ნერვული ბულიმია Flashcards

1
Q

რას ასახავს ტერმინი “ბულიმია”?

A

უკონტროლო, გადაჭარბებული ჭამის ეპიზოდებს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

წარმოადგენს თუ არა ბულიმია ნერვული ანორექსიის “ავისმომასწავებელ მდგომარეობას”?

A

შემთხვევათა დაახლოებით მხოლოდ მეოთხედში

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

ნერვული ბულიმიის ძირითადი ნიშნებია:

A
  1. გადამეტებული ჭამის დაუძლეველი სურვილი;
  2. სხეულის წონის კონტროლის მიზნით უკიდურესი საშუალებების გამოყენება;
  3. სხეულის წონასა და ფორმასთან დაკავშირებული ზეღირებულოვანი იდეები, რომლებიც ნერვული ანორექსიის დროსაც შეინიშნება.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

დსმს მიხედვით ნერვული ბულიმიის ორი ტიპი:

A
  • გაწმენდითი ტიპი

- არაგაწმენდითი ტიპი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

რითი ხასიათდება ნერვული ბულიმიის გაწმენდითი ტიპი?

A

წონის მატების თავიდან ასაცილებლად თვითგამოწვეული პირღებინებით, ლაქსატივების (საფაღარათე საშუალებების) და დიურეტიკების მოხმარებით;

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

რითი ხასიათდება ნერვული ბულიმიის არაგაწმენდითი ტიპი?

A

ამ დროს პიროვნება არ იყენებს ”გამწმენდებს~ წონა-

ში მატების თავიდან ასაცილებლად, არამედ მიმართავს სხვა საშუალებებს, როგორიცაა ინტენსიური ვარჯიში და შიმშილი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

როგორია ბულიმიის მქონე პიროვნების წონა და ქალებში მენსტრუალური ციკლი?

A

ნერვული ბულიმიით დაავადებულ პაციენტებს,
როგორც წესი, ნორმალური წონა აქვთ. ნორმაზე დაბალი წონის მქონე პაციენტები ნერვული ანორექსიის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, რაც შემდგომში მათი წამყვანი დიაგნოზი ხდება. პაციენტების უმრავლესობის მენსტრუალური
ციკლი სავსებით ნორმალურია.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

ბინჯები

A

ბულიმიით დაავადებულ პაციენტებს კვებაზე კონტროლი თითქმის სრულიად დაკარგული აქვთ. ბულემიის ეპიზოდებს შეიძლება წინ უძღვოდეს სტრესი ან პაციენტის მიერვე თავსმოხვეული დიეტის დარღვევა. ეს ეპიზოდები ზოგჯერ შეიძლება დაგეგმილიც იყოს. ბულიმიის ეპიზოდის დროს პაციენტი დიდი რაოდენობით იღებს საკვებს,
თითო კვებაზე დაახლოებით 2000 კკალ-ზე მეტი ოდენობის. მაგ., პაციენტმა ერთ კვებაზე შეიძლება შეჭამოს ერთი პური, ტორტი, ერთი ქილა მურაბა და ა.შ. ასეთი გაუმაძღრობა მაშინ იჩენს თავს, როდესაც პიროვნება მარტო იმყოფება. ჭამის დაწყებისას ჩნდება დაძაბულობის მოხსნის განცდა, მაგრამ განტვირთვის განცდას მოჰყვება სინანული და ზიზღი საკუთარი თავის მიმართ. პაციენტმა შეიძლება ხელოვნურად გამოიწვიოს პირღებინება ან მიიღოს ლაქსატივები. დღის მანძილზე ბულიმიისა და გაწმენდის
ეპიზოდების მონაცვლეობა მრავალჯერ შეიძლება
განმეორდეს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

რომელ კვებით აშლილობაშია უფრო გამოხატული დეპრესიული სიმპტომები?

