7. Money Flashcards
რა ფუნქციები აქვს ფულს?
- გაცვლის საშუალება
- ღირებულების შენარჩუნება (ძროხა შესაძლოა მოკვდეს და მთლიანად დაკარგოს ღირებულება)
- საზომი ერთეული, ღირებულების შემფასებელი ($1000 ტანსაცმელს, $500 შრომას უნივერსალური მნიშვნ. აქვს)
რა არის ბარტერული ეკონომიკის უარყოფითი?
როდესაც რაღაც ნივთი გვაქვს, შეიძლება სხვას სულაც არ სურს ეს ნივთი, სწორედ ამიტომ საჭიროა ფული.
ფულის მახასიათებლები
- Portability/პორტაბელურობა (ადვილად სატარებელი)
- Divisibility/გაყოფადობა (ძროხას ვერ გავყოფთ თუ რამდენიმე ნივთის შეძენა გვინდა)
- Durability/გამძლეობა (ძროხა მოკვდება, ფული ღირებულებას შეინარჩუნებს)
- Stability/სტაბილურობა (თუ ძაან ბევრი ძროხა იქნება, ვიდრე მოთხოვნაა, თქვენი ძროხა უფასურდება, ფულის მერყეობა უფრო სტაბილური და განსასაზღვრია).
რაზეა დამოკიდებული ფულის ღირებულება?
მის რაოდენობაზე, რამდენი ფულია მიმოქცევაში. თუ დიდია ფულის მასა, მაშინ დაბალი ღირებულებისაა და პირიქით.
რა არის M1?
მაგ.
M1 არის ლიკვიდური ფული, ის, რისი გადაქცევაც ქეშად , ანუ ნაღდ ფულად არის ძალიან მარტივი. Spendable forms of money ხარჯვადი.
Cash - სახელმწიფოს მიერაა გამოცემული და უმეტესად გამოიყენება პატარ–პატარა გაცვლებისთვის.
Check - წერ ჩეკზე ფულს და აძლევ პიროვნებას, რომელსაც იგი ბანკში მიაქვს და ანაღდებს. ქეშად მარტივი გარდასაქმნელია.
Demand Deposits - მოთხოვნამდე ანაბრები/უვადო ანაბარი (სახელფასო ქარდზე, სტუდქარდზე) გავანაღდოთ ბანკომატზე. (2011 წელს ამ ტიპის ფული ამერიკაში დაახ იყო 1.85 ტრილიონი)
Debit card - პირდაპირ იღებს ფულს მომხმარებლის საბანკო ანგარიშიდან ასე, რომ ზუსტად ისევე მოქმედებს ფულის მიწოდებაზე, როგორც ჩეკითა და ქეშით გადახდა.
რა არის M2?
მაგ.
Convertible money supply. ნაკლებად ლიკვიდური ფულია
Time deposits - ვადიანი ანაბრები – ფიქსირებული ვადა აქვთ, ჩეკად არ გარდაიქმნება და მეტი პროცენტი ერიცხება, ვიდრე უვადოზე.
(7 ტრილიონი უკავია ამერიკაში)
საკრედიტო ბარათი რომელს მიეკუთვნება და რატომ?
არც M1–ია და არც M2, რადგანაც საკრედიტო ბარათი რეალურად ფულს არ ქმნის, ფულს არ აღრიცხავს. სესხი მოგცა ბანკმა საკრედიტო ბარათში (რომელიც შენ უნდა დაუბრუნო), ეს ფული რომ მოგცა, ეს იყო ან ვიღაცის ანაბარი ვადიანი, ან მოთხოვნამდე და ეს ფული უკვე იყო M1 ან M2ში აღრიცხული და ამიტომ აღარ აღირიცხება ხელთავიდან.
რატომ გაპოპულარდა M2 1980იანი წლებში, ვიდრე M1?
ეს არის პირველ რიგში ახალი ტიპის ინვესტიციების და საინვესტიციო ფონდების დამსახურება, რადგან ამ ფონდების უმეტესი ნაწილი ხალხს სთავაზობს მაღალი პროცენტის უკან
დაბრუნებას
დღესდღეობით M2-ით ქვეყნის
ეკონომიკური სტატუსის გაზომვა
უფრო რეალურია.
