სომატოფორმული აშლილობები Flashcards
რას ნიშნავს ტერმინი სომატიზაცია?
პროცესი, როდესაც ხდება სომატური სიმპტომების
აღმოცენება მათთვის ადეკვატური ორგანული მიზეზების გარეშე.
რას ნიშნავს ტერმინი დისოციაცია?
ჰიპოთეტური მექანიზმია. დისოციაციის დროს
ცნობიერებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პროცესები დანაწევრებული და ფრაგმენტულია.
რას ნიშნავს ტერმინი კონვერსია?
ფროიდის მიერ შემოღებული ტერმინი ისეთი
ჰიპოთეტური მექანიზმის აღსანიშნად, რომლის მეშვეობით ხდება ფსიქოლოგიური სტრესის სომატურ სიმპტომებად გარდაქმნა (ფსიქოლოგიური სტრესი იწვევს სომატურ სიმპტომებს) (ანუ).
რა წარმოადგენს სომატოფორმული აშლილობის განმსაზღვრელ თვისებას?
სომატური დაავადებისთვის დამახასიათებელი ფიზიკური სიმპტომების არსებობა, რომლებსაც თვალსაჩინო ორგანული მიზეზები არ გააჩნიათ. ამასთან, არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ ეს სიმპტომები ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან ან კონფლიქტთან არიან დაკავშირებულნი.
romel aSlilobebs gadafaraven somatoformuli aSlilobebi? (კომორბიდობა)
შფოთვითს და დეპრესიულ
კონვერსიული აშლილობა(აისიდიში დისოციაციური)
მიუთითებს ისეთ მდგომარეობაზე,
რომლის დროსაც პაციენტს აღენიშნება ცალკეული
ნევროლოგიური სიმპტომები, რომელთა ახსნაც რომელიმე ცნობილი პათოლოგიური მექანიზმით ვერ ხერხდება; გარდა ამისა, ამ დროს არსებობს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სტრესორი.
დსმში კონვერსიული აშლილობის 4 ტიპი:
- კონვერსიული აშლილობა მოტორული დარღვევებითა და მოტორული სიმპტომებით: კოორდინაციის ან ბალანსის დარღვევა; პარალიზი (დამბლა) ან ლოკალური სისუსტე; ყლაპვის გაძნელება ან `ყელში ბურთის გაჩხერის~ შეგრძნება; აფონია და შარდის შეკავება.
- კონვერსიული აშლილობა სენსორული დარღვევებითა და სენსორული სიმპტომებით: შეხების ან ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, მხედველობის გაორება, სიბრმავე, სიყრუე და ჰალუცინაციები.
- კონვერსიული აშლილობა გულყრებით ან კონვულსიებით:გულყრები ან კონვულსიები
- შერეული კონვერსიული აშლილობა.
კონვერსიული სიმპტომები მგრძნობიარეა..
სუგესტიის მიმართ
ლა ბელლე ინდიფფერენცე - ლამაზი ინდიფერენტულობა:
კონვერსიული აშლილობების მქონე ადამიანი შეიძლება ნაკლებად წუხდეს თავისი სიმპტომებისა და მათი შედეგების გამო
რას ნიშნავს პირველადი გამორჩენა
ტერმინი `პირველადი გამორჩენა~ იმაზე
მიუთითითებს, რომ ფსიქიკური დისტრესის გარდაქმნაფიზიკურ სიმპტომებად ანუ კონვერსია პაციენტისთვის შვების მომტანია
მეორადი გამორჩენა
გარკვეულ პრივილეგიებსა და მათთვის არასასურველი
პასუხისმგებლობების თავიდან აცილებაში მდგომარეობს
კონვერსიული აშლილობის გავრცელება
100 000 5-12, არ აღემატება 100 000-იდან 50 შემთხვევას
იკურნება თუ არა კონვერსიული აშლილობა?
არ დადასტურდა
კონვერსიული აშლილობის ფსიქოდინამიკური ახსნა:
კონვერსია განმარტებითი ცნებაა, რომელიც მიუთითებს ემოციური დისტრესის გარდაქმნაზე სიმბოლური მნიშვნელობის სომატურ სიმპტომებად.
კონვერსიული აშლილობის ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმი
ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები: თავის ტვინის ფუნქციური ნეიროვიზუალური გამოკვლევებით მიღებული შედეგები ესადაგება მოსაზრებას, რომ შეფერხებულია ინფორმაციის გადაცემა მოძრაობის ინტენციასა და მოძრაობის ინიციაციასთან დაკავშირებულ თავის ტვინის უბნებს შორის
კონვერსიული აშლილობის კოგნიტური ახსნა
ბრაუნი თვლიდა, რომ კონვერსიული სიმპტომები წარმოადგენენ მეხსიერებაში შენახული სიმპტომების ქრონიკული აქტივაციის შედეგს. ეს კი განპირობებულია ამ სიმპტომების გამოვლინებების
მიმართ გადაჭარბებული ყურადღებით.
კონვერსიული აშლილობის კულტუროლოგიური ახსნა
ზოგიერთი ფენომენი, რომელიც დასავლურ ქვეყნებში კლასიფიცირებულია, როგორც კონვერსიული აშლილობა, შეიძლება სხვა ქვეყნების კულტურაში შეპყრობილობის მდგომარეობად იყოს მიჩნეული (იხ. ტრანსი და შეპყრობილობის მდგომარეობა
რომელ სტადიაზე იკურნება სწრაფად კონვერსიული აშლილობები?
ადრეულ
კონვერსიული აშლილობისას პროგნოზის დადებითი პრედიქტორებია:
ავადმყოფობის ხანმოკლე
ისტორია და პაციენტის ახალგაზრდა ასაკი