ღია კითხვები Flashcards

1
Q

განმარტეთ რას წარმოადგენს სხეულის მასის ინდექსი და აღწერეთ მისი კატეგორიები

A
სხეულის მასის ინდექსი არის საზომი, რომლის გამოყენებითაც შეგვიძლია შევაფასოთ ადამიანის წონა არის თუ არა ნორმალური, ჭარბი ან მცირე. მისის გამოთვლა ხდება ადამიანის წონის (კგ) შეფარდებით მისი სიმაღლის (მეტრი) კვადრატზე. სხეულის მასის ინდექსის კატეგორიებია:
18.5-ზე ნაკლები - მცირე წონა
18.5-24.9 - ნორმალური 
25-29.9 - ჭარბი წონა
 30.0 და მეტი - ძალიან მსუქანი
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

აღწერეთ რას წარმოადგენს მაღალი რისკის სტრატეგია და რომელი დაავადებების შემთხვევაში გამოიყენება იგი და რატომ?

A

მაღალი რისკის სტრატეგია ახდენს რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდების/ჯგუფების იდენტიფიკაციას და ფოკუსირდება მათი რისკების შემცირება/ელიმინაციაზე . მაგალითად:
თამბაქოს შეწყვეტის ინტერვენცია ფილტვის კიბოს გენეტიკური მარკერების მქონე პირებისათვის
ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის ინტერვენციებს გლუკოზის მომატებული მაჩვენებლის და მაღალი BMI-ს მქონე პირთათვის
მამოგრაფიული სკრინინგი იმ ქალებისათვის, რომელთაც ოჯახურ ისტორიაში ჰქონდათ მკერდის კიბო

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

აღწერეთ ზერჰუნის სტარტეგიის შემადგენელი ნაწილები

A

ჯანდაცვის პროცესის ტრანსფორმაცია უნდა იყოს:
მონაწილეობითი (participatory) - ინდივიდები, საზოგადოებები და ჯანდაცვის ორგანიზაციები უნდა მონაწილეობდნენ მუდმივად დაავადების ბუნებრივი ციკლის პროცესში
პერსონალიზირებული
პროგნოზირებადი - უნდა მოხდეს ბიომარკერების ინდენტიფიცირება, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ დაავადება
გამოვლენადი - დაავადებას პრევენცია უნდა გავუწიოთ სანამ გაჩნდება

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

ჯანმრთელობითი წარმოდგენის მოდელი -

A

მოდელი ცდილობს ახსნას რატომ არის ხალხი უყურადღებო სიმპტომების გარეშე მიმდინარე დაავადებების პრევენციისა და სკრინინგის მიმართ.
მოდელის მიხედვით, ადამიანის ქცევა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
დაავადების თავიდან აცილების ან გამოჯანმრთელების სურვილი
რწმენა, რომ კონკრეტული ჯამრთელობითი ღონისძიებები შეძლებს დაავადების პრევენციას

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

დადასტურებული ღონისძიებების თეორია

A
  • თეორიის მიხედვით ადამიანის ქცევას განაპირობებს მიზი განზრახვა, რომელზეც გავლენას ახდენს:
    ადამიანის დამოკიდებულება ქცევის მიმართ - რწმენა იმის შესახებ, თუ რა შედეგს გამოიღებს ეს ქცევა და ამ შედეგისადმი დამოკიდებულება
    ქცევასთან დაკავშირებული სუბიექტური ნორმები - რას ფიქრობენ სხვები ქცევის შესახებ და რამდენად სურს პიროვნებას სხვების შეხედულებების გათვალისწინება
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

დაგეგმილი ქცევების თეორია

A
  • ეს თეორია წარმოადგენს TRA-ს გაგრძელებას და ითვალისწინებს როგორც ნებაყოფლობით, ასევე არანებაყოფლობით ქმედებებს. დამოკიდებულებების და სუბიექტური ნორმების გავლენის გარდა, ადამიანის ქცევაზე ისეთ შემთხვევებსი, სადაც ქცევაზე მისი კონტროლი არაა სრულყოფილი, გავლენას ახდენს ასევე ქცევის კონტროლის აღქმა - ფაქტორები, რომლებიც ადამიანის კონტროლის გარეთ არიან, მოქმედებენ განზრახვასა და ქმედებაზე (მაგ. დრო, უნარები, სოციალური მხარდაჭერა, ცოდნა, ფული და სხვა)
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

