1 Flashcards
ეპიდემია დეფინიცია
განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფებში დროის გარკვეულ პერიოდში დაავადების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელ (ფონურ) დონესთან შედარებით
პანდემია დეფინიცია
ეპიდემია რომელიც მოიცავს დიდ ტერიტორიებს, ქვეყნებს ან კონტინენტებს
ეპიდემიოლოგია დეფინიცია, რას შეისწავლის
მეცნიერება, რომელიც სწავლობს ეპიდემიათა წარმოშობას, განვითარებას და მათთან ბრძოლის საშუალებებს.
ფოკუსირდება როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ისე ავადობაზე და სიკვდილიანობაზე.
ეპიდემიოლოგია ახდენს ჯანმრთელობაზე მომქმედი ფაქტორების და მათი ზემოქმედების შედეგების შეფასებას სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით.
ხდება ჰიპოთეზების ფორმულირება, რომლებიც ხსნიან მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ფაქტებსა და გამოსავლებს შორის
ეპიდემიოლოგიის მახასიათებლები:
მოსახლეობაზე ორიენტირება გადანაწილება - დისტრიბუცია დეტერმინანტები გამოსავალი რაოდენობრიობა ჯანმრთელობის პრობლემების კონტროლი
გადანწილება (დისტრიბუცია) განმარტება
როგორ ვარირებს დაავადების ან სხვა მდგომარეობების სიხშირე პოპულაციის შიგნით
დეტერმინანტები განმარტება
ნებისმიერი ფაქტორი რომელიც იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებას
გამოსავალი განმარტება
ყველა შესაძლო რეზულტატი, რომელიც შეიძლება განვითრდეს დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებით; გამოსავალი გამოიხატება მაჩვენებლებით ავადობა (morbidity) და სიკვდილიანობა (mortality)
პრეპათოგენეზი და პათოგენეზი განმარტება
პრეპათოგენეზი არის პერიოდი სანამ გაგმოწვევი აგენტი შეიჭრება მასპინძელ ორგანიზმში. გამომწვევის შეჭრის შემდგომ ვითარდება პათოგენეზის პერიოდი.
პრევენციის სახეები:
პირველადი პრევენცია - გულისხმობს პრევენციული ღონისძიებების გატარებას დაავადების გამოვლინებამდე და მოიცავს პრეპათოგენეზის ეტაპს.
მეორეული პრევენცია - მოიცავს პათოგენეზის ადრეულ ეტაპს და მიმართულია დაავადების პროგრესირების შემცირებისაკენ.
მესამეული პრევენცია - მოიცავს პათოგენეზის გვიან ეტაპებს და მიმართულია პაციენტის ფუნქციური მდგომარეობის აღდგენისაკენ
აღწერილობითი ეპიდემიოლოგიის მახასიათებლები
შეისწავლის დაავადების გავრცელების თავისებურებებს ამა თუ იმ პოპულაციაში,.
შედეგების კლასიფიცირება ხდება შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: პერსონალური, ადგილის, დროის.
იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას პრევენციული და ინტერვენციული ღონისძიებების დაგეგმისათვის.
ატარებს დამკვირვებლობით ხასიათს
აღწერს დაავადების განვითრების მოდელს სხვადასხვა მახასიათებლებთან მიმართებაში.
შეისწავლის ურთიერთკავშირს მახასიათებლებს, რისკ-ფაქტორებსა და გამოსავლებს შორის, მაგრამ არ შეუძლია მტკიცებულებების მოყვანა.
არ არის შესადარებელი ანუ საკონტროლო ჯგუფი, რაც არ გვაძლევს დასკვნების გაკეთების საშუალებას. მაგრამ აღწერილობით კვლევებზე დაყრდნობით ხდება ჰიპოთეზების ჩამოყალიბება რომლებიც შემდგომში უკვე ანალიზური კვლევებით მტკიცდება.
აღწერილობითი ეპიდემილოგიის გამოყენება
ჯანმრთელობის და/ან დაავადების მიმდინარეობის შეფასება.
იძლევა ჯანდაცვის სერვისების დაგეგმვის, მიწოდების და შეფასების საფუძველს;
ახდენს იმ პრობლემების იდენტიფიკაციას, რომლებიც შემდგომში უფრო ღრმად ანალიზური მეთოდებით შეისწავლება
ანალიზური ეპიდემიოლოგია დეფინიცია
- ხდება დაავადების ეტიოლოგისა და პათოგენეზის დადგენა, შეისწავლის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებსა და რისკ-ფაქტორებს, ანალიზური ეპიდემიოლოგიის გამოყენებით ხდება მაღალი რისკ ჯგუფების მქონე ქვეჯგუფების გამოვლენა და შესწავლა.
ეპიდემიოლოგიის თანამედროვე გამოყენება:
თემის ჯანმრთელობის კვლევა - საზოგადოების ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების გავლენის აღწერა გამოსავალზე (ავადობა, სიკვდილიანობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა)
ჯანმრთელობის სერვისების გამოყენება - სამედიცინო სერვისების გადანაწილების და მათი ოპტიმალური უტილიზაციის შესწავლა. ეპიდემიოლოგიური კვლევები განსაზღვრავენ თუ რა სახის სერვისების მიწოდებაა საჭირო საზოგადოებისათვის მათ ღირებულებას და ხელმისაწვდომობას.
რისკების შეფასება - კვლევები იძლევა რისკების შეფასების საშუალებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პოლისების შექმნაში
დაავადების მიზეზების შესწავლა - დაავადების გამომწვევი მიზეზების აღმოჩნა, აღწერა და შესწავლა
რისკ-ფაქტორი დეფინიცია
არასასურველი, საშიში გარემო ფაქტორები რომლებიც წარმოადგენენ ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზს.
მონაცემთა ბაზების მიღება ხდება შემდეგი წყაროებიდან:
აღწერა (Census) და გამოკითხვა ( Survey)
მოსახლეობის სარეგისტრაციო სტატისტიკა
საზოგადო ჯანდაცვის ზედამხედველობის ორგანიზაციებიდან აღებული მონაცემები
შემთხვევების რეგისტრაცია (Case registration)
ჯანდაცვის სტატისტიკის ნაციონალური ცენტრიდან მიღებული მონაცემები
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული მონაცემები