტომი, ხოლო მძიმე ფორმის დასადგენად (F43.02) _ ოთხი. ეს სიმპტომებია:
წ მოსალოდნელი სოციალური ურთიერთობების მიმართ ამრიდებლობა
წ ყურადღების ველის შევიწროება
წ დეზორიენტაციის გამოვლინება
წ სიტყვიერი აგრესია და სიბრაზე
წ უიმედობა ან სასოწარკვეთილება
წ არაადეკვატური ან უმიზნო ჰიპერაქტიურობა
წ არაკონტროლირებადი და ძალზე ღრმა დარდი
ტერმინები `მწვავე სტრესული რეაქცია და მწვავე
სტრესული აშლილობა~ მხოლოდ მაშინ გამოიყენება, თუ პიროვნებას უშუალოდ სტრესული მოვლენის ზემოქმედებამდე…
არ აღენიშნებოდა ასეთი სიმპტომები. სხვა შემთხვევაში
რეაქცია მიიჩნევა მანამდე არსებული ფსიქიკური
აშლილობის გამწვავებად.
მწვავე ეპიდემიოლოგია…
მწვავე სტრესული აშლილობა დაფიქსირებულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს გადარჩენილ ადამიანთა 13%-ში ძალადობის მსხვერპლთა 19%-ში და მასობრივი მკვლელობების თვითმხილველების 33%-ში
მწვავე - მკურნალობა:
- კატასტროფისთვის მზადება
- დებრიფინგი
- მართვა
- სიბითი
დებრიფინგის საფეხურები:
წ ფაქტები _ მსხვერპლი ყვება მომხდარის შესახებ;
წ აზრები _ მსხვერპლი ყვება, თუ რა აზრები გაუჩნდა მას უშუალოდ ინციდენტის შემდეგ;
წ განცდები _ მსხვერპლი იხსენებს ინციდენტთან დაკავშირებულ ემოციებს;
წ შეფასება _ მსხვერპლი ხელახლა აფასებს თავის რეაქციას;
წ გათვითცნობიერება _ კონსულტანტი სთავაზობს მსხვერპლს ინფორმაციას სტრესზე რეაქციისა და სტრესის მართვის შესახებ.
მწვავე სტრესული აშლილობა - ეტიოლოგია
- ნებისმიერი სტრესორი
- რეაქციების მრავალფეროვნება გვაფიქრებინებს, რომ კონსტიტუციური განსხვავებები, წარსული გამოცდილება და გამკლავების სტილი ეტიოლოგიაში გარკვეულ როლს თამაშობს.