ჯანმრთელი გადაწყვეტილების მოდელი

A
  • მოდელი აერთიანებს გადაწყვეტილების ანალიზს, ქცევით გადაწყვეტილების მოდელსა და ჯანმრთელობის შესახებ რწმენებს. ის ითვალისწინებს პაციენტების პრეფერენციებსაც.
    16. 1. გადაწყვეტილების ანალიზი შესაძლებელს ხდის პაციენტების პრეფერენციები სარგებელსა და რისკებს შორის, და სიცოცხლის ხარისხსა და ხანგრძლივობას შორის რაოდენობრივად ასახოს
    16. 2. ქცევითი გადაწყვეტილების მოდელი ხაზს უსვამს იმ საერთო წესების იდენტიფიკაციის მნიშვნელობას, რომლებსაც იყენებენ პაციენტები რთული მენტალური ამოცანების გამარტივებისთვის.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

თვითრეგულაციის მოდელი

A
  • მოდელის მიხედვით ინდივიდი ფუნქციონირებს, როგორც უკუკავშირის სისტემა. ის ადგენს მიზნებს, გეგმებს ამ მიზნების მისაღწევად და კრიტერიუმებს მიზნების მიღწევის მონიტორინგისა და შეფასებისთვის. თუკი ინდივიდი ხვდება, რომ მიზანს შორდება, ადგენს ახალ გეგმებსა და კრიტერიუმებს. აკვრიდება თავის ქცევებს და ამ ქცევების შედეგებს და ცვლის შესაბამისად, აკვირდება შედეგებს, მონიტორინგს აწარმოებს და შესაბამის ცვლილებებს ახორციელებს.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

სოციალ-კოგნიტიური თეორია -

A

ადამიანის ქცევაზე გავლენას ახდენს:

    1. წახალისება
    1. შედეგის მოლოდინი - რწმენა, რომ კონკრეტული ქმედება გამოიწვევს კონკრეტულ შედეგს
    1. მოლოდინის ეფექტურობა - ინდივიდის წარმოდგენა, შეუძლია თუ არა კონკრეტული ქმედების განხორციელება.ესაა სუბიექტური აღქმა და არა ადამიანის ობიექტური შესაძლებლობები.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

დაავადების თვითმართვის მოდელი -

A

მოდელი, რომელიც ფოკუსირდება ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე. მოდელის მიხედვით, ასეთი პაციენტები იქცევიან იმის მიხედვით, თუ რას განსაზღვრავენ ეფექტურად მათი მიზნებიდან გამომდინარე. ამ განსაზღვრებებზე გავლენას ახდენს სოციალური კონტექსტი და მათი რესურსები. თვითმართვის პროცესი უწყვეტი და ორმხრივია: ინფორმაცია, ქცევა, გრძნოებები, გაგება და დასკვნები პროცესის ერთი ელემენტიდან (დაკვირვება, განსჯა, რეაქცია), გავლენას ახდენს სხვა ელემენტებზეც. გადაწყვეტილებაზე მოქმედებს შინაგანი (გრძნობები, ცოდნა, რწმენები, დამოკიდებულებები) და გარეგანი ფაქტორები (სოციალური მხარდაჭერა, მოდელები, ექიმები).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

ქცევის მოდიფიკაცია -

A

ეს მოდელი ხაზს უსვამს ჩვევების და უნარების მნიშვნელობას ქცევის შეცვლის პროცესში. ქცევის შესაცვლელად გამოიყენება შემდეგი ტექნიკები:

    1. გაუთვალისწინებელი შეთანხმება - განისაზღვრება ქცევა, ქცევის შესრულების პირობები და შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში შედეგები
    1. თვით-მონიტორინგი
    1. კონტრ-დამუშავება - არასასურველი ქცევის გარდაქმნა სასურველად ამ ქცევასთან კონკრეტული პოზიტიური სტიმულის დაკავშირების მეშვეობით
    1. ფარული სენსიბილიზაცია - როდესაც ადამიანი წარმოდიგენს არასასურველ ქმედებას და შემდგომ ამ ქმედების არასასურველ შედეგს
    1. რელაქსაცია
    1. გარემოს ინჟინერია
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

აღწერეთ დაავადების თვითმართვის მოდელის დაშვებები

A

დაავადების მართვას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი
პაციენტის მენეჯმენტი არის სიტუაციების მანიპულირების სტრატეგიების გამოყენება ცნობიერ დონეზე, რომლებიც ამცირებენ დაავადების გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაში
ადამიანი მოტივირებულია, რომ გამოიყენოს თვით-მართვა სასურველი მიზნის მისაღწევად. რაც უფრო მნიშვნელოვანია მიზანი, უფრო მოტივირებულია.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly