დელირიუმი Flashcards
რა არის ის პირველი ნიშნები, რომლებიც დელირიუმზე მიუთითებენ?
- ფსიქიკური ფუნქციების შენელება
- ყურადღების გადანაცვლება
- აღქმის პათოლოგია
- დღეღამური ციკლის დარღვევ
რა არის დელირიუმის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი თვისება?
ცნობიერების გლობალური გაუარესება, გაბრუებიდან კომამდე, რაც იწვევს გარე მოვლენების აღქმისა და მათ მიმართ ყურადღებისა და სიფხიზლის დაქვეითებას, დროსა და ადგილში დეზორიენტაციას
ქცევა დელირიუმის დროს…
ზოგი გაღიზიანებულია, ჰიპერაქტიურია და ფსიქოზური ნიშნები აქვს, ზოგი კი შენელებულია და პერსევერაციები აღენიშნება…ასევე აღენიშნებათ უმიზნო, განმეორებადი ქცევა
აზროვნება დელირიუმის დროს…
შენელებული და აბნეული… აზრის გაგება შესაძლებელია, ასებე შეიძლება იყოს დამოკიდებულების იდეები და ბოდვები(უპ. დევნის), თუმცა ნაკლებად ჩამოყალიბებული
დელირიუმის დროს აღქმა…
შეცვლილია, დამახასიათებელია ილუზიები, ცრუ შეცნობები (ზოგჯერ ფანტასტიკური შინაარსის) ან ვიზუალური ჰალუცინაციები, ტაქტილური და სმენითი ჰალუცინაციები, დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია
ემოციები დელირიუმის დროს…
დეპრესია, შფოთვა, ემოციური მერყეობა, შეიძლება შეშინებული და დაბნეული იყოს -confusion!
ყურადღება დელირიუმის დროს…
დარღვეულია მიმდინარე მოვლენების ფიქსაცია, ყურადღების სწრაფი გადანაცვლება
დელირიუმის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
წამლები: ალკოჰოლი, ლითიუმი, ოპიატები..
სამედიცინო მდგომარეობები: უკმარისობა, ჰიპო-ჰოპერგლიკემია, პოსტოპერაციული ჰიპოქსია, თიამინის დეფიციტი
ნევროლოგიური დაავადებები: ეპილეფსია, ქალატვინის ტრამვა, სიმსივნეები, ენცეფალიტი, ცერებრული ჰემორაგია
სხვა: ყაბზობა, ფაღარათი, ტკივილი, სენსორული დეპრივაცია
რა ზრდის დელირიუმის რისკს?
ხანდაზმული ასაკი, ზოგადი სისუსტე, არსებული სომატური ან ნევროლოგიური დაავადებები
რომელია პირველი არჩევის წამლები დელირიუმისას?
ანტიფსიწოზური: ჰალოპერიდოლი
დელირიუმი უვითარდება თერაპიულ და ქირურგიულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების…
15-30%
დელირიუმის პროგნოზი დამოკიდებულია..
გამომწვევ მიზეზზე
დელირიუმი უფრო ხშირად უვითარდებათ
ხანდაზმულ პირებს, რომლებსაც `შეზღუდული ცერებრული უნარები~ ან დემენცია აქვთ.
დელირიუმის პროგნოზი
ძირითადად, პაციენტები მალე გამოდიან მდგომარეობიდან, ხოლო შემთხვევათა 25% სამი თვის მანძილზე ლეტალურად მთავრდება.