Exams Flashcards

1
Q

მოქმედებს თუ არა ნრომატიული წესები გვაროვნულ საზოგადოებაში?

A

ადამიანები სახელმწიფოს შექმნამდე აყალიბებდნენ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს და ამ სოციუმში ქცევის წესებს. წინასახელმწიფოებრივ საზოგადოებასი არსებიბდა მისაღები და მიუღებელი წესები, რომლებიც შესაბამისად აკრძალული იყო. მხოლოდ სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ყალიბდება ნორმატიული წესები, რომლებსაც გააჩნიათ ისეთი ნიშნები (ნორმატიული აქტი უნდა მიიღოს უფლებამოსილმა ორგანომ კანონმდებლობით დადგენილი წესით) , რაც გვაროვნულ საზოგადოებაში არ არსებობდა და შესაბამისად ნორმატიულიი წესებიც არ მოქმედებდა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

ვის მიერ იქმნება საზოგადიებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი წესები სახელმწიფომდელ საზოგადოებაში და ვინ ახორციელებს მათ დაცვაზე ზედამხედველობას?

A

წინასახელმწიფოებრივ პერიოდში საზოგადოება იყო თანასწორი, არ არსებობდა კერძო საკუთრება. არსებობდნენ უხუცესები, ხევისბერები თუმცა ისინი პატივისცემის გარდა არავიტარი პრივილეგიით არ სარგებლობდენ. გვაროვნული საზოგადოება თავის წევრებს საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს უწესებდა, რომელტაც ყველა ერთნაირად ასრულებდა და დარღვევა იშვიათი იყო.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

შეიძლება თუ არა, რომ სამართლის ნორმა ინდიფერენტულად იყოს განწყობილი მორალის მიმართ?

A

აღიარებული რომ მორალი საკმაოდ მწიდროდაა დაკავშირებული სმართალთან. ცხადია, თუ სამართალს მორალის გარეშე განვიხილავთ, მართლწესრიგი მიუღებელი იქნება. სამართალი ადამიანს ვერ ბიძგებს ამორალური საქციელისკენ. თუმცა სამართალი ნეიტრალურია მორალური ღურებულებების მიმართ. და მისი შეფარდება მორალური მოთხოვნიებებისგან დამოუკიდებლად ხდება. შესაბამისაც სამართალი ნაწილობრივ არის გულგრილი მორალის მიმართ.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

სახელმიფო უფრო ადრე თუ სამართალი?

A

ნაწილი თვლის რომ სამართალი გაჩნდა პირველი, რადგან სახელმწიფო სამართლის გარეშე ვერ იარსებებს. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ სამართალი თვითონ ან ხალხის მიერ არ წარმოიშვა, მას სახელმწიფო ქმნის. ამოტომ უნდა გავიგოთ ზუსტად თუ რას ვუწოდებთ სახელმწიფოსა და სამართალს.
სახელმწიფო არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც სამართლის ნორმებიტ მართავს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. სამართალი კი არის წესების სისტემა, რომელსა საელმწიფო ადგენს და სავალდებულოა შეასასრულებლად. თუ სახელმწიფო არ არის ვერავინ შექმნის სამმართალს. შესაბამისად ჯერ იქმნება სახელმწიფო, შემდეგ სამართალი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

რა უფრო ადრე და რომელი უფრო დიდ არეალზე მოქმედებს? მორალი , ჩვეულება, რელიგია, სამართალი

A

ამბობენ რომ მორალი და რელიგია ერთმანეთისგან არ უნდა გამიჯნო, ისინი სავარაუდოდ ერთდროულად ჩამოყალიბდნენ. მორალის ჩამოყალიბება ათასწლეულებით უსწრებს სამართალს და უფრო დიდ არეალზე მოქმედებს. მორალის გარდა ადამიანის საქციელზე დიდ გავლენას ახდენს რელიგია. ადრეული სამართლის ძეგლებსი ძირითად წყაროს სწორედ რელიგია წარმოადგენს. რელიგიასთან ერთად საზოგადოებაში მოქმედებდა ისეთი წესები, რომლებიც ხანგრძლივ პერიოდში სრულდება და გამოჩნდა ჩვეულებებები, რომლებიც წლების შემდეგაც დარჩა ადამიანის ქვეცნობიერში. მორალი ადამიანების შინაგანი დამოკიდებულებიდან მოდის, და ამით აიხსნება მისი პირველობა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

რა განსხვავებაა დადგენლ და სანქცირებულ წესებს შორის და რომელს უფრო მტკიცედ იცავს საზოგადოება და რატომ?

