მექანიკა. კინემატიკა - საწყისი მცნებები Flashcards
მექანიკური მოძრაობა ეწოდება:
სხეულის მდებარეობის შეცვლას სხვა სხეულების მიმართ…
მექანიკური მოძრაობის მახასიათებლებია:
ტრაექტორია, გადაადგილება, გავლილი მანძილი, სიჩქარე, აჩქარება.
ტრაექტორია
წარმოსახვითი ხაზი, რომლის გასწვრივაც მოძრაობს სხეული..

ტრაექტორიის მიხედვით არსებობს:
წრფივი და მრუდწირული მოძრაობა
მრუდწირული მოძრაობის განსაკუთრებული სახეა
ჩაკეტილ წირზე (ტრაექტორიაზე) მოძრაობა, რომლის კერძო სახეა წრეწირზე მოძრაობა.
გადაადგილება ეწოდება:
vექტორს, რომელიც განსახილველი მოძრაობის ტრაექტორიის საწყის და საბოლოო წერტილებს აერთებს
გავლილი მანძილი ეწოდება:
მოძრაობის საწყის და საბოლოო წერტილებს შორის მოთავსებული ტრაექტორიის მრუდის სიგრძეს
მექანიკის საგანი:
მექანიკას უწოდებენ ფიზიკის ნაწილს, რომელიც ეძღვნება მოძრაობის უმარტივესი ფორმის - მექანიკური მოძრაობის კანონზომიერებების შესწავლას.
მექანიკა სამი ქვეგანყოფილებაა:
კინემატიკა, დინამიკა და სტატიკა.
კინემატიკა სწავლობს:
სხეულების მოძრაობას მისი გამომწვევი მიზეზების გაუთვალისწინებლად. ის ოპერირებს ისეთი სიდიდეებით როგორებიცაა გადაადგილება, განვლილი გზა, დრო, მოძრაობის სიჩქარე და აჩქარება.
დინამიკა იკვლევს:
კანონებსა და მიზეზებს, რომლებიც იწვევენ სხეულების მოძრაობას, ანუ სწავლობს მატერიალური სხეულების მოძრაობას მათსზე მოდებული ძალების გავლენით. კინემატიკურ სიდიდეებს ემატება სიდიდეები - ძალა და მასა.
სტატიკა იკვლევს:
სხეულების სისტემის წონასწორობის პირობებს.
ათვლის სისტემა.
ათვლის სისტემის ქვეშ იგულისხმება კოორდინატთა სისტემისა და საათის ერთობლიობა. ათვლის სისტემის მცნება მოიცავს სხეულის მდგომარეობის სივრცულ-დროით დახასიათებას, ამასთან სივრცითი დახასიათება მოიცემა კოორდინატების მეშვეობით, ხოლო დროითი - საათის მეშვეობით.
მექანიკური მოძრაობა ეწოდება:
სივრცეში სხეულების ურთიერთმდებარეობის ცვლილებას დროის განმავლობაში. ნებისმიერი მექანიკური მოძრაობა ფარდობითია.
მატერიალური წერტილი:
ფიზიკური მოდელი სხეულისა, რომლის ზომებიც მოძრაობის მოცემულ პირობებში შეიძლება უგულებელვყოთ.
მექანიკის ძირითადი ამოცანა -
დროის ნებისმიერ მომენტში სხეულების სივრცეში მდებარეობის განსაზღვრაა.
იხილეთ მეტი
გადატანითი მოძრაობა -
მოძრაობა, როცა წრფე, რომელიც აერთებს მოცემული სხეულის ნებისმიერ ორ წერტილს, საკუთარი თავის პარალელურად გადაადგილდება. ამასთან აბსოლუტურად მყარი სხეულის ყველა წერტილს აქვს ერთნაერი სიჩქარე და აჩქარება.
ტრაექტორიის განტოლება -
განტოლება, რომელიც სხეულის კოორდინატებს შორის დამოკიდებულებას ასახავს.

ათვლის სისტემა (ას) -
ათვლის სხეული, კოორდინატთა სისტემა, მათთან დაკავშირებული, მოწყობილობა დროის ასათვლელად.

გზა -
ტრაექტორიის სიგრძე. გზა არ შეიძლება იყოს უარყოფითი!