ფინანსური ინსტიტუტები
- Commercial banks
- Savings Institutions
- Pension Funds
- Insurance Companies
- Securities Investment Dealers (brokers) such as Merrill Lynch
რა არის ფინანსური ინსტიტუტების მთავარი არსი
ჩვენგან იღებენ ფულს, აკეთებენ ინვესტიციებს, კაპიტალდაბანდებას, რათა მოიგონ ფული. და ჩვენ ბენეფიტების გადმოცემას გვპირდებიან.
ამერიკულ კომპანიას სურს იყიდოს პროდუქტი ჩინელი მომწოდებლისგან. რომელი სერვისების გამოყენება შეუძლია მას?
- Currency Exchange/ვალუტის გაცვლა დოლარიდან იუანზე
* Letters of Credit – ბანკის პირობა, რომ გადაუხდის ჩინელ მიმწოდებელს ფულს პირობების დაკმაყოფ შემდეგ.
რა არის Mutual Fonds–ის დანიშნულება?
1000 ლარი აკრიფეთ და პორტფელებს ქმნის, ცოდნა მეტი აქვს, ბაზარს თვალს ადევნებს და მოგებას აძლევს, თვითონაც იტოვებს. ყიდულობენ აქციებს და როცა ამ აქციების ფასი გაიზრდება, მაშინ ყიდიან.
Closed-end funds განმარტე
უშვებენ აქციებს საზოგადოებაში მხოლოდ ერთხელ (IPO–ზე), შემდეგ უკვე მათი აქციები სააქციო ბაზარზე, ბირჟაზე ივაჭრება. ეს ფონდი თავდაპირველად იქმნება იმით, რომ ყიდის თავის აქციებს ბირჟაზე. მაგალითად, მე და ჩემმა პარტნიორებმა შევქმენით ფონდი, გამოვუშვით მილიონი აქცია, გავყიდეთ თითო $10–ად. გამოვიდა, რომ გვაქვს 10 მილიონი დოლარი მივიღეთ და ამ 10 მილიონით უნდა მოვახდინოთ ინვესტიციები სხვადასხვა ტიპის ფასიან ქაღალდებში, პლატფორმების შექმნა, ანუ უნდა გავზარდოთ ხალხისგან მიღებული თანხა და დავუბრუნოთ დივიდენდის სახით.
როგორ ითვლება NAV?
NAV=აქტივები–ვალდებულებები/აქციების რაოდენობა.
მაგ, თუ 10m დოლარი მივიღეთ, 5m ვალდებულება გვაქ. NAV=10m-5m/1m=5$.
ეს არის იმის აღმნიშვნელი, თუ კომპანიის რა წილი მოდის ერთ აქციაზე.
ფონდის ფუნქციონირებიდან გამომდინარე, NAV იზრდება თუ ფონდი მოგებას ნახულობს და
იზრდება, ან კლებულობს, თუ ფონდი წაგებაშია.
რა არის Closed end fundsის დადებითი
ამ ფონდების აქციის ღირებულება მკვეთრად განსხვავდება NAV-ისგან.
ამ დროს ითქმება, რომ აქციები იყიდება დისკაუნტით, ან პრემიუმით. პრემიუმი ძირითადად გამოწვეულია იმ შემთხვევებით,
როდესაც ხალხი ენდობა ფონდს, ან ფიქრობენ, რომ მაღალ მოგებას მოუტანს კონკრეტული ოპერაცია, ან თანამშრომელთა გუნდში არიან
დარწმუნებულები, რომ სწორ ნაბიჯებს გადადგამენ.
რა არის Closed end funds-ის უარყოფითი
- “discount to NAV”-დისკაუნტი სწორედ საპირისპიროა: ცვლილებები ბაზარზე, ცვლილებები კომპანიაში,
ლიკვიდურობის პრობლემები, ა.შ. - როდესაც ფუნქციონირებას დაიწყებს, ფონდში ახალი კაპიტალი ვეღარ შემოვა, რადგან აქციები უკვე გაყიდულია. თუ რაღაც ახალი მომგებიანი კომპანია გამოჩნდება, ფულს ვერ მოზიდავენ და სესხის აღება უწევთ.
