საქართველოს დაპყრობა საბჭოთა რუსეთის მიერ Flashcards
როდის გახდა ცხადი ის ფაქტი, რომ საქრთველოს დამოუკიდებლობა საბჭოთა რუსეთისგან ვერ მოხერხდებოდა?
1917 წელს ბოლშევიკების მიერ განხორციელებულმა კონტრევოლუციამ ეს ფაქტი ცხადი გახადა.
თუ თავიდანვე ვერ გვარდებოდა რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობასთან, რატომ გამოხატა ეს ყოველივე წლების შემდეგ?
1918-1920 წლებში სამოქალაქო ომის გამო საბჭოთა რუსეთს არ ჰქონდა საშუალება და დრო, რომ ამიერკავკასიაში თავისი პოლიტიკა კვლავ აღედგინა.
რა ხდება სამოქალაქო ომის გამარჯვების შემდეგ ამიერკავკასიაში?
სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება საბჭოთა რუსეთის პოლიტიკა ამიერკავკასიაში. 1920 წელს რუსეთმა დაიპყრო აზერბაიჯანი და სომხეთი. ჩრდილო კავკასიაში უკვე საბჭოთა ხელისუფლებაა საქართველო დიდი საფრთხის ქვეშ აღმჩნდა.
ვინ გადაწყვიტა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის საკითი? რა სახის წვლილი შეიტანა ამ საქმეში მოღალატე სერგო ორჯონიკიძემ?
გადაწყვეტილება ლენინმა მიიღო, სერგო ორჯონიკიძის წილი კი ისაა, რომ საქარტველოს წინააღმდეგ სამხედრო-პოლიტიკურ აქციას უშუალოდ ის გაუძღვა.
აქტიური ძირგამომთხრელნი, ქართველი ბოლშევიკები იყვნენ:
ფილიპე მახრაძე, ბუდუ მდივანი, ვლადიმერ(ლადო) დუმბაძე და შალვა ელიავა.
ვინ უწევდა საქართველოს დაპყრობის საქმეს კოორდინაციას და ვინ აჩქარებდა ამ პროცესს?
იოსებ სტალინი. -რუსეთის ეროვნებათა საქმის სახალხო კომისარი ანუ მინისტრი.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რომელი ორი სახელმწიფო უკავშირდება ერთმანეთს? რა გამოიწვია მათთ აკავშირმა?
თურქეთი და რუსეთი, ანტანტას წვერი სახელმწიფოებისგან თავდაცვაში თურქეთ საბჭოთა რუსეთი ეხმარება. მუსტაფა ქემალიც მადლიერი დარჩა რუსეთს. თურქეთი უკვე მზად არის,ა მ სამხედრო დახმარებისთვის რუსეთს ამიერკავკასია დაუთმოს. ამას მოწმობს უკვე დაპყრობილი სომხეთი და აზერბაიჯანი, საქართველოს წინააღმდგე კი რუსეთშ თურქეთიც გაუერთიანდებოდა.
რა ხდება საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას და ანტანტას წევრ ქვეყნებს შორის?
არ იცავენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. 1918-1920 წლებში, ინგლიის ანტირუსულმა პოლიტიკამ განიცადა მარცხი.
არ იცავს, მაგრამ ამავდროულად ინგლისი საქართველოს რუსეთს უთმობს, რა არის ამის მიზეზი?
ისედაც ეკონომიკურად ზარალ მიყენებულ ინგლისს, სავაჭროდ ესაჭიროება რუსეთი, ამიტომ თავისი ხელით დათმობს საქართველოს. საქართველო მარტოა რუსეთთან.
როდის მიიღო რუსეთის პოლიტიკის ხელმძღვანელობამ საქართველოს დაპყრობის შესახებ გადაწყვეტილება? როგორ ვრცელდება აგრესია? აჯანყების ადგილი?
1921 წლის იანვარში. გადაწყდა, რომ საქართველოში საბჭოთა რუსეთის არმია უნდა შემოსულიყო , ვითომ და საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული საქართველოს მშრომელების დასახმარებლად. ადგილი: ლორეს რაიონი.
რა არის რევკომი და როდის შეიქმნა? ვინ არის თავმჯდომარე?
16 თებერვალს ქართველი ბოლშევიკებისგან შეიქმნა რევკომი იგივე საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომელსაც ფორმულაურად უნდა ეხელმძღვანელა მშრომელთა დასახმარებლად აჯანყებისთვის. თავმჯდომარე არის ფილიპე მახარაძე.
XI არმიამ როდის გადმოლახა საზღვრები და ვეღარ შეძლო აგრესიის დამალვა?
1921 წლის 15 თებერვალს რევკომის თხოვნა საბჭოთა რუსეთისთვის კი 16 თებერვალს გაიგზავნა.
ბრძოლის სქმა, რომ წარმოვიდგინოთ, რა მხრიდან ვგრძნობდით საფრთხეს რუსების შემოტევების ჟამს?
სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდიან ნაწილი მეთერთმეტე არმიისა, პარლელურად გვიტევენ სოჭის რაიონიდან აფხაზეთში და ჩრდილო კავკასიიდან, მამისონი უღელტეხილის გავლით ქუთაისისკენ. ზალები აშკარად უთანასწოროა.
რატომ რთულდება მდგომარეობა, რომელი სახელმწიფო ერთვება საქართველოსა რუსეთის დავაში?
თურქეთმა, ჩვენდა სამწუხაროდ არტაანისა და ართვინის ოლქებში დაიწყო ჯარების შეყვანა. იძულებულებივართ დავტოვოთ ეს ტერიტორია.
რატომ არ იწყებს უშუალოდ ომს საქართველოსთან, რუსეთი?
სტრატეგიულად და დიპლომატიურად ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ თითქოს საქართველოში მშრომელთა აჯანყების ჩახშობას რევკომი უძრვის წინ და მეთერთმეტე არმია უბრალოდ ეხმარება.