ატომის აღნაგობა და პერ.სისტემა Flashcards
ატომი შედგება
დადებითად დამუხტული ატომბირთვისა და მის გარშემო მოძრავი ელექტრონებისაგან.
ატომბირთვი თავის მხრივ შედგება
პროტონებისა და ნეიტრონებისაგან
პროტონი არის
დადებითად დამუხტული ნაწილაკი, მას მცირე მასა აქვს და აღინიშნება p-ით
ნეიტრონს არ გააჩნია
მუხტი, მასა კი დაახლოებით პროტონის მასის ტოლია
ელექტრონი არის
უარყოფითად დამუხტული ნაწილაკი.
ელექტრონი ზომით
ძალიან მცირეა, ის 1837-ჯერ ნაკლებია პროტონის მასაზე, აღინიშნება e-ით
ატომი ნეიტრალურია იმიტომ რომ
მასში პროტონებისა და ელექტრონების თანაბარი რიცხვია
ამა თუ იმ ატომთა არსებობისათვის განმსაზღვრელია
პროტონის რიცხვი
ქიმიური ელემენტი ეწოდება
ატომთა სახეობას, რომელსაც პროტონების ერთ და იგივე რიცხვი და შესაბამისად ატომბირთვის ერთნაირი მუხტი აქვს
პროტონების რიცხვის შეცვლით იცვლება
ელემენტი
ელემენტები პერიოდულ სისტემაში განლაგებულია
ატომბირთვის მუხტის ზრდის მიხედვით
რიცხვს რომელიც გვიჩვენებს პროტონების რაოდენობას ელემენტის ატომში და , ამრიგად მის ადგილს პერიოდულ სისტემაში ეწოდება
ატომური ნომერი
ატომური ნომერი აღინიშნება
Z-ით
ატომური ნომერი გვიჩვენებს:
ატომში პროტონების რიცხვს, ატომბირთვის მუხტს და ელექტრონების რიცხვს.
ბირთვში პროტონებისა და ნეიტორნების ჯამს ეწოდება
მასური რიცხვი