A

ნერვული ბულიმიის დროს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

ბულიმია და დეპრესია

A

პაციენტების დიდი ნაწილის მდგომარეობა აკმაყოფილებს მძიმე დეპრესიის კრიტერიუმებს. დეპრესიის სიმპტომები, როგორც წესი, იხსნება
კვებითი აშლილობის გამოსწორებასთან ერთად. იშვიათად გვხვდება მძიმე და პერსისტენტული დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტები, რომლებიც ანტიდეპრესანტებით მკურნალობას საჭიროებენ.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

ბულიმია და ფიზიკური ჯანმრთელობა…

A

ხშირი პირღებინება იწვევს მრავალ გართულებას; კერ-
ძოდ, კალიუმის დონის დაქვეითებას, რაც საკმაოდ სერიოზული დარღვევაა და იწვევს სისუსტეს, გულის არითმიას და თირკმლების დაზიანებას. იშვიათად ჩნდება საშარდე სისტემის ინფექციები, ტეტანია და ეპილეფსიური კრუნჩხვები. კუჭის მჟავე შიგთავსის ზემოქმედების გამო კბილებზე ჩნდება სახასიათო ღრმულები, რომლებსაც სტომატოლოგი ადვილად სცნობს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

ნერვული ბულიმიის გავრცელების ხარისხი

A

დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ 16-დან 40 წლამდე ასაკის ქალებში ნერვული ბულიმიის გავრცელების ხარისხი დაახლოებით 1%-ს შეადგენს. ეს რიცხვი მამაკაცების შემთხვევაში, სულ ცოტა, ათჯერ ნაკლებია. ნერვული ბულიმია გვხვდება მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

ნერვული ბულიმიის დასაწყისი და მიმდინარეობა

A

ნერვული ბულიმია თავს იჩენს გვიანი მოზარდობის ასაკში (ე.ი. რამდენიმე წლით გვიან, ვიდრე ნერვული ანორექსია). ის, როგორც წესი, თან ახლავს იმ პერიოდს, როდესაც ადამიანი წუხს საკუთარი სხეულის წონისა და ფორმის გამო. პაციენტთა მეოთხედს ანამნეზში აღენიშნება ნერვული ანორექსიის ეპიზოდი. ჩვეულებრივ, დაავადების საწყისი პერიოდი
ხასიათდება დიეტური შეზღუდვებით, რასაც მოგვიანებით (უფრო ხშირად 3 წლის განმავლობაში), ენაცვლება გადამეტებული ჭამის ბევრად ხშირი ეპიზოდები. გადამეტებული ჭამის გახშირებას მოჰყვება სხეულის წონის დაბრუნება ნორმალურ საზღვრებში. გარკვეულ სტადიაზე, გადამეტებული
ჭამის კომპენსაციის მიზნით, იწყება პირღებინების
თვითგამოწვევა და ლაქსატივების ბოროტად გამოყენება, რასაც შედეგად ჭამაზე კონტროლის დაკარგვა მოჰყვება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

ნერვული ბულიმიის რისკ-ფაქტორებია:

A
  1. მშობლების ფსიქიკური აშლილობა: დეპრესია, მედიკამენტებზე დამოკიდებულება
  2. ბავშვობისდროინდელი გამოცდილებები: სექსუალური ძალადობა
  3. ანორექსიისგან განსხვავებით არსებოსბ ისეთი ფაქტორები, რომლებიც უბუძგებენ პაციენტს დიეტისაკენ:სიმსუქნე, მშობლების სიმსუქნე
  4. გენეტიკური
  5. 5-ჰტ ნეიროტრანსმისია
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

ნერვული ბულიმია მიმდინარეობა და გამოსავალი

A

კლინიკური შემთხვევების საშუალო ხანგრძლივობა
დაახლოებით 5 წელია, რაც ამ ქვეჯგუფში აშლილობის
ქრონიკული მიმდინარეობის მაჩვენებელია. ზოგადად, დაავადების გამოსავალი საკმაოდ განსხვავებულია. ფაქტებზე დამყარებული მტკიცებულებების მიხედვით, აშლილობის მწვავე ფორმა ქრონიკულში გადადის. ამგვარად, 5-10 წლის შემდეგ, 1/3-დან ½-მდე პაციენტებს ისევ აღენიშნებათ კლინიკურად გამოხატული კვებითი აშლილობა, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ატიპიური ფორმით