A

სამართალში ერთიანდება ორი სახის წესები: დადგენილი და სანქცირებული. დადგენილი წესი გულისხმობს ისეთ ნორმებს, რომლებიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ და მის შექმნამდე არ არსებობდა. სანქცირებულ წესებში იგულისხმება ის წესები რომლებიც სახელმწიფოსა და სამართლის ჩამოყალიბებამდე არსებობდა და სახელმწიფომ აღიარა მათი სავალდებულო ძალა.
ადამიანები დედამიწის ყველა ტერიტორიაზე თანაბრად ასრულებენ სანქცირებულ წესებს, რასაც ვერ ვიტყვით სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებზე, რადგან შეიძლება ამ წესებს ყველა არ ეთანხმებოდეს და უარი თქვას მათ შესრულებაზე.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

რა განსხვავებაა საჯარო და კერძო სამართალს შორის?

A

კერძო სამართალი აწესრიგებს კერძო პირთა შორის ურთიერთობებს, რომლებიც მყარდება პირთა თავისუფალი ნების გამოვლენისა და სხვა პირებთან ურთიერთობის დამყარების სურვილის საფუძველზე (კერძო ავტონომია). რაც შეეხება საჯარო სამართალს, ის შეიძლება ვთქვატ რომ სახელმწიფოსტის შექმნილი სამართალია, რომელზე დაყრდნობითაც მოქმედებს სახელმწიფო და მისი ორგანოები. ეს წესები და კანონები შეიძლება იყოს მოცემული კონსტიტუციაში ან სხვა საკანონმდებლო აქტში. მათზე დაყრდნობით ხდება საჯაროსამარტლებრივი ურთიერთობების დამყარება. საჯარო სამართლის შმადგენლობაში შედის: სახელმწიფო, კონსტიტუციური , საბაჟო, საგადასახადო, საპროცესო სამართალი. ასევე სისხლის სამართალიც, თუმცა დღეს მას სამართლის ცალკე სახედ გამოყოფენ.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

რა ნიშნებით განსხვავდება სამართალი ჩვეულებისგან?

A
  1. სამარტალს ადგენს სახელმწიფო, ჩვეულებას რაიმე სოციალური ჯგუფი.
  2. სამართლის მოქმედების სფერო უფრო ფართოა ვიდრე ჩვეულების.
  3. ჩვეულება არ ხორციელდება სახელმწიფო იძულებით.
  4. ცვეულების შემთხვევაში რთულია სანქციების წინასწარ პროგნოზირება.
  5. სამარტალი ყალიბდება სპეციალური პროცედურების შემდეგ
  6. ჩვეულება მოქმედებს იმის გამო, რომ ის ფაქტობრივად სრულდება, სამართალი კი მოქმედებს იმისგან დამოუკიდებლად დაცულია თუ არა მისი მოთხოვნა.
    ჩვეულება სამართლისგან განსხვავებით ინდიფერენტულია ეთიკის მიმართ, “ცუდი” ჩვეულებაც ჩვეულებაა.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

რას გულისხმობს ბუნებითი სამართლის თეორია?

A

ბუნებითი სამართალი მოიცავს დროისა და სივრცის გარეშე არსებულ წესებს. ბუნებითი სამართლის წყარო შეიძლება იყოს ადამიანის ბუნება, ღვთის ნება და გონი. მას აქვს უნივერსალურობის პრეტენზია. იგი იცვლენა ეპოქების, დროისა და საზოგადოების მიხედვით. ბუნებითი სამართალი სახელმწიფოსგან ითხოვს ადამიანის ღირსების, ტავისუფლებისა და ციცოცხლის უფლების დაცვას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

რას გულისხმობს სამართლის პოზიტივისტური თეორია?

