ჯაყოს ხიზნები (კითხვა-პასუხი) Flashcards
როგორა თეიმურაზის(ნაბატონევის) და ჯაყოს სახეები ერთმანეთთან მიმართებაში?
მკვეთრად განსხვავებული
გაიხსენეთ როგორ კბილებს ავნებს ჯაყო თეიმურაზ პირველი შეხვედრისას
ცხიმიანს
მიხეილ ჯავახიშვილი ჯაყოზე წერს
,, ერთი მტკაველის სიგრძე ულვაშები გამობრუნებულ ჯამებივით გამოყრილ ლოყებზე გაცვეთილ ცოცხებივით ეყარნენ, ხოლო იმ ჯამებს დინჯად და მედიდურად ლამბაქების ყურები დასცქეროდნენ”
როგორ აღწერს ავტორი ჯაყოს გარეგნობას?
შედარებებისა და მეტაფორების გამოყენებით
სანამდე სწვდებოდა ნაბატონევი თეიმურაზი თავის ნამოურავალ ჯაყოს?
იღლიამდე, ძლივს
მიხეილ ჯავახიშვილი წერს:
,, თეიმურაზმა ხმა უფრო ,,დაიმდაბლა”
-ოჯახი დადნა, ჯაყოჯან , დადნა! ცხოვრებამ ყველანი დაგვადნო”
რას მატებს ტექსტს ხმის დადაბლება?
თეიმურაზის მოქმედება თეიმურაზისვე ნათქვამს ემოციურ გამომსახველობას მატებს
პერსონაჟის რომელი თვისება აისახება რეპლიკაში -,,მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა” რომელსაც ჯაყო სხვადასხვა ვარიაციით ხშირად იყენებს?
თვითდაჯერებულობა
მიხეილ ჯავახიშვილი წერს:
,,თეიმურაზ ხევისთავი ორმოცი წლის ახალგაზრდა მოხუცი გახლდათ. ნათავადარი, ნამამულევი, ნამოღვაწარი და ნავექილარი”
რაზე მიუთითებს თეიმურაზ ხევისთავის მიმართ გამოყენებული ეპითეტები?
თეიმურაზის ცხოვრებაში ყველაფერი უკვე იყო
რით აკვირვებს ჯაყო მარგოსა და თეიმურაზს (პირველი შეხვედრის დროს?
გარეგნობაში მომხდარი დადებითი ცვლილებებით
თეიმურაზი მოურავს ეუბნება:
,,ტყეც და სახნავ-სათესიც ხალხს ეკუთვნის, თავი დაანებე, ღალას ნუ გამოართმევ, ხალხი არ შეაწუხო. აყალმაყალს მოერიდე, თორემ ჩემი მტრები ისარგებლებენ, გაზეთებში გამლანძღავენ და საქვეყნოდ თავს მომჭრიან”
რაში უშლის ხელს თეიმურაზს მისი ქონება?
იმიჯის შენარჩუნებაში
ვინ იყო ჯაყომდე თეიმურაზ ხევისთავის მოურავი?
პეტრე
მიხეილ ჯავახიშვილი წერს:
,, ჯაყო თხუთმეტი წლისა ძლივს იქნებოდა, როცა მისი ბიძა ქეშელა ჯავის ხეობიდან დედაბუდიანად დაიძრა და ავთანდილ ხევისთავს შეეხიზნა”
რა ისტორიული პროცესი აიხსნება ტექსტში?
მოსახლეობის შიდა მიგრაცია
რით დაიწყო ჯაყომ თავისი ,,მოღვაწეობა” ხევისთავების ოჯახში?
მენახირეობით
მიხეილ ჯავახიშვილი წერს:
,,თეიმურაზი თავის ძვირფას ნაძვნარის სანახავად როკის ხეობაში არასოდეს არ ასულიყო, რადგან ვერც ცხენზე ჯდებოდა და ვერც სამიოდე დღე მოეხელთა შორეულ მგზავრობისთვის”
რა იკითხება ტექსტში?
თეიმურაზ ხევისთავის უნიათობა
როგორი მეცნიერი იყო თეიმურაზი (იმ გამოკვლევის მიხედვით, რომელზედაც მუშაობისას როკის მამული (ტყე) დაკარგა?)
არასერიოზული
მიხეილ ჯავახიშვილი წეს:
,, თეიმურაზს მთელი ტფილისი იცნობდა: ზრდილი , პატიოსანი, დინჯი, ჭკვიანი და ენამჭევრი საზოგადო მოღვაწე იყო. თუმცა ლაპარაკში ოდნავ ენას უკიდებდა, მაგრა ბორძიკი არაფერს არ ჰენებდა, ზოგის თქმით კი – უხდებოდა კიდევაც”
როგორი პირია თეიმურაზ ხევისთავი?
მიღებული