უძველესია ცივილიზაციას - ლექცია პირველი Flashcards
რომელი ძველ აღმოსავლური ცივილიზაციების ტექსტებში გვხვდება ინფორმაცია
უძველესი, ძვ.წ. XII-VIII სს. სამხრეთ ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანების შესახებ? რა ეწოდებოდა მას?
ასურულ და ურარტულ წყაროებში. ასურელები მას უწოდებდნენ დაიაენს,ხოლო ურარტუელები კი დაიუხს
რაზე მიგვანიშნებს და რა დანიშნულება აქვს ურარტუს მეფეების ბრძანებითგაკეთებული წარწერების, სტელების, ბარელიეფების არსებობა იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ისტორიულად დიაოხის სახელმწიფო უნდა არსებულიყო?
ეს წარწერები მიანიშნებს ურარტუელი მეფეების მიერ ამ ტერიტორიების დალაშქვრას,და კონკრეტულად წარწერის დანიშნულება იყო, განდიდება,წარმოჩენა ვიანიდან იმ პერიოდში არ არსებობდა მასობრივი კომუნიკაცია ქვაზე წარწერებით მეფეები ახდენდნენ საკუთარი გმირობების წარმოსახვას გარკვეული გაბუქებით.
დიაოხის ისტორიული ტერიტორია მოფენილია მეგალითური შენობებითა და
ციხესიმაგრეებით. რას ნიშნავს მეგალითური ნაგებობა?
სალესი მასალის გარეშე, მშრალი წყობით, დიდი ქვებით ნაშენი ნაგებობები.
რა მიზეზებს შეიძლებოდა გამოეწვია დიაოხისა და კულხას ისტორიულიწყაროებიდან გაქრობა ძვ.წ. VIII საუკუნის შემდეგ?
არსებობს მოსაზრება რომ დიაოხის გაქრობა გამოწვეული იყო მისი კულხას მიერ დაპყრობით,ხოლო ძვ.წ მერვე საუკუნიდან მათი წყარებიდან გაქრობად მიიჩნევენ რომ ისინი,როგორც ცალკეული პოლიტიკური ერთეულები ამ პერიოდის შემდგე აღარ ჩანან პოლიტიკურ ასპარესზე,ვინაიდან მათ დაიწყეს ჩრდილოეთით სამხრეთ საქართველოსკენ მიგრაცია და დასახლება.
რა ეწოდებოდა კულხას ქალაქს, რომლის ადგილზეც შუა საუკუნეებში, სავარაუდოდ, არტანუჯი უნდა აშენებულიყო?
ილდამუში