სისხლძარღვები და იმუნიტეტი Flashcards
(8 cards)
დაახასიათე არტერიები
არტერიები ძარღვებია, რომლებითც სისხლი გულიდან მოედინება.
მათ მკვრივი, დრეკადი კედლები აქვთ, რომლებიც გლუვი კუნთებისაგან შედგება.
დაახასიათე კაპილარები
ყველაზე წვრილი არტერიები იყოფა უწვრილეს კაპილარებად.
მათი კედელი ბრტყელი უჯრედების ერთი შრისაგან შედგება.
ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 150 მილიარდი კაპილარია.
დაახასიათე ვენები
სისხლი ვენებში გროვდება და ვენებით იგი გულისკენ მიედინება.
ვენებში სისხლის წნევა დაბალია და
მათი კედლებიც ბევრად უფრო თხელია, ვიდრე არტერიების.
ჩამოთვალე სისხლძარღვები
1) არტერიები (გულიდან გამოაქვთ სისხლი)
2) ვენები (გულში შეაქვთ სისხლი)
3) კაპილარები (არიან უწვრილესი, ქსელავენ მთლიან ორგანიზმს)
რა არის ათეროსკლეროზი?
გულ-სისხლძარღვთა დაავადებაა, რომელიც ხშირად ასაკოვან ხალხს აქვთ.
ამ დაავადების მთავარი მიზეზი - ქოლესტერინია (ცხიმი).
დაახასიათე აქტიური იმუნიტეტი
ორგანიზმი, კერძოდ კი B ლიმფოციტები თვითონ ამზადებენ ანტისხეულებს და ისინი რჩება სისხლის პლაზმაში.
დაახასიათე პასიური იმუნიტეტი
ამ დროს B ლიმფოციტები ვერ ამზადებს თვითონ ანტისხეულებს, ამიტომ ისინი გარედან შეჰყავთ. ისინი არ რჩება სისხლში.
რას გვეტყვი ხელოვნურ (შეძენილ) იმუნიტეტზე
გვაქვს ვაქცინაციის შემდეგ (აქტიური), რის შედეგადაც ანტისხეულები რჩებიან ორგანიზმში
გვაქვს სამკყრნალო შრატის შეყვანის შემდეგ (პასიური), რის შედეგადაც ანტისხეულები არ რჩებიან ორგანიზმში