საქართველო და მისი მეზობლები III-VII საუკუნეებში Flashcards
რომელმა სოციალურ-რელიგიურმა მოძრაობამ შეძრა სასანიანთა ირანი V-VI საუკუნეების მიჯნაზე?
მაზდაკელთა
რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის დროს ილაშქრა ჰერაკლე კეისარმა კავკასიაში?
ირანი
გუბაზ მეფემ, ირანის შაჰს თხოვნით მიმართა, რომ
დახმარებოდა ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლაში,სანაცვლოდ კი შავ ზღვაზე გასასვლელს დაჰპირდა
მარზპანი იყო
ირანელების მიერ დანიშნული მოხელე ქართლში
რა იყო სომხეთის დედაქალაქი თრადატ III-ის (III-IVსს) დროს?
ვაგარშაპატი
რატომ ეხმარება ჰერაკლე კეისარს კონსტანტინოპოლის პატრიარქი სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში?
წმ.ჯვრის იერუსალიმში დაბრუნების გამო
რომელ წელს მოხდა ნიკას აჯანყება და სად?
532 წ კონსტანტინოპოლში
სხვა მიზეზებთან ერთად, რით იყო გამოწვეული ირანის დათმობანი და ბიზანტიის შედარებითი პასიურობა საქართველოს მიმართ V საუკუნეში?
ბიზანტიაში გამუდმებით მიმდინარეობდა ბრძოლები მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის, ხოლო ირანს თავს ესხმოდნენ ჰუნები
დაალაგეთ მოვლენები ქრონოლოგიურად(უძვ-უახ) 1)ნისიბისის მეორე ზავი 2)შაჰ-პეროზის გარდაცვალება 3)ირანის მიერ სომხეთში მეფობის გაუქმება
1,3,2 ნისიბისის II ზავი-363 წელს ,სომხეთში მეფობის გაუქმება-428 წელს ,შაჰ-პეროზის გარდაცვალება-484 წელს
რომელი დინასტიის წარმომადგენელია ვახტანგ I “გორგასალი”?
ხოსროიდების
რომელ წელს ებრძოდა ქართველთა, სომეხთა და ჰუნებთა გაერთიანებული ძალები ირანს (ვახტანგ გორგასლის დროს)?
483 წელს
როგორი იყო ძალთა უპირატესობა ეგრისის “დიდი ომიანობის” პერიოდში?
უპირატესობა იხრებოდა იმ მხარეს, რომელსაც ეგრისი დაიჭერდა
რომელ წელს გააუქმა ირანმა ქართლში მეფობა?
523 წელს
რომელი მეფის ოქროს მონეტებია გამოსახული სურათზე?

იუსტინიანე I-ის
ვისთვის იყო უფრო მომგებიანი ირანსა და ბიზანტიას შორის დადებული ორი “საუკუნო ზავი”?
ორივე ბიზანტიისთვის
ვისი ინიციატივით დაიხვეწა რომაული სამოქალაქო სამართალი და ჩამოყალიბდა ახალი სახით?
იუსტინიანე I-ის
რომელ წელს დაიდო პირველი “საუკუნო ზავი” ირანსა და ბიზანტიას შორის?
532 წელს
როდის გააუქმა სასანიანთა ირანმა მეფობა სომხეთში?
428 წელს
სად არის ნაპოვნი სურათზე გამოსახული ოქროს სამკაულები ერისთავთა სამარხებიდან?

არმაზის ხევში
სად მოკლეს ბიზანტიელებმა გუბაზ მეფე?
მდ. ხობისწყალთან
რომელ საუკუნეში გაბატონდა ირანში სასანიანთა დინასტია?
III
როდის მოაკვლევინა ვახტანგ გორგასალმა ურჩი დიდაზნაური, ვარსქენ პიტიახში? (ეს ნიშნავდა ქართლის აჯანყებას ირანისადმი)
482 წელს
დაახლოებით რამდენ წელს გასტანა ბიზანტიასა და ირანს შორის დადებულმა “საუკუნო ზავმა”?
10 წელიც არა
სპარსელების მიერ ქართლში დასმულ მმართველს ეწოდებოდა: (საუბარია III-VII საუკუნეების საქართველოზე)
მარზპანი
ვისი დამსახურება იყო, რომ მცირეწლოვანი ვახტანგ გორგასალი ავიდა ტახტზე, მაშინ, როდესაც ქართლს მეფობის გაუქმების საფრთხე რეალურად ემუქრებოდა?
დედის
ვინ არის გამოსახული სურათზე?

იუსტინიანე I
როდესაც ირანელები მოდიოდნენ ქართლში ვახტანგ გორგასალთან საბრძოლველად, მათ ინფორმაცია მოუვიდათ შაჰ პეროზის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვისთან ბრძოლაში გარდაიცვალა იგი?
ჰუნებთან
როდის დაიწყო “დიდი ომიანობა ეგრისში”?
542 წელს
ვის შრის მიმდინარეობდა “ეგრისის დიდი ომი”
ბიზანტიასა და სასანიდთა იმპერიას შორის. ეგრისის (ლაზიკის) ტერიტორიაზე მიმდინარეობდა
ვინ იყო ქართლის პირველი კათალიკოსი? ✝
პეტრე
ეგრისში მიმდინარე “დიდი ომიანობის” დროს, რატომ გადავიდა მეფე გუბაზი ბიზანტიელების მხარეს?
ირანმა თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა
⚔ ეგრისში მიმდინარე “დიდი ომიანობის” დროს, ვინ და რატომ მოკლა გუბაზ მეფე? ⚔
ბიზანტიელმა სარდლებმა, რადგან მეფე მათ თავიანთი უნიათო საქმიანობის გამო ბიზანტიის მეფესთან ჩივილს აპირებდა
ვინ მოაპოვებინა საქართველოს (ქართლის) ეკლესიას ავტოკეფალია?
ვახტანგ გორგასალმა
ვინ იყო ხაზარების მეთაური, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თბილისის აღებაში VII საუკუნეში? 😡
ჯიბღუ ხაკანი
რომელი იმპერიის ქრონოლოგიური ჩარჩოა მოცემული?
III-VII საუკუნე
სასანიანთა ირანის
რომელ წელს დაიდო ნისიბინის მე-3 ზავი და როგორ გადანაწილდა ტერიტორიები?
387წ-
დასავლეთი - რომს ერგო,
აღმოსავლეთი - ირანს
რამდენ ფენად იყო დაყოფილი მოსახლეობა სასანიდურ ირანში?
4
რომელ საეკლესიო პირთან ქონდა ვახტანგ გორგასალს კონფლიქტი? (მან მეფეს კბილიც კი ჩამოუმტვრია)
მიქაელ ეპისკოპოსთან
ვინ მოიხმო ჰერაკლე კეისარმა დამხმარედ 627-628 წლებში თბილისის ასაღებად?
ხაზარები
რომელმა დიდაზნაურმა შეიცვალა რელიგია შაჰ პეროზის დროს?
ვარსქენ პიტიახშმა
გუბაზ მეფის მკვლელობის შემდეგ, ეგრისელები დაიბნენ, ბიზანტიას უნდა მიმხრობოდნენ, თუ ირანს. ამისთვის კრება გამართეს. რომელი ორი ორატორი დაუპირისპირდა ერთმანეთს ურთიერთსაპირისპირო აზრის დაცვაში?
აიეტი და ფარტაძი
ვისი საყვარელი ფრაზა იყო: “იმპერატორს არასდროს სძინავს”?
იუსტინიანე I-ის
ვის სახელს უკავშირდება სასანიანთა ირანის “ოქროს ხანა”?
ხოსრო I სასანიდი