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

ნერვული ბულიმია და ლეტალობა

A

ნერვული ბულიმიის ლეტალობის მაჩვენებელი, ნერვულ ანორექსიასთან შედარებით, დაბალია, მაგრამ არის თუ არა ის მომატებული საერთო პოპულაციასთან მიმართებაში, გაურკვეველია. ასეა თუ ისე, ნერვული
ბულიმია მტკიცედ არის ასოცირებული დეპრესიასა და იმ მედიკამენტების ავადმოხმარებასთან, რომლებიც საკმაოდ მაღალი ლეტალობის მაჩვენებლებით ხასიათდებიან. პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება
ორსულობის პერიოდში, ხოლო ორსულობის შემდეგ ვითარდება რეციდივი. არ არსებობს დაავადების მიმდინარეობისა და პროგნოზის დამაჯერებელი წინაპირობა, თუმცა, სიმსუქნე ბავშვობის ასაკში და დაბალი თვითშეფასება, როგორც წესი, ასოცირებულია არაკეთილსაიმედო გამოსავალთან

17
Q

ბულიმია და მკურნალობა

A

წ სადღეისოდ ნერვული ბულიმიის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიჩნეულია სპეციფიკური კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, რომელიც ფოკუსირებულია იმ ქცევისა და აზრების შეცვლაზე, რომლებიც ხელს უწყობენ კვებითი აშლილობის შენარჩუნებას.
წ ამ ფორმის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით
მკურნალობისას პაციენტების 1/3-დან 1/2-მდე სრულ და მყარ გამოჯანმრთელებას აღწევს.
წ ანტიდეპრესანტებით მკურნალობა (მაგ., სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორის გამოყენება) ამცირებს უკონტროლო ჭამას და, აქედან გამომდინარე, გამწმენდების გამოყენების სიხშირესაც; აუმჯობესებს პაციენტის გუნებ-განწყობას, თუმცა, კოგნიტურ-ბიჰევიორულ
თერაპიასთან შედარებით, მისი ეფექტი სუსტია
და შედეგიც შეიძლება მყარი არ იყოს.
წ კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიისა და ანტიდეპრესანტებით მკურნალობის კომბინაცია, ცალკე ჩატარებულ ფსიქოლოგიურ მკურნალობასთან შედარებით, არ აჩვენებს აშკარა უპირატესობას.
წ ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია, შესაძლოა, ისეთივე ეფექტური აღმოჩნდეს, როგორიც კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიაა, მაგრამ მის ჩატარებას მეტი დრო სჭირდება.
წ მარტივი, თვითდახმარებითი მკურნალობა შეგვიძლია საწყის სტადიებზე გამოვიყენოთ, მაგრამ, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში ის უშედეგოა.

18
Q

დაუზუსტებელი კვებითი აშლილობებია:

A

DშM-IV-ისა და IჩD-ის მიხედვით, დაუზუსტებელი კვებითი აშლილობები მწვავე კლინიკური მიმდინარეობის დაავადებებია, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ნერვული ანორექსიისა და ნერვული ბულიმიის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს. მაგ. უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა

19
Q

ნერვული ანორექსიისა და ბულემიის რამდენ შემთხვევაში გვხვდება კვების ატიპური აშლილობა?

A

შემთხვევათა ნახევარში

20
Q

მკურნალობის რა სქემებს მიყვებიან დაუზუსტებელი კვებითი აშლილობების მკურნალობისას?

A

კლინიცისტებს რეკომენდებული აქვთ, მიჰყვნენ
ნერვული ანორექსიის მკურნალობის სქემას დაბალი წონის პაციენტებთან და ნერვული ბულიმიის მკურნალობის სქემას, უპირატესად, უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს

21
Q

უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა:

A

მას ახასიათებს განმეორებითი ბულიმიური ეპიზოდები, თუმცა, ნერვული ბულიმიისაგან განსხვავებით, ამ დროს პაციენტი არ მიმართავს პირღებინებასა და გამწმენდ საშუალებებს. პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ დეპრესიული
სიმპტომები და ჰქონდეთ უკმაყოფილების განცდა
საკუთარი სხეულის წონისა და ფორმის გამო, თუმცა, ეს უკანასკნელი, ნერვულ ბულიმიასთან შედარებით, ნაკლებად მწვავედაა გამოხატული.

22
Q

რის განვითარებასთანაა დაკავშირებული უკონტროლო კვებითი აშლილობა?

