3.1-3.8 Flashcards
რა არის კუთრი სითბოტევადობის ფორმულა? განმარტება? ერთეული?
ფორმულა - C=Q/m(t2-t1) (1ჯ/კგC)
კუთრი სითბოტევადობა არის ფიზიკური სიდიდე რომელიც გვიჩვენებს თუ რისი ტოლია 1 კგ ნივთიერების 1C-ით გასათბობად საჭირო სითბოს რაოდენობა.
ჩამოთვალეთ თბოგადაცემის სახეები
თბოგამტარობა, კონვექცია, გამოსხივება
რას ეწოდება თბოგამტარობა?
თბოგამტარობა - ენერგია სითბო ცვლის გზით შეიძლება სხეულის უფრო მეტად გამთბარი ნაწილიდან ნაკლებად გამთბარ ნაწილს გადაეცეს რაც, სხეულის მოლეკულების სითბური მოძრაობასა და ურთიერთქმედების შედეგია. თბოგადაცემის ასეთ სახეს თბოგამტარობა ეწოდა.
რას ეწოდება კონვექცია?
კონვექცია - თბოგადაცემის სახეა რომლის დროსაც ენერგია გადააქვს სითხის ან აირის ფენებს. რომლებიც, ნივთიერების არათანაბარი გათბობის შედეგად მოძრაობს.
‘ ბუნებრივი ან თავისუფალი კონვექცია: საკმარისია სითხე ან აირი ქვემოდან გათბეს ან ზემოდან გაცივდეს.
‘იძულებითი კონვექცია - გარედან ჩარევას გულისხმობს. სითხისა ან აირის ფენები ტუმბოს ან მექანიკური სარევის დახმარებით გადაადგილდება.
რას ეწოდება გამოსხივება?
გამოსხივება - თბოგადაცემის განსაკუთრებული სახეა რომლითაც, ენერგია ვაკუუმშიც კი ვრცელდება. სინათლე მზიდან დედამიწამდე გამოსხივების საშუალებით აღწევს.
რა არის სითბოს რაოდენობა?
ფორმულა - Q=Cm(t2-t1)
Q-სითბოს რაოდენობა
C-ნივთ. კუთრი სითბოტევადობა
m-სხეულის მასა
t1-სხეულის საწყისი ტემპერატურა
t2-სხეულის საბოლოო ტემპერატურა
‘ შინაგანი ენერგიის რაოდენობას რომელსაც სხეული თბოგადაცემისას იღებს ან გასცემს სითბოს რაოდენობა ეწოდება.
რა არის შინაგანი ენერგია?
სხეულის შემადგენელი ნაწილაკების მოძრაობის კინეტიკური და ურთიერთქმედების პოტენციური ენერგიების ჯამს შინაგანი ენერგია ეწოდება.
ახსენით სითბური მოვლენები
სითბური მოვლენები - მოვლენები, რომელიც სხეულის სითბურ მდგომარეობაზე, ტემპერატურაზეა დამოკიდებული. მაგ. გათბობა, გაციება, დნობა, დუღილი, აორთქლება
შინაგანი ენერგიის შეცვლის რამდენი გზა არსებობს?
1)სხეულზე მუშაობის შესრულებით - A=^U
^U- შინაგანი ენერგიის ცვლილება.
2)მუშაობის შეუსრულებლად, სითბურ პროცესებში. (თბოგადაცემა) - ^U=Q
Q= სითბოს რაოდენობა
შინაგანი ენერგია იზრდება - თუ სხეულზე მუშაობას ასრულებენ
მცირდება-თუ თავად სხეული ასრულებს მუშაობას.
რომელი ფორმულით გამოითვლება წვის კუთრი სითბო?
q=Q/m (1ჯ/კგ)
q-ფიზიკური სიდიდე რომელიც გვიჩვენებს რა რაოდენეობის სითბო გამოიყოფა 1კგ მასის საწვავის სრულიად დაწვისას.
რას ეწოდება ფიზიკური მოვლენა?
ფიზიკური მოვლენა არის როდესაც იცვლება სხეულის აგრეგატული მდგომარეობა და ფორმა. ფიზიკური მოვლენის დროს არ იცვლება სხეულის შედგენილობა.
რა არის წევა?
ჰაერის ახალი ნაკადის ბუნებრივად მიწოდება წვის ადგილას.
რა არის დღის ბრიზი? ღამის ბრიზი?
დღის ბრიზი - ქარი რომელიც დღისით ზღვიდან ხმელეთისაკენ უბერავს.
ღამის ბრიზი - ქარი რომელიც ხმელეთიდან ზღვისკენ უბერავს.
რა არის წვის ფორმულა?
Q=qm