სტატიკა Flashcards
სტატიკა შეისწავლის
სხეულთა წონასწორობას
წონასწორობის მდგომარეობა განისაზღვრება, როგორც
უძრაობის ან წრფივი თანაბარი მოძრაობის მდგომარეობა
აბსოლუტურად მყარი სხეული ეწოდება სხეულს. რომელიც
არ დეფორმირდება ძალების მოქმედების შედეგად
ძალის მხარი ეწოდება
უმოკლეს მანძილს ბრუნვის ღერძიდან ძალის მოქმედების წრფემდე
ძალის მომენტის ერთეულია
ნ*მ
სხეულის იმ წერტილს, რომელზედაც გადაიკვეთება ყველა ის წრფე, რომლის გასწვრივ მოქმედი ძალა იწვევს ამ სხეულის გადატანით აჩქარებულ მოძრაობას, ეწოდება
სიმძიმის ცენტრი
ძალის მომენტი ეწოდება სიდიდეს, რომელიც ტოლია, ძალის მოდულის …
ნამრავლისა მის მხარზე
უძრავი ბრუბვის ღერძის მქონე სხეული წონასწორობაშია, თუ
სხეულზე მოქმედი ძალების მომენტების ჯამი 0-ის ტოლია
სხეულის წონასწორობის ზოგადი პირობაა:
სხეულზე მოქმედი ძალების ტოლქმედიც ან ძალების მომენტების ალგებრული ჯამიც 0-ის ტოლია
სხეულის წონასწორობა მდგრადია, თუ
წონასწორობის მდებარეობიდან მცირე გადახრისას სხეული უბრუნდება ამ მდებარეობას
ჭოჭონაქს, რომლის ღერძი ტვირთთან ერთად მოძრაობს, ეწოდება
მოძრავი ჭოჭონაქი
მოძრავი ჭოჭნაქით, ძალას
ვიგებთ 2-ჯერ
სხეულის წონასწორობა არამდგრადია, თუ
წონასწორობის მდებარეობიდან მცირე გადახრისას სხეული აღარ უბრუნდება წონასწორობის მდგომარეობას
თუ სხეულის წონასწორობის მდებარეობიდან გადახრისას სხეულზე მოქმედი ძალების ტოლქმედი 0-ის ტოლია მაშინ ასეთ მდგომარეობას ეწოდება
განურჩეველი წონასწორობა
საყრდენი ფართობის მქონე სხეულის წონასწორობითვის აუცილებელია
სიმძიმის ძალის მოქმედების წრფე კვეთდეს საყრდენ ზედაპირს
წონასწორობა მით უფრო მდგრადია, რაც უფრო დაბლაა
სიმძიმის ცენტრი და რაც მეტია საყრდენი ფართობი
მარტივი მექანიზმი წარმოადგენს მოწყობილობას, რომლის საშუალებით შესაძლებელია:
ძალის გარდაქმნა
მექანიკის “ოქროს წესის” ფორმულირებაა:
რამდენჯერაც ვიგებთ ძალას, იმდენჯერვე ვაგებთ მანძილს
მყარ სხეულს, რომელსაც შეუძლია ბრუნვა უძრავი საყრდენი წერტილის ირგვლივ, ეწოდება
ბერკეტი
უძრავი ჭოჭონაქი ძალის მოგებას…
არ იძლევა, იგი იცვლის მხოლოდ ძალის მიმართულებას
დახრილი სიბრტყით ძალას ვიგებთ იმდენჯერ, რამდენჯერაც
დახრილი სიბრტყის სიგრძე მეტია მის სიმაღლეზე