A

პოზიტიური ცნების მიხედვით სამართალი არის სახემწიფოს მიერ დადგენილი შესასრულებლად სავალდებული ქცევის წესების ერთობლიობა. პოზიტიური თეორია ერთმანეთისგან გამიჯნავს სამართალს, როგორც “ის არის” და სამართალს როგორც “ის უნდა იყოს”. ასევე მკაცრად გამიჯნავს მორალსა და სამართალს. მათი აზრით სამართლის ნორმას ახასიათებს შემდეგი ნიშნები:
1. ნორმა დადგენილია უფლებამოსილი პოლიტკური ორგანოების მიერ
2. სამართლის ნორმა სოციალურად ქმედითია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

რას გულისხმობს სამართლის ნორმატიული თეორია?

A

პოზიტივისტური შეხედულებები განსაკუთრებით განავითარა სამართლის ნორმატიულმა თეორიამ. მას საფუძველი ჩაუყარა ინგლისელმა იურისტმა ჯონ ოსტინმა. ოსტინის შხედულებით სამართლის მოქმედების საფუძველს აყალიბებს სახელმწიფო ხელისუფლების სუვერენული ნება-სურვილი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

რას გულისხმობს საჯარო ხელისუფლება და როგორ ხორციელდება იგი?

A

ხელისუფლებას განიხილავენ როგორც ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც მიინიჭებული აქვს სახელმწიფოს მართვის უფლებაოსილება ან განიხილავენ როგორც სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებლ სისტემას და გაერთიანებას. შესაბამისად ხელისუფკება ნიშნავდა თანამდებობის პირის უფლებას. იყოფა სამ ნაწილად: საკანონმდებო, აღმასრულებელი და სასამართლო.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

რას გულისხმობს სუვერენიტეტი, ვის გააჩნია იგი და როგორ ხორციელდება?

A

სუვერენიტეტი გააჩნიათ ქვეყნებს და ნიშნავს, რომ მოცემული ქვეყნის ტერიტორიის ყველა წესი და კანონი თავად ამ ტერიტორიის მიერ წესდება. სახელმწიფო სუვერენიტეტის გარეშე სახელმწიფო არაა და რომელიმე სხვა ნაწილს ეკუთვნის. იგი ვრცელდება შიდა წყლებზე, ტერიტორიულ ზღვაზე, მიმდებარე ზონაზე, აქედან აბსოლუტური სუვერენიტეტი ვრცელდება შიდა წყლებზე და ტერიტორიულ ზღვაზე.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

რას გულისხმობს ლეგალურობა და ლეგიტიმურობა და როგორ წარმოიშობა თითოეული?

A

ლეგალურობა ეს არის კანონიერი, სამართლებრივი ნიშანი, რომელიც კანონთა შსაბამისია. ლეგალურია ხელისუფლება , რომლის საქმიანობაც ხორციელდება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად.
ლეგიტიმურობა ნიშნავს ხალხის ნდობითა და რწმენით ხალხის მხარდაჭერით აღიარებულ ამა თუ იმ ნორმას. ლეგიტიმურობა შეიძლება იყოს ფორმლური ან მატერიალური. ფორმალური ლეგიტიმურობა გულისხმობს, რომ სამართალი დადგენილია სათანადო პროცედურების დაცვით. მატერიალური ლეგიტიმურობა გულისხმობს, რომ სამართალი უნდა იყოს სწორი, მართალი…

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

დაასახელეთ და ახსენით სახელმწიფოს 5 ძირითადი ნიშანი, რითაც ის განსხვავდება გვაროვნული საზოგადოებისგან.

A
  1. საზოგადოების დაყოფა ტერიტორიული პრინციპით. გვაროვნულ საზოგადოებაში მოსახლეობა იყოფოდა ნათესაური კავშირების მიხედვით. გვარის წევრები ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ. სახელმწიფოს მთელ მის ტერიოტორიას ყოფს ადმინისტაციულ ერთეულებად და ვისაც სადაც უნდა იქ შეუძლია იცხოვროს.
  2. მოქალაქეობა, სახელმწიფოს პირობებში შექმნილი ფენომენია და დიდი მნიშვნელობა აქვს.
  3. ზედამხედველობის განხორციელება სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაირღვეს წესები მრავალრიცხოვან საზოგადოებაში. გვაროვნულ საზოგადოებაში ეს არ იყო საჭირო, რადან ჩვეულებები თვითვალდებულებიდან გამომდინარე იშვიათად ირღვეოდა.
  4. სახელმწიფოს ასევე სჭირდება მმართველობის განმახორციელებელი აპარატი, სადაც გადანაწილებული იქნება მმართველობითი ფუნქციები.
  5. საგადასახადო აპარატი- გვაროვნულ საზოგადოებაში ყველა თანაბრად ინაწილებდა მოპოვებულს და გადასახადებს აზრი მოკლებული ჰქონდა. სახელმწიფო ხელისუფლებას კი სწორედ მოსახლეობის გადასახადები “ინახავენ”.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

რას გულისხმობს სახელმწიფოს სამართლით შებოჭვა?

A

განასხვავებენ ნეგატიურ და პოზიტიურ შბოჭვას. ნეგატიუი შებოჭვისას უნდა დადგინდეს არის თუ არა კანონი რომლის გამოცემასც სახელმწიფოს იურიდიულად არ შეიძლია. პოზიტიური შებოჭვისას უნდა დადგინდეს არის თუ არა კანონი, რომლის გამოცემაც სახელმწიფოსთვის იურიდიულად სავალდებულოა.

17
Q

რომელ აქტში (ნორმაში) ვლინდება ყველაზე მკაფიოდ სახელმწიფო ხელისუფლების შებოჭვა?

A

იგი ყველაზე მკაფიოდ ვლინდება საქართველოს კონსტტუციის მე-7 მუხლში: სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგოეც წარუვალ და უზენაეს ადამიანუ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი.

18
Q

ლეგალურობა უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, თუ ლეგიტიმურობა? (პასუხი ახსენით მაგალითების მოხმობით).

A

ლეგალურობა ხელისუფლების კანონთან შესაბამისობას გულისხმობს. ლეგიტიმურობა კი ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს . ლეგიტიმურობა უფრო მნიშვნელოვანია. ისტორიას ბევრი ლეგალური მაგრამ არალეგიტიმური ხელისუფლება ახსოვს. ამის მაგალითია საბჭოთა კავში, რომელიც არ სარგებლობდა ხალხის დიდ მხარდაჭერტ, თუმცა ატარებდა არცევნებს და აგრძელებდა ქვეყნის მართვას.

19
Q

შესაძლებელია თუ არა, რომ ლეგალურობამ წარმოშვას ლეგიტიმურობა ან ლეგიტიმურობამ ლეგალურობა? (პასუხი ახსენით და დაასაბუთეთ).

A

სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ლეგიტიმურობა. სახელმწიფო შეიძლება იყოს ლეგაური , მაგრამ ვერ ახორციელებდეს მმართველობას. ამისთვის მას ხალხის მხარდაჭერა სჭირდება. ლეგიტიმური ხელისუფლება კი ადრე თუ გვიან შეძლებს გახდეს ლეგალური. მაგალითად ნაპოლეონის მმართველობა შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელმაც ხელისუფლება ჯერ ძალით ჩაიგდო ხელში, სამაგიეროდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და კორონაციის შემდეგ ლეგალური მმართველი გახდა. ასე რომ მხოლოდ ლეგალურობა არაა საკმარისი, მაგრამ ლეგიტიმურობას შეუძლია წარმოშვას ლეგალურობაც.

20
Q

5 არგუმენტი, რომელი ჯობია, რესპუბლიკური თუ მონარქიული მმართველობა?

