II თემა Flashcards
რა განასხვავებს ემოციების ევოლუციურ თეორიას სხვა თეორიებისგან?
მის ფარგლებში განიხილება არა მხოლოდ ემოციების გამოწვევისა და დიფერენცირების (პროქსიმალური ახსნა) ან მხოლოდ მათი ონტოგენური განვითარების (დისტალური ახსნა) საკითხები, არამედ საკითხი ემოციების დანიშნულების, მათი ფუნქციის შესახებაც.
რა იყო დარვინის მიზანი?
აეხსნა ემოციის გარე გამოხატულების, განსაკუთრებით სახის კუნთების დიფერენცირებული სტრუქტურის არსი, მისი დანიშნულება და რა აზრი შეიძლება ჰქონდეს შეტყობინებას შინაგანი მდგომარეობის შესახებ იგივე სახეობის წარმომადგენელთათვის.
სერ ჩარლს ბელი (1806) თვლიდა….
ემოციის გამოხატვა ადამიანისთვის ღმერთისაგან ბოძებული უნარია, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ გააჩნია.
დარვინის აზრით ემოცია მხოლოდ ადამიანური უნარია?
დარვინი თვლიდა, რომ ემოციის გარე გამოხატულება მხოლოდ ადამიანური უნარი კი არ არის, არამედ უნარია, რომელიც ცხოველიდან ადამიანამდე თანდათან და უწყვეტად ვითარდება.
რა არის ანთროპომორფიზმი?
ადამიანის თვისების გავრცელება ბუნების მოვლენებსა და საგნებზე.
ემოციის გარე გამოხატულების ანალიზის საფუძველზე დარვინი მივიდა დასკვნამდე, რომ ის სამი პრინციპის მიხედვითაა ორაგანიზებული:
მიზანშეწონილად დაკავშირებული ჩვევები~,
დაპირისპირებულობა~ და `კონსტიტუციური აგზნება~
რას გულისხმობს, პირველი, `მიზანშეწონილად დაკავშირებული ჩვევების~, პრინციპი
პირველი პრინციპი გულისხმობს, რომ გარე გამოხატულება თავდაპირველად სხვა, არაემოციურ მიზანს ემსახურებოდა და მისგან განვითარდა. მაგალითად, პოტენციურ თავდასხმასთან დაკავშირებულმა ჩვევებმა მაშინაც შეიძლება იჩინოს თავი, როდესაც შესაბამისი `სულიერი მდგომარეობა~ მხოლოდ სუსტადაა გამოხატული და მასთან დაკავშირებული მოქმედებების აშკარა საჭიროება არ არსებობს. გარე გამოხატულების ეს პატერნი მოსალოდნელი მოქმედების შესახებ გვატყობინებს და შედგება ქცევის ფორმებისაგან, რომლებიც საჭიროა ფაქტობრივი მოქმედების განხორციელებისათვის.
ვის შრომებზე მოახდინა განსაკუთრებული გავლენა დარვინის კვლევებმა?
ტომკინსის, ეკმანისა და იზარდის კვლევებზე
რა არის ტომკინსის, ეკმანისა და იზარდის პოზიცია, მათი დაშვება?
მათი აზრით, ემოციის აღმოცენებისა და დიფერენცირებისათვის პასუხისმგებელია თანდაყოლილი მოტორული პროგრამები. ამ პირველი დაშვებიდან გამომდინარეობს, რომ არსებობს დისკრეტული ბაზისური ემოციების ან პირველადი აფექტების შეზღუდული რაოდენობა.
ეკმანის ბაზისური ემოციებია:
შიშის, ბრაზის, ზიზღის, სიხარულის, დარდის, გაოცებისა და სიძულვილის ემოციები.
ევოლუციურ-ბიოლოგიური თეორიის წარმომადგენლების მიხედვით, მხოლოდ რისი გათვალისწინებითაა შესაძლებელი ემოციის აღმოცენებისა და ფუნქციის გაგება?
