პტსა Flashcards
პოსტტრავმული სტრესული რეაქციის აუცილებელ
მახასიათებლებს წარმოადგენს:
- ზესიფხიზლე
- სტრესული მოვლენის განმეორებადი განცდა
- ტრავმასთან ასოცირებული სტიმულებისთვის თავის არიდება
პტსა სიმპტომების პირველი ჯგუფი - ზესიფხიზლე
წ პერსისტენტული შფოთვა
წ გაღიზიანებადობა
წ უძილობა
წ კონცენტრაციის დაქვეითება
პტსა - ინტრუზიები
წ ინტენსიური ინტრუზიული ხატები
წ `ფლეშბეკი~
წ განმეორებადი დისტრესული სიზმრები
პტსა - განრიდება
წ სტრესული მოვლენების საკუთარი ნებით გახსენებასთან დაკავშირებული სირთულეები
წ იმ მოვლენებისათვის თავის არიდება, რომლებიც სტრესული გამოცდილების გახსენებას იწვევს
წ გაუცხოება
წ ემოციების განცდის უუნარობა (`ემოციური სიჩლუნგე~)
წ სხვადასხვა სახის აქტივობების მიმართ ინტერესის დაკარგვა.
პტსა ყველაზე ხშირი სიმპტომები:
ფლეშბეკი, ღამის კოშმარი და ინტრუზიული
ხატები. ზოგჯერ ამ სიმპტომებს საერთო სახელს სიმპტომების განმეორებად განცდას უწოდებენ
პტსა - გამკლავების არაადაპტაციური საშუალებები:
პერსისტენტული აგრესიული ქცევის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების გადაჭარბებულად მოხმარების, წინასწარ განზრახული თვითდაზიანებისა და სუიციდის სახით
პტსა - სხვა მახასიათებლები:
- დეპრესიული სიმპტომები
- დანაშაულის გრძნობა
- ცხოვრების საზრისის გადაფასება
- დისოციაციური სიმპტომები
- დეპერსონალიზაცია
პტსა - დასაწყისი - მიმდინარეობა
პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები
შეიძლება სტრესული მოვლენის შემდეგ ძალიან მალე ან რამოდენიმე დღეში გამოვლინდეს; ზოგჯერ რამოდენიმე თვის, იშვიათად ექვსი თვის შემდეგაც კი.
DშM-IV-ის მიხედვით, ამ ტიპის აშლილობის დიაგნოზი შეიძლება დაისვას მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმპტომები არანაკლებ ერთი თვის მანძილზე გრძელდება. თუ უფრო ნაკლებ ხანს გასტანს, ასეთი მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც მწვავე სტრესული აშლილობა. პაციენტების დაახლოებით ნახევარი ერთი წლის მანძილზე იკურნება, მაგრამ მათი მესამედის განკურნება მრავალი წლის მანძილზეც კი შეუძლებელია.
პტსა - დიფერენციალური დიაგნოზი უნდა დაისვას შემდეგი მდგომარეობების დროს:
წ უკვე არსებული შფოთვითი და გუნებ-განწყობის აშლილობების სტრესით გამოწვეული გამწვავება;
წ მწვავე სტრესული აშლილობები, რომლებიც მიმდინარეობის ხანგრძლივობით განსხვავდება;
წ ადაპტაციის დარღვევები, რომლებსაც განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს;
წ კატასტროფის შემდგომ გახანგრძლივებული პიროვნული ცვლილებები.
პტსა - ეპიდემიოლოგია
აშშ-ში მოსახლეობის დიდ ნაწილზე ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე კესლერმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ DშM-III-ღ-ის კრიტერიუმების მიხედვით 7.8%-ს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა მთელი ცხოვრების მანძილზე აღენიშნებოდა (ქალები _ 10.4%; მამაკაცები
_ 5.0%). თორმეტი თვის განმავლობაში პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გავრცელების მაჩვენებელი 1.3%-დან (ავსტრალია) 3.6%- მდე (აშშ) მერყეობდა.