A

მონარქია ერთპიროვნული მმართველობაა და ვინა თუ როგორ არიცევენ მას არ აქვს მნიშვნელობა. რესპუბლიკური მმართველობა გულისხმობს უმაღლესი სახლემწიფო ორგანოში წარმომადგენლები ხალხის მიერ არჩევას. ჩემითვის უფრო მისარებია რესპუბლიკური მმარტველობა, რადგან პირველ რიგში ხალხი უფრო მეტად არის ჩართული საკუტარი სახელმწიფოს საქმიანობაში და მეტად დაცულია დემოკრატიული პრინციპები. მეორე მიზეზი ის აის რომ მონარქია შეიძლება ტირანიად გადაიქცეს, რაც ხალხს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.
მესამე მიზეზი- მონარქია შეიძლება თეოკრატიათაც გადაიქცეს , რაც სასულიერო პირების მმართველობას გულისხმობს.
4- რესპუბლიკა უფრო მიესადაგება თანამედროვეობას, ვიდრე მონარქია და წარმტების უფრო დიდი შანსი აქვს
5- რესპუბლიკური მმარტველობის დროს ხელისუფლება გადანაწილებულია ფუნქციების მიხედვიტ სამ ნაწილად, რაც მმართველობის ხარისხს ბევრად აუმჯობესებს. მონარქიის შემთხვევაში მხოლოდ მონარქი ირებდა გადაწყვეტილებებს ხშირად მოსამართლის მაგივრადაც, რაც არ არის სამართლიანი.

21
Q

თეოკრატიული, კონსტიტუციური, დუალისტური მონარქია:

A

თეოკრატიული- უმაღლესი საერო და სასულიერო ხელისუფლება ერთი პირის ხელშია.
კონსტიტუციური-მონარქის უფლებები შეზღუდულია, აღმასრულებელ ხელისუფლეას ახორციელებს მინისტრტა კაბინეტი სატავეში პრემიერ-მნისტრით. საკანონმდებლო ხელისუფლება ხორციელდება პარლამენტის მიერ.
დუალისტური-მონარქი ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლება წარმომაგენლობთი ორგანოს ხელსია.

22
Q

დემოკრატიული და არდემოკრატიული რეჟიმები:

A

არადემოკრატიული მმართველობის დროს ზალაუფლება ერთი პირის ან კონკრეტული ჯგუფის ხელშია. გამოიყოფა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი. ტოტალიტარული რეჯიმის დროს იგნორირებულია ხალხის უფლებები და ინტერესები ისევე, როგორც ავტორიტარულს, თუმცა ეს აღმატებული ფორმაა და მმართველობა ერთი პირის ხელშია.
დემოკრატიული რეჟიმის დროს კი საზოგადოების ფარტო ფენების ინტერესებში გამოიხატება, სახელმწიფო მუსაობს ხალხისთვის.

23
Q

ხელისუფლების ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაწილება: მიზანი

A

ჰორიზონტალური დანაწილება გულისხმობს საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლებს ამოყოფას. ვერტიკალური კი ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ ხელისუფლებად დაყოფას. ამის მიზანი ისაა, რომ ხელისუფლება არ აღმოჩნდეს ერთი პირის ხელში და შენარცუნდეს დემოკრატიული რეჟიმი.

24
Q

რას გულისხმობს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა, მმართველობის ფორმა და მმართველობის რეჟიმი?

A

ტერიტორიული მოწყობა გულისხმობს იმას, რომ ერთ ორგანოს გააჩნია სამარტალშემოქმედების საქმიანობის უფლებამოსილება, თუ ამგვარი ორგანოები ბევრია, მაშინ მათი რაოდენობა ტერიტორიული დაყოფის პრინციპებიტ განისაზღვრება. გამოიყოფა უნიტარული, ავტონომიური, ფედერაციული და კონფედერაციული სახ. მმართველობის ფორმა შეიძლება იყოს ორნაირი: რესპუბლიკური და მონარქიული.
რეჟიმი გულისხმობს მართვის განხორციელების მოდელს, სადაც ყურადღების ცენტრში ექცევა ერთი პირი ან ჯგუფი.