ცოცხალ არსებათა სახეობრივი განვითარების გათვალისწინებით
რას უნდა განაპირობებდეს ემოცია, ევოლუციური თეორიის მიხედვით?
უპირატესობას სელექციაში, გარემოსთან შეგუებაში, მას აქვს ფუნქცია
რას გულისხმობს ემოციის ორგანიზმული ფუნქცია?
არსებობისათვის ბრძოლაში ემოციები ეხმარება ინდივიდს, მას გარემო პირობებზე სწრაფი და მოქნილი რეაგირების საშუალებას აძლევს
რას გულისხმობს ემოციის კომუნიკაციური ფუნქცია?
სახეობის ყველა წარმომადგენლისათვის ემოცია საჭიროა და მნიშვნელოვანი, რადგან ემოციის გარე გამოხატულება ინფორმაციას იძლევა ჯგუფის თითოეული წევრის `სულიერი მდგომარეობის~ შესახებ, ინფორმაციის ამ გზით გავრცელების ერთ-ერთი პლუსი ის არის, რომ მთელი ჯგუფის ქცევა შეიძლება ჯგუფის ცალკეული წევრების მიერ გამოხატული ემოციით განისაზღვროს.
რა არის ემოციის გარე გამოხატულების პლუსები?
- ინფორმაციის ამ გზით გავრცელების ერთ-ერთი პლუსი ის არის, რომ მთელი ჯგუფის ქცევა შეიძლება ჯგუფის ცალკეული წევრების მიერ გამოხატული ემოციით განისაზღვროს.
- ემოციური რეაქციის შემდეგი პლუსი არის, ის რომ მისი საშუალებით შესაძლებელია მოქმედების განზრახვის სიგნალიზირება, შეტყობინება
- ის თავად ემოციის გამცემის, გამომხატველი ინდივიდის მიერ აღიქმება და ამით მას გარე გამოხატულებით მანიპულაციის გამოცდილებას სძენს.
დარვინი ემოციის გამოხატვის ბიოლოგიური განპირობებულობის კვლევის ხუთ შესაძლებლობას ასახელებდა, ესენია:
- დაკვირვება ბავშვებსა(თუნდაც ბრმა) და სულით ავადმყოფებზე მიზანშეწონილია, რადგან ბავშვებთან ემოციის გამოხატვა ჯერ კიდევ საკმაოდ შეუზღუდავია, უშუალოა, ხოლო სულით ავადმყოფებთან, რომლებიც უძლიერესი ვნებების შემოტევებს განიცდიან, განცდები სრულებით არაკონტროლირებადია.
- დეკოდირების მეთოდის გამოყენებას ასახელებდა, როდესაც ემოციის შესახებ სახის გამომეტყველების მიხედვით მსჯელობენ.
- სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა კვლევა, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონდათ, იგი ძირითადად `ნაკლებად განვითარებული~ კულტურების შესწავლას გულისხმობდა.
- პრიმატების, როგორც ადამიანების ევოლუციური წინაპრების კვლევა.
რას გულისხმობს დეკოდირების მეთოდი?
როდესაც ემოციის შესახებ სახის გამომეტყველების მიხედვით მსჯელობენ. დარვინი თვითონაც ატარებდა ამგვარ კვლევებს, რომელშიც დუშენ დე ბოლონის მიერ გადაღებულ ფოტოებს იყენებდა. დუშენი ელექტროდების საშუალებით აღიზიანებდა სახის ცალკეულ კუნთებს ისე, რომ სახეზე ემოციები აისახებოდა და შემდეგ მათ ფოტოებს უღებდა. დარვინის ცდისპირებს უნდა ამოეცნოთ რა ემოციას გამოხატავდა ესა თუ ის სახე.
რა მეთოდს იყენებს ევოლუციური მიდგომის დასასაბუთებლად, მიმიკური გამოხატულების უნივერსალურობის ჰიპოთეზის თეორია?
მეთოდს, რომელიც ეძებს და ცდილობს დაადგინოს მსგავსება ემოციის გამოხატვაში, განცდასა და სახელდებაში სხვადასხვა კულტურებში.