Cell Flashcards
Chapter 1
რა არის ადაპტაციური რეაქცია?
როცა ორგანო განიცდის ფიზიოლოგიურ სტრესს და ამ სტრესის შედეგად იცვლება, იზრდება ან მცირდება ზომაში ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად, ეს არის ადაპტაციური რეაქცია.
რა იწვევს ჰიპერტროფია/ჰიპერპლაზიას?
გაზრდილი სტრესი ორანოზე იწვევს ამ ორგანოს ჰიპერტროფია/ჰიპერპლაზიას ანუ თუ მეტი სამუშაო აქვს შესასრულებელი იზრდება ზომაში, რათა ეს მოახერხოს.
როდესაც გაზრდილი სტრესია ორგანოზე, რა მოსდის მას და რა მექანიზმებით?
გაზრდილი სტრესისას, ორგანო მატულობს ზომაში. შეიძლება ეს მოხდეს უჯრედების ზომაში გაზრდის ხარჯზე(ჰიპერტროფია) ან უჯრედების რაოდენობაში გაზრდის ხარჯზე(ჰიპერპლაზია).
რა შედის ჰიპერტროფიის განვითრების მექანიზმში?
- გენის აქტივაცია და პროტეინების სინთეზი - ციტოჩონჩხი რომლისგანაც შედგება უჯრედი, რომელიც ჰიპერტროფიისას ზომაში უნდა გაიზარდოს, აძლევს უჯრედს ფორმას და ზომას, და თუ უნდა გაიზარდოს უჯრედი ზომაში უნდა გაიზარდოს პროტეინების სინთეზი, რომლებიც აყალიბებს ციტოჩონჩხს.
- ორგანელების წარმოქმნა - რადგან უჯრედი ზომაში მატულობს, დასჭირდება მეტი ორგანელები.
რა შედის ჰიპერპლაზიის განვითრების მექანიზმში?
ახალი უჯრედების წარმოქმნა ღეროვანი უჯრედებისგან.
რა მოხდება თუ დიდი ხნის განმავლობაში ენდომეტრიუმზე იმოქმედებს დიდი რაოდენობით ესტროგენი?
ენდომეტრიუმი განიცდის ჰიპერპლაზიას, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება ჩამოაყალიბოს ენდომეტრიუმის კარცინომა.
რა არის ატროფია?
როცა ორგანოზე სტრესი მცირდება, ეს ორგანო მცირდება ზომაში, რასაც ატროფია ეწოდება.
რა მექანიზმით ხდება ატროფიისას ორგანოს ზომის შემცირება?
ატროფიისას ორგანო ზომაში მცირდება უჯრედების ზომაში ან რაოდენობაში შემცირების ხარჯზე. თუმცა ძირითადად ორივე ერთდროულად ვითარდება.