პაპიზმი და საღვთო რომის იმპერია Flashcards
(12 cards)
919 წელს ვინ გამოაცხადეს საქსონიის (შემდეგ გერმანიის) ჰერცოგად?
ჰაინრიხ I
რისთვის აშენებდნენ პატარა სიმაგრეებს - ბურგებს ?
მომთაბარე უნგრელებთან ომის დროს მოსახლეობის დასაცავად.
როდის აკურთხეს ოტო I (ჰაინრიხის შვილი) საღვთო რომის იმპერატორად?
962 წელს
რა ტერიტორიას მოიცავდა მე-10 საუკუნეში საღვთო რომის იმპერია ?
გერმანიასა და ჩრდ. იტალიას
რა მეტყველებს იმაზე, რომ ოტოს მმართველობის დროს ეკლესია იმპერიის სრულ დაქვემდებარებაში იყო?
963 წელს ოტომ თავისთვის არასასურველი პაპი გაასამართლა, გადააყენა და მის ნაცვლად მისი მასწავლებელი ჰერბერტი დასვა, რომელიც ცნობილია პაპ სილვესტერ II-ის სახელით.
რა მოიმოქმედა ოტომ იმისთვის, რომ სამხრეთ იტალიასთან დამეგობრებულიყო?
თავისი ვაჟი ბიზანტიის მმართველის ასულს შერთო
ვინ იყვნენ კლიუნელი ბერები?
დიდი ავტორიტეტით მოსარგებლე ბერები, რომლებიც ცდილობდნენ შეექმნათ დამოუკიდებელი ეკლესია.
ვინ იყო და როდის მოღვაწეობდა გრიგორი VII?
თავიდან იყო კლიუნელი ბერი, რომელიც შემდგომ რომის პაპი გახდა (1073-1085)
გრიგორსა და ჰაინრიხ მეოთხეს შორის დაპირისპირება
იმპერატორი ჰაინრიხ მეოთხე არ ემორჩილებოდა პაპს, მან ვორმსში სასულიერო პირები მოიწვია და პაპი გადააყენა, რის შემდეგაც პაპმა იმპერატორი ეკლესიისგან განკვეთა, ამის შედეგად გერმანელი მთავრები ჰაინრიხს აუჯანყდნენ, ჰაინრიხი იძულებული შეიქმნა, რომ პაპს დამორჩილებოდა და იგი კანოსის ციხე-დარბაზში 3 დღის მანძილზე პატიებას სთხოვდა.
რითი მოეღო ბოლო ინვესტიტურისთვის ბრძოლას?
1122 წლის ვორმსის კონკორდატით, რომლის მიხედვითაც ინვესტიტურა იქნებოდა ორგვარი. 1. სასულიერო (ბერგუნდიასა და იტალიაში ეპისკოპოსებს აირჩევდა სასულიერო პირები და პაპი დაამტკიცებდა) და 2. საერო (გერმანიაში არჩევნებს დაესწრებოდა და ეპისკოპოსებს დაამტკიცებდა იმპერატორი.)
ვის დროს აღწევს ზენიტს პაპის ძალაუფლება?
ინოკენტი III-ის(1198-1216) დროს, სადაც პირველად გამოცხადდა რომ დედამიწაზე ქრისტეს მოადგილეა პაპი.
მას შემდეგ რაც 984 წელს ოტომ რომის წინააღმდეგ გაილაშქრა, ხოლო პაპი იტალიაში გაიქცა, რამ აღადგინა პაპის მნიშვნელობა?
ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყებამ