ძველი მსოფლიო - შუამდინარეთი Flashcards
(30 cards)
ასურეთის მიერ პირველი იმპერიის შექმნის მცდელობა
რა ქვია შუამდინარეთს (შუამდინარეთის რეგიონს) მეორენაირად?
მესოპოტამია
რა ქვია შუამდინარეთს ძველქართულად?
უჟიკეთი
რომელ მდინარეებს შორის მდებარეობს შუამდინარეთი?
ტიგროსი და ევფრატი
დღევანდელი რომელი ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარეობდა შუამდინარეთი?
ერაყი, სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, ირანისა და თურქეთის მცირე ტერიტორიები.
ყველაზე ძველი ცივილიზაცია?
შუმერი (დასაწყისსი არსებობდა ჰალაფებისა და უბეიდიანების პარალელურად)
შუმერების სავარაუდო გამოგონებები?
ბორბალი, დამწერლობა, ირიგაცია, სამართალი - კანონი
შუმერების არსებობის პერიოდი?
ძვ. წ. VI - ძვ. წ. III ათასწლეულებში.
შუამდინარეთში ცივილიზაციის დაბადების საფუძველი?
ადამიანის მიერ სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება დაიწყო ძვ. წ. VI ათასწლეულში. VI - V ათასწლეულებში რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები. მხოლოდ ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება და ევფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით, კლასების ჩამოყალიბება.
შუმერული დამწერლობის დაბადების საფუძველი?
ტაძრები ასრულებდა არა მხოლოდ რელიგიურ ფუნქციას, არამედ იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი. აქვე ინახებოდა მოსავლის მარაგი. დაახლოებით ძვ. წ. 3000 - ძვ. წ. 2900 წლებში ტაძრების მეურნეობა იმდენად გართულდა, რომ საჭირო გახდა უფრო რთული აღრიცხვის სისტემის შემუშავება, რამაც განაპირობა დამწერლობის შექმნა.
პირველი შუმერული ქალაქის დაბადების საფუძველი?
დაიწყო დასახლებების ზრდა. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში დიდ დასახლებებს, სადაც ტაძრებიც იყო, გალავნები შემოარტყეს და ასე წარმოიშვა პირველი ქალაქები.
რა მასალაზე/მასალით კეთდებოდა პირველი წარწერები?
თიხის ფილებზე ლერწმით
რატომ ქონდა ლურსმების ფორმა დამწერლობას?
თიხის ფირფიტაზე რთული იყოს სხვა ფორმების ამოკვეთა
რა არის ძირითადად აღწერილი ფირფიტებზე?
თავიდან, და დიდხანს, ძვ. წ. 2400 წლამდე მხოლოდ ციფრებს და პროდუქციას ინიშნავდნენ. მხოლოდ მოგვიანებით მოიფიქრეს სხვა ინფორმაციის ჩაწერაც. ლურსმული დამწერლობით გრამატიკული ფორმების სრულად გადმოცემა ალბათ შეუძლებელია და მხოლოდ საგნებს და მოქმედებებს აღნიშნავს.
ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს შუმერებმა შექმნეს ერთგვარი პრიმიტიული ისტორია, ე. წ. „მეფეთა სიები“. ამ სიაში მოხვდნენ არა მხოლოდ ისტორიული, არამედ მითური პერსონაჟებიც. სია ვერ დაიკვეხნიდა ვერც სიზუსტით, რადგან ზოგი მეფეები არა ერთი მეორეს მიყოლებით მეფობდნენ, არამედ პარალელურად, ზოგი მეფე კი არა უმაღლესი ქურუმიც იყო.
დაიბადა პირველი ბიუროკრატიული სახელმწიფოს პირველი კანონთა კრებული ურუკაგინას კოდექსი რეფერენსდება ხოლმე, მაგრამ არაა ნაპოვნი. პირველი ჩანაწერები ნაპოვნია ურუნამოს მეფობისას)
რას ეძახდნენ მესოპოტამიელები (შუმერები) თავის თავს?
მესოპოტამიელის თვითდასახელება იყო „შავთავიანი“, შუმერულად „ùĝ saĝ gíg-ga“, აქადურად „ცალმატ-კაქადი“.
რომელი ცნობილი ნაწარმოებები არსებობს შუმერულად?
შუმერული ლიტერატურის ყველაზე ცნობილი ძეგლია გილგამეშის ეპოსი. ეს არის ლეგენდების კრებული ძვ. წ. XXVII საუკუნის ურუქის მეფის გილგამეშის გმირობების შესახებ, რომელიც, მოგვიანებით, აქადურად ითარგმნა. ამ ეპოსში არის უთნაფიშთიმის ამბავი, რომელიც გადაურჩა წარღვნას. სწორედ ეს ლეგენდაა ბიბლიური ნოეს პროტოტიპი.
როგორ თანაარსებობდნენ შუმერები და აქადნელები
ათასწლელების განმავლობაში თანაარსებობდნენ დიდი ომების გარეშე, რადგან არ არსებობდა სახელმწიფოები. ძირითადი კონფლიქტები პატარა დასახლებებს არ სცდებოდა, სავარაუდოდ
როგორ აღმოაჩინეს შუმერები?
პირველად შუმერების შესახებ შეიტყვეს ასირიული ლურსმული ფირფიტებიდან XIX საუკუნეში. ასევე აღმოჩენილ იქნა უცნობ ენაზე დაწერილი ფირფიტები. ლინგვისტებმა „გამოთვალეს“, რომ ეს უცნობი შუმერული ენაა და რადგან არსებობს შუმერული ენა, უნდა ეარსებათ შუმერებსაც. ამის შემდეგ არქეოლოგებმა დაიწყეს შუმერების არსებობის დამამტკიცებელი საბუთების ძებნა შუამდინარეთში და მალე იპოვეს კიდეც.
აქადის იმპერია?
აქადის იმპერია იყო ქალაქ აქადის (ჩრდილოეთ შუმერეთი) გარშემო ჩამოყალიბებული სახელმწიფო და პირველი იმპერია მსოფლიოში. აქადის იმპერიის დამფუძნებლად სარგონ ძველი მიიჩნევა. იმპერიამ იარსება ძვ. წ. 2350 - ძვ. წ. 2150 წლებში. სახელმწიფო მმართველობის ენად რჩებოდა შუმერული, (ზოგან წერია, რომ აქადური იყო შუმერული დამწერლობით) ხოლო სალაპარაკო ენად ძლიერდებოდა აქადური (ერთ-ერთი სემიტური ენა)
აქადური ენა?
აქვს ორი დიალექტი - ასურული (ჩვ. წ.-მდე VII საუკუნემდე) და ბაბილონური (პირველი ათასწლეულის ბოლომდე).
ბაბილონის მდებარეობა და მნიშვნელობა?
ძვ. წ. III ათასწლეულის მე-2 ნახევარი – ძვ. წ. IV საუკუნე. მდებარეობდა შუამდინარეთში, მდ. ევფრატის ნაპირზე. მისი ნანგრევები ბაღდადიდან 80 კმ სამხრეთითაა.
აქ შექმნილმა ახალმა საკულტო ეპოსმა სამყაროს შექმნის შესახებ („ენუმა ელიშ“), განამტკიცა წარმოდგენა ქალაქ ბაბილონზე, როგორც მსოფლიოს კოსმოლოგიურ და თეოლოგიურ ცენტრზე.
ბაბილონური რუკა?
მასზე დედამიწა წარმოდგენილია, როგორც ოკეანეში მოცურავე მრგვალი დისკო; ცენტრში ქალაქი ბაბილონია მართკუთხედის ფორმაში. მდ. ევფრატი, რომელიც წრეს ზევიდან ქვევით კვეთს, ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს.
ბაბილონის მნიშვნელოვანი ისტურიული მოვლენები?
ქალაქისათვის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა აღმოჩნდა ძვ. წ. 689 წელს ბაბილონელთა ურჩობისაგან განრისხებული ასურეთის მეფის, სინახერიბის ბრძანება, რომლის თანახმადაც ბაბილონი დაანგრიეს და აღგავეს პირისაგან მიწისა.
მხოლოდ VII საუკუნის ბოლოს შეძლო ბაბილონეთმა ასურეთის ბატონობისაგან განთავისუფლება. ასურეთის მეფის ნაცვალი ბაბილონეთში, ქალდეელი ნაბუფალასარი განუდგა ასურეთს და თავი ბაბილონეთის მეფედ გამოაცხადა. ასურეთის წინააღმდეგ იგი მიდიელებს შეუკავშირდა. ასურეთის დაცემის შემდეგ, კიაქსართან ერთად გაიყო ასურეთის ტერიტორია. ასე შეიქმნა ახალი ბაბილონის სამეფო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა ნაბოფალასარის მემკვიდრის ნაბუქოდონოსორ II-ის (ძვ. წ. 604 - ძვ. წ. 562) ზეობაში. დაპყრობითს ომებს ძირითადად სირიისა და პალესტინის წინააღმდეგ აწარმოებდა. ძვ. წ. 586 წელს ნაბუქოდონოსორ II-მ დაანგრია იერუსალიმი და ბაბილონეთში გადაასახლა 70 ათ. ებრაელი (ე. წ. ბაბილონის ტყვეობა), წარმატებით ილაშქრა ეგვიპტელების წინააღმდეგ და უზრუნველყო ბაბილონეთის უშიშროება (პალესტინის სამხრეთ საზღვარზე). ამ პერიოდში ბაბილონეთი მიდიასთან ერთად წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო.
თითქმის მთელი წინა აზია დაიპყრო გაძლიერებულმა აქემენიდთა სახელმწიფომ. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონს, კიროს II მიადგა.
ასერეთის არსებობის პერიოდი?
სახელმწიფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. ჩამოყალიბდა ძვ. წ. II ათასწლეულში შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში და იარსება ძვ. წ. VII საუკუნის ბოლომდ