25
Q

რას გულისხმობს მორალი, ჩვეულება და სამართალი და კოლიზიის შემთხვევაში რომელს უნა მიენიჭოს უპირატესობა და რატომ?

A

ჩვეულება ისევე, როგორც სამატალი აწესრიგებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. თუმცა მატ შორის ბევრი განსხვავებაა, მაგალიტად მოქმედების სფერო სამარტალს უფრო ფართო აქვს. ჩვეულება დროით უსწრებს სამარტალს, მაგრამ ყველა ურთიეღტობა ჩვეულებითი ნორმიტ ვერ მოწესრიგდება, თუმცა არის ურთიერთობები, რომლებიც ,ხოლოდ ჩვეულებითი სამართლით წესრიგდება. რაც შეეხება მორალს, ის ადამიანის სინდისისკენნა მიმართული და ადამიანის დამოკიდეულებიდან გამომდინარეობს, ისისც ტავისებურად არეგულირებს ადამიანიოს ქცევას. სამართალი ქცევის წესების ერთობლიობაა, რომელსაც ახასიატებს ნორმატიულობა და იგი სახელმწიფოს მიერ კონტროლდება.
კოლიზიის შემთხვევაში უპირატესპა ენიჭება იმ ნორმას, რომელიც უფრო ზემდგომი ორგანოს მიერაა მიღებული ან რომელიც იერარქიის უფრო მარალ საფეხურზე დგას.

26
Q

რას გულისხმობს პრეცედენტის წესი (Stare Decisis) და უნდა იყოს თუ არა პრეცედენტი სამართლის წყარო?

A

პრეცედენტი სამართლის მნიშვნელოვანი წყაროა, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ანგლო-ამერიკული სამარტალი. პრეცედენტი მოსამართლეტა მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია. როდესაც მოსამარტლე საქმეს განიილავს, ეცნობა სხვა მოსამართ;ეების გადაწყვეტილებებს და ამის საფუძველზე გამოაქვს საბოლოო დასკვნა. პრეცედენტი, როგორც სამართლის წყარო მნიშვნელოვანია, რადგან იგი წარმოაჩენს მოსამარტლეების მიერ სხვადასხვა დროში მიღებულს გადაწყვეტილებებს.

27
Q

ახსენით, როგორ უნდა გავიგოთ, რომ კანონი არის სამართლის ძირითადი წყარო.

A

რომანულ-გერმანული სამართლისთვის უმნიშვნელოვანესი წყაროა კანონი. კანონი სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოს მიერ მიღებული აქტია, რომელიც არეგულირებს ქცევის ზოგადი ხასიათის წესებს. კანონის მიღება დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხდება უმარლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ და მისი მირება განსაკუთრებული წესიტ ხდება. კანონი უმნიშვნელოვანესი აქტია სახელმწიფოში და შესაბამისად ძირიტადი წყაროც.

28
Q

რა განსხვავებაა სამართლის ძირითად და არაძირითად წყაროებს შორის და რომელია ძირითადი და რომელი - არაძირითადი?

A

სამართლის წყაროები იყოფა ძირითად და არაძირიტად წყაროებად. ასეთი დაყოფა გარკვეულწილად პირობითია, რადგან სხვადასხვა წყაროს ენიჭება უპირატესპბა. ძირიტადი წყაროები: კანონი, ცვეულება, პრეცედენტი.
არაძირიტადი; მორალი, რელიგია, სამოსამართლო სამარტალი, დოქტრინა. ეს ჩაამონათვალი სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულია.

29
Q
  1. რატომაა ჩვეულება ყველა სახელმწიფოს სამართლის ძირითადი წყარო, ხოლო რელიგიას თანამედროვე სამართლის ძირითად წყაროდ არ განიხილავენ?
A

30
Q

რა როლს ასრულებს მორალი, როგორც სამართლის წყარო და რა დოზით უნდა ითვალისწინებდეს მას სამართალი?

