ჟურნალისტიკაა (ბოლოოოოოოოო) Flashcards
რა ფაქტორების მიხედვით არჩევს რედაქცია გააშუქებს თუ არა მომხდარ ამბავს?
ყველა პასუხი სწორია
პრესკონფერენცია
ოფიციალური/ საჯარო პირის მიერ ჩატარებული შეხვედრა, რომელიც იმართება ახალი ამბის განცხადების მიზნით. ჟურნალისტები სვამენ კითხვებს მიმართვის დროს
ახალი ამბის განმსაზღვრელი 8 ფაქტორი
დროულობა- ახალი ამბავი დროული უნდა იყოს
გავლენიანობა- მოვლენები, რომლებიც გავლენას იქონიებს ბევრზე
გამორჩეულობა- მოვლენები, რომელბიც ცნობილ ხალხს ეხება
სიახლოვე- გეოგრაფიული ან ემოციური სიახლოვე
კონფლიქტი- დებატები, კონფლიქტების განხილვა
უჩვეულობა- განსხვავებული ამბები
აქტუალურობა- მივიწყებულ ინფორმაციას რომ ყურადღების ცენტრში მოაქცევ
აუცილებლობა- თუ ჟურნალისტი აღმოაჩენს ამბავს, რომელიც მისი არსით გასაჯაროებას მოითხოვს
შეიძლება თუ არა ნათესავი გახდეს ინფორმაციის წყარო?
შეიძლება, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი
საჯარო ინტერესი
საკითხი, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს
როდის შეიძლება გასაჯაროვდეს თანამდებობის პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია?
როდესაც მისი მკურნალობის თანხა ბიუჯეტიდან იხარჯება
რეპორტიორს უნდა ახასიათებდეს
დაჟინებული,სამართლიანი, მცოდნე, ნიჭიერი, საზრიანი, მამაცი, თანამგრძნობი
რა კითხვებს უნდა პასუხობდეს ახალი ამბავი ძირითად შემთხვევაში
ვინ
რა
სად
როდის
როგორ
რატომ
ინფორმაციის მოპოვების სამი წყარო
პირადი დაკვირვებები, დოკუმენტები ჩანაწერები, ინტერვიუ
ახალი ამბის შემადგენელი ნაწილია
ყველა სწორია
რა არის ახალი ამბავი
ახალი ამბავი არის ის რაც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე სხვადასხვა გზით
ვის შეუძლია დაავალდებულოს ჟურნალისტს წყაროს გათქმა
არავის
ახალი ამბის კომპონენტები
ზუსტი, დაბალანსებული, სამართლიანი, გამოირჩევა წყაროების მითითებებით, ობიექტური, სხარტი და ფოკუსირებული, კარგად დაწერილი
რა არის ჩართული ჟურნალისტიკა
რეპორტიორისგან მოითხოვს დაივიწყოს დამკვირვებლის როლი და შეუერთდეს ჯგუფის საქმიანობას
როგორ უნდა შესწორდეს გავრცელებული არასწორი ინფორმაცია
ძირითად შემთხვევაში აუცილებელია იმავე ბმულზე უნდა ჩასწორდეს და მიეთითოს რა შეიცვალა
რა ფორმით არის შესაძლებელი საჯარო ინფორმაციის მიღება ადმინისტრაციული ორგანოდან
როგორც ელექტრონულად, ისე წერილობითი სახით
რა განსხვავებაა ბუნებრივ და ადამიანურ უფლებებს შორის
ბუნებრივი უფლება არის ის საყოველთაო უფლება, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია, რისი ჩამორთმევაც მთავრობას არ შეუძლია. ბუნებრივი უფლება არსებობს მაშინაც თუ ის მთავრობის მიერ არ არის აღიარებული
ადმინისტრაციულ ორგანოში რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება გასაიდუმლოვდეს
პერსონალური ინფორმაცია
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ რა ვადაში უნდა მიაწოდოს ჟურნალისტს უწყებაში დაცული საჯარო ინფორმაცია თუ მას დამუშავება არ სჭირდება?
