მჟავები Flashcards
მჟავა არის
რთული ნივთიერება, რომელიც შედგება მეტალის ატომით ჩანაცვლების უნარის მქონე წყალბადის ატომის და მჟავური ნაშთისაგან. წყალბადის ასეთ ატომს მჟავური წყალბადი ეწოდება
ყველა მჟავას ფორმულა იწყება
წყალბადით (H)
მჟავური წყალბადის ატომები განაპირობებენ მჟავათა საერთო თვისებებს:
აქვთ მჟავე გემო, ფერს უცვლიან ინდიკატორებს,
მჟავას ხსნარში იისფერი ლაკმუსი
წითლდება
მჟავას ხსნარში უფერო ფენოლფტალეინი ფერს
არ იცვლის
მჟავას ხსნარში მეთილნარინჯი ხდება
ვარდისფერი
მჟავას მოლეკულაში მჟავა წყალბადის ატომთა რიცხვის მიხედვით განასხვავებენ:
ერთ ფუძიან, ორ ფუძიან და სამ ფუძიან მჟავებს
მჟავების მოლეკულათა შედგენილობიდან ჩანს, რომ
ზოგიერთი მჟავა ჟანგბადს შეიცავს, ზოგიერთი კი-არა.
მჟავას, რომლის მჟავური ნაშთიც ჟანგბადს შეიცავს, ეწოდება
ჟანგბადიანი მჟავა
ჟანგბადიანი მჟავებია:
H2SO3 , H3PO4 , H2SO4 , H2SiO3 , და სხვა
უჟანგბადო მჟავა ეწოდება
მჟავას, რომლის მჟავური ნაშთიც არ შეიცავს ჟანგბადს
მჟავა, ისეთ ელექტოროლიტია, რომელიც დისოციაციის შედეგად
კატიონების სახით წარმოქმნის მხოლოდ წყალბადის იონებს