A

მორალი არის ქცევის შეფასება. იგი განსაზღვრავს ქცევის წესი მისაღბია თუ არა. რადგან მორალი ქცევის შესმფასებელია, იგი დიდ როლს თამაშობს სამართლის ჩამოყალიბებაში. საზოგადოების მორალი ხშირად იმორჩილებს ინდივიდუალურ შეხედულებებს და მისი განმსაზღვრელი ხდება. შეიძლება ინდივიდის მორალი არ ემთხვეოდეს უმრავლესობისას, მაგრამ მორალური წესები მაინც უმრავლესობის ინტერესებს იცავს. სამარტალს კი პრეტენზია აქვს დაიცვას როგორც გაბატონებული საზოგადოებრივი აზრი, ისე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. ამიტომ მიჩნეულია რომ სამარტალი მორალის მხოლოდ მინიმუმს ითვალისწინებდეს, რაც ნებისმიერი ადამიანის მორალური შეხედულებისთვის მისარები იქნება და არავინ დარჩება დაჩაგრული.

31
Q

რას გულისხმობს სეკულარული სახელმწიფო და რელიგია რატომ არ წარმოადგენს სამართლის ძირითად წყაროს?

A

სეკულარულ სახელმწიფოში ხელისუფლება არ არის ვალდებული რომ რომელიმე რელიგიის მოთხოვნები ასახოს სამართალში. ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ სახელმწიფოში სხვადასხვა რწმენის ადამიანები ცხოვრობენ და რომელიმე რელიგიისადმი პრივილეგიების მინიჭება დაარღვევს ყველას თანასწორობის პრინციპს. სწორედ ამ მიზეზით არ წარმოადგენს რელიგია სამართლის ძირითად წყაროს.

32
Q

მისაღებია თუ არა რომ სამართალი ინდიფერენტული იყოს რელიგიის, მორალისა და ჩვეულების მიმართ?

A

სამართლის ნორმა ვერ იქნება ინდიფერენტული მორალის , ჩვეულებისა და რელიგიის მიმართ. თანამედროვე სამარტლებრივი სისტემების ჩამოყალიბებამ,დე ზემოთ ჩამოთვლილი საწყისები ასრულებდა სამართლის ფუნქციას. მატ შესაბამისად იქმნებოდა ქცევის წესები და მათი დარრვევისთვის წესდებოდა სასჯელები. მორალი, ჩვეულება და რელიგია უპირველესად გამომდინარეობს ადამიანის ცნობიერებისგან. მათთვის უმთავრესია საზოგადოებრივი შეხედულებები, რასაც სამართალმაც არ უნდა აუაროს გვერდი. რელგია, ჩვეულება და მორალი უუნდა იყოს გათვალისწინებული სამარტალში, ოღონდ გარკვეული დოზით.

33
Q

პოლიტიკა განზასღვრავს სამართალს თუ სამართალი პოლიტიკას?

A

სამართალი ცდილობს რომ პოლიტიკა მოაქციოს სამართლებრივ ჩარჩოებში. პოლიტიკა მრავალმხრივად არის დამოკიდებული სამართალზე. პოლიტიკური მართვა ვერ განხორციელდება უწესრიგობის პირობებში. სამართალი არ არის პოლიტიკის პროდუქტი. მაგრამ პოლიტიკაც დიდ გავლენას ახდენს სამარტალშემოქმედებაზე. პოლიტიკა აწარმოებს სამართალს , ამავე დროს პოლიტიკა უნდა დაექვემდებაროს სამარტალს.

34
Q

რატომ არ იყენებს თანამედროვე რომანულ-გერმანული სარტალი და ანგლო ამერიკული რელიგიას სამართლის ძირითად წყაროდ?

A

ეს იმით არის გამოწვეული, რომ ხელისუფლება არ არის ვალდებული რომ რომელიმე რელიგიის მოთხოვნები ასახოს სამარტალში. რადგან სახელმწიფოში ცხოვრობენ სხვადასხა რელიგიური შეხედულების ადამიანები და ერთი რელიგიისადმი პრივილეგოიის მინიჭება დაარრვევდა ყველას თანასწორობის პრინციპს.

35
Q

სამოსამართლო სამარტალი და დოქტრინა: ძირიტადი წყაროებია თუ არა?

A

ორივე არის სამარტლის არაძირითადი წყარო. სამოსამართლო სამართა;ლი არაა ძირითადი წყარო, რადგან მოსამართლე მხოლოდ მართლმსაჯულებას წარმოადგენს და არა კანონშემოქმედებას. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაა სავალდებულო სხვა მოსამართლისთვის. ამ წყაროს ძირითად წყაროდ არ თვლის არც რომანულ-გერმანული სამართალი განსხვავებით ანგლო-ამერიკული სამართლისგან, რომელიც ტვლის რომ მოსამართლე არამხოლოდ სამართლის შემფარდებელი არამედ სამართალშემოქმედიც არის.
რაც შეეხება იურისტების სამართალს, ანუ დოქტრინას, ეს არის სამართალმცოდნეტა გარკვეული ჯგუფის მიერ განვითარებული შეხედულებების ერტობლიობა. მისი როლი თანამედროვე პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა და განიხილება როგორც რეკომენდაცია.

36
Q

რა შემთხვევაში ახასიათებს სამარტალს ჩვეულების ნორმების დიდ რაოდენობით გამოყენება და რიტ აიხსნება ეს ფაქტი?

A

თანამედროვეობაში ჩვეულებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო სამართალში.ამავე დროს სამართალი მოქმედებს სუბსიდიალურად. სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად ჩვეულებები გამოიყენება მხოლოდ მაშინ თუ ისისნი არ ეწინააღმდეგებიან სამართალსა და ზნეობის ნორმებს ან საჯარო წესრიგს.
ჩვეულებიტი ნორმები გამოიყენებოდა უფრო ძველ დროში. მაგალიტად გიორგი ბრწინვალეს დროს. მან მთიელებისთვის ცალკე სამართლის წიგნი “ძეგლის დება შექმნა, რომელიც მთიელების ჩვეულებებს ითვალისწინებდა. გიორგი მე-5-მ იცოდა რომ ადამიანები რადიკალური ცვლილებების მომხრეები არ არიან და მატში ჩანერგილი წეს-ჩვეულებები არ მოსპო.

37
Q

რა ძირითად წყაროებს იყენებენ ანგლო-ამერიკული და რომანულ-გერმანული სისტემები?

A

ანგლო-ამერიკული-პრეცედენტი….. სამოსამართლო სამართალი, მოსამარტლეა სამარტლის შემფარდებელი და ასევე სამარტალშემმოქმედიც.
რომანულ-გერმანული- პრეცედენტს არ აღიარებს. ძირიტადი წყაროა კანონი- სახ. უმაღლესი ორგანოს მიერ მიღებული აქტი, რომელიც არეგულირებს ქცევის ზოგადი ხასიათის წესებს. ასევე იყო იურისტების სამართალი/.

38
Q

არის ხელშეკრულება სამართლის წყარო?

A

ხელშეკრულება არის ტანამედროვე საერთაშორისო სამარტლის ერთ-ერთი მნიშვნელოვან წყარო. ეს არის დაწერილი, მხარეთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე შექმნილი ნორმა, რომელიც უფრო სტაბილურ ქცევის წესს ქმნის. ამის გავლენიტ საერტაშორისო სამართალი ,ეტ სიიმყარეს იძენს რაც აფართოებს ხელშეკრულებატა გამოყენებას. და უკვე საერთაშორისო სამარტალი სახელშეკრულებო სამართლის სახეს ირებს.

39
Q

რას ნიშნავს და ვის აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება?

A

კანონის მიღების პროცესში პირველი საფეხური სწორედ საკანონმდებლო ინიციატივის გამოვლენაა. საკანონმდებლო ინიციატივის უფლებამოსილებით, საქარტველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ტანახმად სარგებლობს მტავრობა, პარლამენტის წევრები, საპარლამენტო ფრაქციები, პარლამენტის კომიტეტები…
საკანონმდებლო ინიციატივა ნიშნავს კომპეტენტური ორგანოებისა და პირების მიერ კანონპროექტების მომზადებასა და საკანონმდებლო ორგანოში შეტანა.