პტსა - სქესი
(ქალები _ 10.4%; მამაკაცები _ 5.0%). ქალებთან შედარებით, მამაკაცების ცხოვრებაში უფრო
ხშირია ტრავმული მოვლენები, მაგრამ ქალების ცხოვრებაში უფრო ხშირად ხდება ისეთი ტრავმული მოვლენები, რომლებმაც შეიძლება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა გამოიწვიოს (მაგ., ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება ან ოჯახური ძალადობა).
პტსა- ეტიოლოგია
- სტრესორი!!!! - აუცილებელი
- პიროვნული მოწყვლადობა:
- გენეტიკური ფაქტორები - მოწყვლადობა(1/3)
- წ გუნებ-განწყობისა და შფოთვითი აშლილობის ანამნეზი;ტრავმის პრეისტორია; მდედრობითი სქესი;
ნევროტიზმი;დაბალი ინტელექტი; სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა. - neirobiologiuri faqtorebi - ჰიპოკამპი, ამიგდალა, ჰჰა ღერძი, ნორადრენალინი
- ფსიქოლოგიური ფაქტორები: შიშის რეფლექსი, კოგნიტური(ინფორმაციის გადამუშავება, შეფასება, ინტერპრეტაცია), ფსიქოდინამიკური
- შემანარჩუნებელი ფაქტორები: ნეგატიური შეფასებები, აცილებადი ქცევა, ინტრუზიული მოგონებების დათრგუნვა
პტსა - მკურნალობა - კონსულტაცია
გულისხმობს ემოციური მხარდაჭერის
უზრუნველყოფას, ტრავმული მოვლენების გახსენების
ხელშეწყობას (რათა მოხდეს მათი ინტეგრირება პაციენტის გამოცდილებასთან) და ასეთ მოვლენებთან დაკავშირებული ემოციების გადამუშავების პროცესის გაადვილებას. მკუნალობა აგრეთვე მიმართულია დანაშაულის განცდაზე (კერძოდ, დანაშაულის განცდაზე, რომელიც გამოწვეულია სტრესულ მოვლენაზე `არასწორი~ რეაქციით და იმით, რომ პაციენტი გადარჩა, ხოლო მისი ახლობლები
დაიღუპნენ) და დარდის განცდაზე. პიროვნება
შეიძლება მოცული იყოს სიცოცხლისა და სიკვდილის
საზრისზე ფიქრით
პტსა - სიბითი
წ ინფორმაციის მიწოდება, თუ როგორი უნდა იყოს ძლიერ სტრესზე ნორმალური რეაქცია და იმის ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტრავმულ მოვლენებთან დაკავშირებული სიტუაციებისა და მოგონებებისთვის თვალის გასწორება;
წ სიმპტომების თვით-მონიტორინგი;
წ იმ სიტუაციებში ჩართვა, რომლებსაც პიროვნება გაურბის;
წ ტრავმული მოვლენების მეხსიერებაში აღდგენა, რათა
მოხდეს მათი ინტეგრაცია პაციენტის სხვა სახის გამოცდილებასთან. როდესაც ამ ხატების მეხსიერებაში აღდგენა პირველად ხდება, ხშირად ისინი ფრაგმენტული ხასიათისაა და მათ არა აქვთ მკაფიო კავშირი მეხსიერების სხვა შინაარსებთან.
წ კოგნიტური რესტრუქტურიზაცია ფაქტებზე მსჯელობის მეშვეობით _ პიროვნება აფასებს ფაქტებს და განიხილავს მათ დადებით და უარყოფით მხარეებს.
წ სიბრაზის მართვა იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჯერ
კიდევ აქვთ სიბრაზის განცდა ტრავმულ მოვლენებსა და მათ მიზეზებთან დაკავშირებით.
- თვალების მოძრაობის დესენსიტიზაცია და რეპროცესია
პტსა - მედიკამენტური მკურნალობა
- უნდა ვერიდოთ ანქსიოლიზური პრეპარატების
დანიშვნას, რადგან მათი ხანგრძლივი გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას - ანტიდეპრესანტები : სეროტონინის, მაოები, ტრიციკლური, მირტაზაპინი
- მედიკამენტურ მკურნალობას უფრო სუსტი
ეფექტი აქვს, ვიდრე სტრუქტურირებულ ფსიქოთერაპიას.