ფიზიკის დამოუკიდებელი - მარტივი მექანიზმები Flashcards
რა არის ძალის მომენტი?
ძალის სიდიდისა და მხრის ნამრავლი.
M=F*d
F-ძალა
d-ძალის მხარი
რა არის ძალის მხარი?
ძალის მხარი- უმოკლესი მანძილია, სხეულის ბრუნვის ცენტრიდან იმ წრფემდე რომელიც ძალის მოქმედების მიმართულებას ემთხვევა
რა არის მომენტების წესი?
მომენტების წესი- დამაგრებული ღერძის მქონე სხეული წონასწორობაშია თუ მასზე მოდებული ძალების ალგებრული ჯამი ნულის ტოლია.
რა არის ბერკეტი?
ბერკეტი-მყარი სხეულია რომელსაც, უძრავი საყრდენის გარშემო შეუძლია ბრუნვა.
რამდენი სახის ბერკეტი არსებობს?
ბერკეტი არსებობს 3 სახის
I კლასის ბერკეტი- საყრდენი წერტილი მასზე მოდებულ ძალებს შორისაა
II, და III კლასის- საყრდენი წერტილი მასზე მოდებული ძალების ერთ მხარესაა.
რა არის ბერკეტის წონასწორობის პირობა?
ბერკეტი წონასწორობაშია როდესაც, მასზე მოქმედი ძალების სიდიდეები მხრების უკუპროპორციულია.
რაზეა დამოკიდებული ძალის მაბრუნებელი მოქმედება?
ძალის მაბრუნებელი მოქმედება დამოკიდებულია: ძალის სიდიდეზე, ძალის მოდების წერტილზე, ძალის მიმართულებაზე.
რა არის მექანიკის ოქროს წესი?
მუშაობაში მოგებას არც ერთი მექანიზმი არ გვაძლევს. მათი გამოყენებით შეიძლება მოვიგოთ ძალაშ, მაგრამ წავაგებთ მანძილში (და პირიქით): რამდენჯერაც ვიგებთ ძალაშ იმდენჯერ ვაგებთ მანძილშ (და პირიქით)
რა დანიშნულება აქვს დახრილ სიბრტყეს?
დახრილ სიბრტყეზე სხეულის თანაბრად ატანისას სხეულზე მოდებული წევის ძალა სიდიდით იმდენჯერ ნაკლებია სხეულის სიმძიმის ძალაზე, რამდენჯერაც დახრილი სიბრტყის სიგრძე მეტია მის სიმაღლეზე.
რა არის ბერკეტის ფორმულა?
F1d1=F2d2
რა არის დახრილი სიბრტყის ფორმულა?
mg/Fწევ=L/h
m- მასა
L- დახრილი სიბრტყის სიგრძე
h- დახრილი სიბრტყის სიმაღლე
რა არის ჭოჭონაქი?
ჭოჭონაქი მარტივი მექანიზმია. რომელსაც, ღარიანი ბორბლის ფორმა აქვს. მას სიმძიმეების ასაწევად იყენებენ. თოკს რომლის ერთ ბოლოზე ტვირთია დაკიდებული ჭოჭონაქის ღარზე გადადებენ და მეორე ბოლოთი ეწევიან.
რა არის უძრავი ჭოჭონაქი?
უძრავი ჭოჭონაქი- რომლის ღერძი დამაგრებულია (მაგ.ჭერზე) ამიტომ, ტვირთის აწევისას, ჭოჭონაქი ზევით ქვევით არ მოძრაობს. უძრავი ჭოჭონაქი ძალასა და მანძილში მოგებას არ გვაძლევს მაგრამ, გვაძლევს საშუალებას შევცვალოთ ძალის მოქმედების მიმართულება.
რა არის უძრავი ჭოჭონაქი?
უძრავი ჭოჭონაქი- რომლის ღერძი დამაგრებულია (მაგ.ჭერზე) ამიტომ, ტვირთის აწევისას, ჭოჭონაქი ზევით ქვევით არ მოძრაობს. უძრავი ჭოჭონაქი ძალასა და მანძილში მოგებას არ გვაძლევს მაგრამ, გვაძლევს საშუალებას შევცვალოთ ძალის მოქმედების მიმართულება.
რა არის მოძრავი ჭოჭონაქი?
მოძრავი ჭოჭონაქი- ღერძი დამაგრებული არ არის, ტვირთის ზევით აწევისას ჭოჭონაქიც ზევით მოძრაობს. მოძრავი ჭოჭონაქის დროს, მანძილში ორჯეე ვაგებთ. სამაგიეროდ ძალაში ვიგებთ ორჯერ.