თავის ტვინის პათოლოგიასთან დაკავშირებული სიმპტომები Flashcards
რა კლინიკური სინდრომები შეიძლება განვითარდეს შუბლის წილის დაზიანებისას?
- პიროვნება შეიძლება იყოს ზედმეტად განმუხრუჭებული, იღებდეს არასწორ გადაწყვეტილებებს
- შეიძლება იყოს უინიციატივო, აპათიური, აბულიური, ჰქონდეს მოძრაობებიდა მოქმედებების შესრულების სირთულე
- შეიძლება ახასიათებდეს ობსესიები, კომპულსიები, პერსევერაცია
რას განსაზღვრავს შუბლის წილი?
პიროვნულ თვისებებს, გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ა.შ.შ.შ.
რა არის უტილიზაციური ქცევა?
გარშემო ობიექტები ადამიანში აღძრავენ მათი დანიშნულებისამებრ გამოყენების უნებლიე სურვილს
დომინანტური შუბლის წილის დაზიანება, რომელიც ბროკას არეს მოიცავს განაპირობებს?
ექსპრესიულ დისფაზიას
მოტორული კორტექსის დაზიანება იწვევს…
კონტრალატერალურ ჰემიპარეზს
რა არის ანოსმია?
is inability to perceive odor or lack of functioning olfaction
რომელ აშლილობაში შეიძლება აგვერიოს თხემის წილის დაზიანების დროს განვითარებული სიმპტომები?
კონვერსიულ აშლილობაში
რა სიმპტომები ვითარდება არადომინანტური თხემის წილის დაზიანებისას?
სივრცით-მხედველობითი დარღვევები, კონტრალატერალური სივრცის უგულებელყოფით, კონსტრუქციული და ჩაცმის აპრაქსია
რა სიმპტომები გვხვდება დომინანტური თხემის წილის დაზიანებისას?
რეცეპტული დისფაზია, კიდურების აპრაქსია, სხეულის სქემის დარღვევები(სომატოაგნოზიაბი), მარჯვენამარცხენაში ორიენტაციის დარღვევა, თითების აგნოზია, აგრაფია, დისკალკულია, კონტრალატერალურად მგრძნობელობის დაკარგვა, ასტერეოგნოზია, აგრაფესთეზია, შეიძლება პარეზი ან კვადრანტოპია
რა არის ანიზოგნოზია და როდის ვითარდება?
ნევროლოგიური დეფიციტის უარყოფა, ვითარდება თხემის წილის დაზიანებისას
რა ახასიათებს ტემპორალურ დაზიანებას?
შეიძლება პიროვნული ცვლილებები, ქცევითი დარღვევები(ფრონტოტემპირალური დემენცია), მეხსიერების დარღვევა, მეტყველება
რას იწვევს საფეთქლის წილის(ჰიპოკამპი) მარცხენამხრივი მედიალური დაზიანება?
ვერბალური მეხსიერების დარღვევებს: სემანტიკური და რეცეპტული დისფაზია… ფსიქოზური სიმპტომები
რას იწვევს მარჯვენამხრივი მედიალური საფეთქლის წილის დაზიანება?
მეხსიერების არავერბალურ(სივრცით) ასპექტებს, აფექტური სიმპტომების განვითარება
რა სახის ჰალუცინაციები ვითარდება ოციპიტალური წილის მხედველობასთან დაკავშირებული დაზიანებისას?
- პოლიოპია
- პალინოფსია
- მეტამორფოფსია
ჰალუცინაცია, რომლის დროსაც პიროვნება ერთ საგანს რამდენიმე საგნად აღიქვამს?
პოლიოპია
ჰალუცინაცია, რომლის დროსაც პიროვნება ხედავს საგანს მისი მხედველობის არიდან გაქრობის შემდეგაც კი…
პალინოფსია
რა არის მეტამორფოფსია?
ჰალუცინაცია, როდესაც რეალური საგნების ფორმები და ზომები დარღვეულია
პარიეტარული, ტემპორალური და კეფის წილის დაზიანებისას შეიძლება განვითარდეს…
ვიზუალური დეზორიენტაცია, სიმულტანაგნოზია, პროზოპაგნოზია
რა ეწოდება სინდრომს, როდესაც პაციენტი ვერ ხედავს კეფის წილის დაზიანების გამო, მაგრამ უარყოფს თავის სიბრმავეს?
ანტონის სინდრომი
კორძიანი სხეულის დაზიანების დროს ვითარდება:
ინტელექტუალური დაქვეითება, “გახლეჩილი ტვინის” ფენომენი
თალამუსი და ბაზალური განგლიის დაზიანება იწვევს…
მეხსიერების, მეტყველების, გუნებგანწყობის ცვლილებებს და ინცირების პრობლემებს
რეტიკულარული ფორმაციის დაზიანება…
ქცევითი დარღვევები, ამნეზიური სინდრომი, ჰიპერსომნია, აკინეტიკური მუტიზმი(ფხიზელი კომა)
მუზელი - 5 ქსელი:
- მარჯვენა ნახევარსფერო სივრცითი შეცნობა, პარიეტალური კორტექსი და მხედველობის ველები
- მარცხენა მეტყველება, ბროკა ვერნიკე
- მეხსიერება, ემოცია - ლიმბური სისტემა
- მუშა მეხსიერება, აღმასრულებელი ფუნქციები - პრეფრონტალური და პარიეტალური
- სახეებისა და საგნების ცნობის ქსელი, ტემპორალური, პარიეტალური, ოციპიტალური ქერქი
რა შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოდისტროფიამ?
შიზოფრენიისმაგვარი მდგომარეობა
რა არის ლეიკოდისტროფია?
თეთრი ნივთიერების დეგენერაცია
რის ალბათობას ზრდის თეთრი ნივთიერების მრავლობითი ფოკალური დაზიანება?
აფექტური აშლილობებისა და დემენციის განვითარების რისკს
მეხსიერების ყველაზე ბაზისური დაყოფა:
- იმპლიციტური, პროცედურული
- ექსპლიციტური, დეკლარაციული
ექსპლიციტური მეხსიერება იყოფა:
- ეპიზოდური
- სემანტიკური
მეხსიერება ხანგრძლივობის მიხედვით:
- ხანმოკლე
- ხანგრძლივი
ეპიზოდური მეხსიერება მოიცავს:
- ანტეროგრადულ
- რეტროგრადულ კომპონენტებს
რა სტრუქტურებით რეგულირდება ეპიზოდური მეხსიერება?
ჰიპოკამპი, ამიგდალა, სარტყლისებური ხვეული, მამილარული სხეულები, თაღი…
რა ქსელით რეგულირდება სემანტიკური მეხსიერება?
რომელიც მეტყველების უბნებს გადაფარავს, მარცხენა ნახ.