თავი I Flashcards
დანაშაულის ცნება შედგება სამი დამოუკიდებელი ელემენტისაგან:
1) ქმედების შემადგენლობა
2) მართლწინააღმდეგობა
3) ბრალი
მართლწინააღმდეგობა გაიგება როგორც
,,პირის მიერ ჩადენილი ქმედების წინააღმდეგობა კულტურის ნორმებისადმი”
ბრალი განიმარტება როგორც
მოსამართლის მიერი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი გაკიცხვა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის
- ეს თეორია ვითარდება ფინალური მოძღვრების ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი აღიარებს ბრალის რომელ მოდელს?
ბრალის ფინალურ მოდელს
ქმედების შემადგენლობა იყოფა ორ სახედ:
1) ქმედების ობიექტური შემადგენლობა
2) ქმედების სუბიექტური შემადგენლობა
ქმედების ობიექტურ შემადგენლობას განეკუთვნება:
ქმედების სუბიექტი, ქმედების ობიექტი, ქმედება და შედეგი, მიზეზობრიობა, შედეგის ობიექტური შერაცხვა და სხვა ობიექტური ელემენტები (დრო, ვითარება, საშუალება)
ქმედების სუბიექტურ შემადგენლობა მოიცავს:
განზრახვას, მიზანს, მოტივს, ფაქტობრივი ხასიათის შეცდომებს და ა.შ
არსებითად ჩვენს წინაშეა განზრახვის ორი სახე:
,,ბუნებრივი” და ,,ბოროტი”
,,ბუნებრივი” განზრახვის სახეა რომელიც წარმოდგენილია
ქმედების შემადგენლობის ფარგლებში
,,ბოროტი” განზრახვის სახეა, რომელიც
ბრალის შინაარსის განსაზღვრულ ელემენტად წარმოგვიდგება.
განსახვავებენ პირდაპირი განზრახვის ორ სახეს:
1) პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა
2) მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვა
პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვის დროს ამოსავალ მომენტს წარმოადგენს
საზიანო შედეგის სურვილი
მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვის განმსაზღვრელ კრიტერიუმად გვევლინება
საზიანო შედეგის დადგომის აუცილებლობის გათვალისწირნება
თვითიმედოვნების დასჯადობის საფუძველს ავტორი ხედავს იმაში, რომ
,,სუბიექტი სჩადის გასაკიცხს ქმედეაბს, რომელიც აკრძალულია წინდახედულობის ნორმებით და ეწინააღმდეგება კულტურის ნორმებს”
ავტორი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და საზიანო შედეგს შორის განასხვავებს მიზეზობრივი კავშრის სამ ძირიატად სახეს:
1) ალტერნატიულს ანუ ორმაგს
2) კუმულაციურს
3) ჰიპოთეტურს
ალტერნატიული (ორმაგი) მიზეზობრიობის შემთვევაში
,,შედეგი გამოიწვია ორმა ან მეტმა ქმედებამ (პირობამ), მაშინ როდესაც ერთი ან პირობათაგანი სავსებით საკმარისი იყო შედეგის დადგომისათვის”
ალტერნატიული (ორმაგი) მიზეზობრიობის შემთვევაში ორივე სუბიექტი უნდა დაისაჯოს
დამთავრებული დანაშაულისთვის. ამის ძირითად არგმენტად კი წარმოდგენილია ის გარემოება რომ ,,ორივეს მოქმედება, ცალკე აღებული, სავსებით საკმარისი იყო შედეგის დასადგომად”
კუმულაციურ მიზეზობრიობისას შედეგი გმაოიწვია
ორმა (ან მეტმა) ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა ქმედებამ ანუ ქმედებათა ჯამმა”-
კუმულაციურ მიზეზობრიობისას ნაშრომში განვითარებული მოსაზრების მიხედვით, თითოეული სუბიექტი პასუხს უნდა აგებდეს ….?
მხოლოდ დანაშაულის მცდელობისათვის.
მიზეზობრიობის უკანასკნელი სახე მოცემულია მაშინ, როდესაც
,,ქმედებამ დააჩქარა შედეგი, რომელიც მაინც დადგებოდა”