A

ფსიქიკური აშლილობებისა და ჭარბწონიანობის(25%)

23
Q

როდის იწყება უკონტროლო კვებითი აშლილობა

A

ბულიმიაზე შედარებით უფრო გვიან

24
Q

უკონტროლო კვებითი აშლილობა და სქესი:

A

მეოთხედს მამაკაცები შეადგენენ

25
Q

სხვა კვებითი აშლილობებისგან განსხვავებით უკონტროლო კვებითი აშლილობა…

A

ხასიათდება სპონტანური რემისიის მაღალი სიხშირით

26
Q

რომელ მკურნალობის მეთოდებს ემორჩილება ადვილად უკონტროლო კვებითი აშლილობა?

A

კბთ-ს და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორის ანტიდეპრესანტებით მკურნალობას

27
Q

როგორი მდგომარეობაა გაცხიმოვნება?

A

გაცხიმოვნება არის მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს სხეულის ჭარბი ცხიმიანობა. გაცხიმოვნების დიაგნოზი მაშინ დაისმის, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (სმი = სხეულის წონა(კგ)/სიმაღლე(მ2) აღემატება 30-ს. (ბრიტანეთი 20%)

28
Q

გაცხომოვნება - ლეტალობა

A

გაცხიმოვნება ასოცირებულია ლეტალობის მაღალ
მაჩვენებელთან, ხოლო მძიმე შემთხვევებში (სმი >40) 25-35 წლის ასაკობრივ პოპულაციაში ეს მაჩვენებელი 12-ჯერ იზრდება. ითვლება, რომ ყოველწლიურად აშშ-ში 300 000 ლეტალური შემთხვევის მიზეზი გაცხიმოვნებაა, რის გამოც ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, პრევენციის თვალსაზრისით,
თამბაქოს მოხმარების შემდეგ, რიგით მეორე პრობლემას წარმოადგენს

29
Q

გაცხიმოვნების ფაქტორები:

A
  1. გენეტიკური
  2. სოციალური
  3. მაღალკალორიული საკვების მიღება
  4. არასაკმარისი ვარჯიში
  5. ემოციური ფაქტორები
30
Q

წონის მატებასთან ასოცირებული პრეპარატებია:

A

ანტიდეპრესანტები: ამიტრიპტილინი, იმიპრამინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ფენელზინი
ანტიფსიქოზური აგენტები: ქლორპრომაზინი, ქლოზაპინი, ოლანზაპინი, ქვეტიაპინი
გუნებ-განწყობის სტაბილიზატორები: ლითიუმი, ვალპროატი

31
Q

ჭარბწონიანობის პრობლემა ყველაზე მეტად აწუხებს…

A

მაღალი და საშუალო სოციო-ეკონომიკური კლასის თინეიჯერ და ახალგაზრდა ქალებს აწუხებთ.

32
Q

მსუქანი ადამიანების ფსიქოპათოლოგიის დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ…

A

მათ საკუთარ სხეულზე დამახინჯებული
წარმოდგენა აქვთ, საკუთარ თავს გროტესკულად აღიქვამენ და სწამთ, რომ გარშემო მყოფი პირები აგდებულად უყურებენ მათ. ეს დარღვევა დაკავშირებულია გარკვეული სახის თვითცნობიერებასთან და სოციალურ შეზღუდვებთან.
ის აღენიშნება მსუქანი ადამიანების მხოლოდ მცირე
ნაწილს, რომელსაც ბავშვობიდან ჭარბი წონა და დაბალი თვითშეფასება ახასიათებს

33
Q

ჭარბწონიანობის მკურნალობა:

A

ადექვატური მიზნების დასახვა

  • ქცევის მოდიფიკაცია
  • ფარმაკოლოგიური საშუალებები
  • ქირურგიული
34
Q

ფსიქოგენური პირღებინება

A

ფსიქოგენური პირღებინება ქრონიკული და ეპიზოდური პირღებინებაა, რომელსაც არ აქვს ორგანული მიზეზები.ჩვეულებრივ, იწყება ჭამის შემდეგ და მას არ ახლავს გულისრევის შეგრძნება.

35
Q

ფსიქოგენური პირღებინება გავრცელებულია…

A

ფსიქოგენური პირღებინება უფრო ხშირად აქვთ ქალებს, ვიდრე მამაკაცებს და ვლინდება ახალგაზრდა და საშუალო ასაკში.

36
Q

რეკომენდირებული მკურნალობა ფსიქოგენური პირღებინებისას…

A

ფსიქოთერაპია და ბიჰევიორული თერაპია.