დაუყონებლივ, არა უგვიანეს 10 დღეში
ახალი ამბების ფილტრი (პირველი, მეორეული, მესამეული ინფო)
პირველადი ინფორმაცია ეფუძნება რეპორტიორის უშუალო დაკვირვებას. მეორეული ეფუძნება თვითმხილველის მონაყოლს
მესამეული ეფუძნება ამბავს, რომელიც მოგვაწოდა წყარომ, რომელსაც სხვამ აცნობა
როდის შეიძლება რედაქციამ ამბის უწყვეტ რეჟიმში გაშუქების გადაწყვეტილება მიიღოს
ყველა პასუხი სწორია
რას შეიცავს ლიდი
კონკრეტულ ინფორმაციას, შემთხვევის დროსა და თარიღს, ადგილმდებარეობას, ინფორმაციის წყაროს
მინიმუმ რამდენი წყარო უნდა ამტკიცებდეს რომ ჟურნალისტმა დადასტურებულად ინფორმაცია გაავრცელოს
2 დამოუკიდებელი წყარო
რომელ ვებსაიტზე შეიძლება ჟურნალისტებმა კანონის მოქმედი რედაქცია მოიპოვონ
matsne.gov.ge
ნარკვევი
რომ გაართოს მკითხველი ან ასწავლოს მას რაიმე. გადასცეს მკითხველს რთული აზრი და დაეხმაროს მას მის გაგებაში
ბრიფინგი
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა
ჟურნალისტი პარლამენტში ღია საკომიტეტო მოსმენაზე
ყველა შემთვევაში უნდა დაუშვან
შეიძლება თუ არა ონლაინ მედიის წარმომადგენლის ვიდეოგადაღება დარბაზში
არ შეიძლება
კარგად დაწერილია ამბავი თუ ის
იპყრობს მკითხველის ყურადღებას, ნათლად გადმოსცემს ამბავს და არწმუნებს მაყურებელს რომ ამბავი ზუსტი და სრულია
შესაძლებელია თუ არა ნაფიც მსაჯულების გადაღება
არა
თუ კი საჯარო უწყება უარს ამბობს ინფორმაციის გაცემაზე, ჟურნალისტს
შეუძლია გაასაჩივროს ადმინისტრაციულ ორგანოშივე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ზემდგომთან და შემდეგ სასამართლოში
რა შემთხვევაში შეიძლება გასაჯაროვდეს საჯარო მოხელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია
როდესაც მკურნალობის ხარჯს დახარჯავს ბიუჯეტიდან
ჟურნალისტს წყაროს გათქმის ვალდებულება
არ აქვს, რადგან ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოება დაცულია
როდის შეიძლება სასამართლო სხდომა დაიხუროს ჟურნალისტებისთვის
როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება
რა არის D-A-D
dialogue- დიალოგი
action- ქმედება
description- აღწერა
თუ ეს კომპონენტები ამბავში არ არის, მისი წაკითხვა მოსწყინდებათ
ამობრუნებული პირამიდა
ორიენტირებულია ამბავზე თუ რა მოხდა და სად განვითარდა მოვლენა და არა პირებზე
რა არის ბექგრაუნდი
ფონური ინფორმაცია, რომელიც აღწერს მოვლენის ნამხლებ ინფორმაციას
მანტრა
გავლენა, ძირითადი ამბავი და სიტყვები
ვინ შეიძლენა გახდეს ჟურნალისტის ინფორმაციის წყარო
ყველაფერი საიდანაც ჟურნალისტი ინფორმაციას იღებს ინფორმაციის წყაროა
შეუძლია თუ არა პრეზიდენტს მოგთხოვონ მასალის ჩასწორება
არა რადგან მასალის შესწორებაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ რედაქცია იღებს
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ საჯარო უწყებას არ შეუძლია
მოითხოვოს დაზუსტება თუ რა მიზნისთვის გჭირდებათ ინფორმაცია
რომელ ვებსაიტზე შეიძლება მოიძიოთ თანამდებობის პირთა ქონების შესახებ ინფორმაცია
declaration.ge
ჟურნალისტი პარლამენტში ღია სესიაზე
ყველა შემთვევაში უნდა დაუშვან
თუ გადაწყვეტთ რომ პარლამენტის წინ ჩატარებული აქცია გააშუქოთ, ნებართვა ვისგან უნდა აიღოთ?
ნებართვა საჭირო არ არის
მონაცემთა ღია ბაზა
idfi.ge
შამპანურის ჭიქა
მნიშვნელოვანი ამბები თავსა და ბოლოში
წყაროს ოთხი სახე
საჯარო- წყაროს მითითება სახელითა და წოდებით
დაფარული- განცხადების პირდაპირი ციტირება წყაროს სახელის მიუთითებლად
ღრმად დაფარული- ინტერვიუს დროს ნათქვამის გამოყენება, მაგრამ არა პირდაპირი ციტირება
კონფიდენციალური- ინფორმაცია მხოლოდ ჟურნალისტისთვისაა, არ უნდა გაჟჭერდეს და დაიბეჭდოს