- მისი აქციები ბირჟაზე იყიდება, საიდანაც ფონდს დამატებითი შემოსავალი, რასაკვირველია, აღარ აქვს
Adams Diversified Equity Fund არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი closed-end fund.
Open-end funds განმარტე
ღია ფონდი აქციებს არ ყიდის ბირჟაზე, იგი ყიდის და ყიდულობს თვითონ. ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცემა და გაყიდვა აქციების.
აქციის ღირებულება NAV-ის ტოლია.
ვინ მართავს მსოფლიოს? (მაგ.)
Vanguard ან Blackrock, რომლებიც ამ ნავთობის გიგანტებსა და კომპანიებში ფლობენ საკმაოდ მაღალ წილებს, უდიდეს ინვესტიციებს ახორციელებენ (მარტო ეს ორი კომპანია რომ ავიღოთ, 7
ტრილიონ აშშ დოლარზე მეტს) და რასაკვირველია, ყველას გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.
რა არის open-fundის მინუსი
open-end ფონდს შეიძლება მოუწიოს
პორტფელის გაყიდვა არახელსაყრელ დროს, რადგან საკუთარი აქციები ჰქონდეს გამოსასყიდი. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს საბაზრო პანიკის
დროს, როდესაც შეიძლება open-end ფონდს საკუთარი აქციების დიდი რაოდენობა გაუხდეს გამოსასყიდი და იძულებული იყოს გაყიდოს პორტფელი
არასტრატეგიულად (ბევრი აქციის გაყიდვა მათზე ფასის ვარდნას იწვევს).
ფინანსური ინსტიტუტები რას აკეთებენ?
ქმნიან ფულს. არ ბეჭდავენ ფულს და ჭრიან მონეტებს, მაგრამ დეპოზიტების მიღებითა და სესხის გაცემით ზრდიან ფულის მიწოდებას.
ეროვნული ბანკის ფუნქციები
*the government’s bank ფულს ბეჭდავს. მთავრობას ასესხებს
*the banker’s bank ასესხებს ფულს კომერციულ ბანკებს
*controlling the money supply ეროვნულ ვალუტაზე პასუხისმგებელია
*Inflation Management როცა ეკონომიკაში ფასები იზრდება, ფულის მასა იზრდება–> შესაბამისად მოთხოვნაც ყველაფერზე და ფასებიც
დეფლაცია–ფულის მასა ეცემა, მოთხოვნაც და ფასებიც.
ეროვნული ბანკის იარაღები, მეთოდები
- Reserve Requirement–დეპოზიტების პროცენტი, რომელიც ბანკმა უნდა შეინახოს.
- Interest Rate control–თუ ფულის შემცირება უნდა, განაკვეთს გაზრდი, რაც ბანკებისთვის ფულის სესხებას და გასესხებას უფრო ძვირს გახდის.
- Open-Market Operations–ფასიან ქაღალდებს, ობლიგაციებს თვითონ ყიდულობს ეროვნული ბანკი. (მაგ. ვალუტის დასასტაბილურებლად მილიონი $–ის გაყიდვა).
Open-Market Operations-ის მაგალითი
2009 წელს Fed-მა დაიწყო გრძელვადიანი სახაზინო ობლიგაციების ყიდვა $300 მილიარდის ოდენობის რათა ებრძოლა რეცესიისთვის.რამაც გამოიწვია ყველანაირი საპროცენტო განაკვეთის ვარდნა ამან კი გამოიწვია ის რომ სესხებები გაიზარდა და ეკონომიკა წინ წავიდა.
2002 წელს $0.87–1 euro
2011 წელს $1.45–1 euro
რას ნიშნავს?
დოლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში.
ევრო გამყარდა, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტის შეძენის უფლება მოიპოვა სუსტ დოლართან მიმართებით. (more purchasing power).