მცენარეთა Flashcards
მაკროელემენტები
P, S, K, Ca, Mg, Fe, Al, Si, Na
მიკროელემენტები
Mn, Cu, Zn, Co, Mo, B, Cl
P-ფოსფორი
- მცენარეში შეაღწევს მხოლოდ უმაღლესი ჟანგეული მარილებიდან. მცენარეში დაჟანგული სახით რჩება. არის დამჟანგველი ფერმენტების აუცილებელი კომპონენტი.
- შედის ადფ-სა და ატფ-ს შემადგენლობაში. ფოსფორი მონაწილეობს უჯრედის უმნიშვნელოვანესი ნაერთების ბიოსინთეზში.
- ფოსფორი ძველი, მომაკვდავი ნაწილებიდან ახალგაზრდა ორგანოებისკენ ინაცვლებს და ხელახლა ემბება ნივთიერებათა ცვლაში.
- ფოსფორი აძლიერებს მცენარის ღეროს და ფესვთა სისტემას, აჩქარებს ნაყოფის დამწიფებას, აუმჯობესებს მის ხარისხს, აძლიერებს მცენარის გვალვა და ყინვაგამძლეობის, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგობის უნარს.
- ფოსფორი უშუალოდ მონაწილეობს მცენარის ყველა სასიცოცხლო პროცესში.
ფიტინი
ფოსფორის ძირითადი სამარაგო ნაერთი
K-კალიუმი
შეიცავას მცენარის ყველა ნაწილი.
- მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების წარმოქმნაში, განაპირობებს მცენარეთა მაღალ მდგრადობას დაავადებებისადმი.
- ხელს უწყობს ფოტოსინთეზის გააქტიურებას, აძლიერებს ვიტამინების სინთეზს, ზრდის ნაყოფში შაქრის შემცველობას, ზრდის მოსავლიანობას.
- ნიადაგში კალიუმის ნაკლებობა ხშირად მცენარეებზეც ვლინდება; ფოთლის ნაპირები ხმება, უმეტეს შემთხვევაში ფოთლები მოყვითალო-ყავისფრად იფერება. ეს ნიშნები ჯერ ქვედა ფოთლებზე ვლინდება და თანდათანობით ზედა იარუსის ფოთლებზე ინაცვლებს.
S-გოგირდი
- მცენარე მას ითვისებს SO4-2 ფორმით, ხოლო მცენარეში იგი გარდაიქმნება SH-ჯგუფის შემცველ ნაერთებად. მისი სიმცირის ძალზე წააგავს აზოტის ნაკლებობის სიმპტომებს.
- გოგირდი შედის ყველა ცილის და კოფერმეტ-A შედგენილობაში. დიდი რაოდენობითაა ნიორში, მდოგვში.
- მისი უკმარისობისას მცენარეს ფოთლის ძარღვები უყვითლდება, ფოთოლზე ჩნდება წითელი ლაქები. გოგირდით შიმშილის დროს უფრო ხშირად ახალგაზრდა და ზოგჯერ ძველი ფოთლები იღებენ ყვითელ, ნარინჯისფერ და წითელ შეფერილობას. ზრდა შეფერხებულად მიმდინარეობს, რის გამოც ვითარდება მოკლე, ხეშეში წვრილი და სწორი ყლორტები. ფესვთა სისტემა ნორმალურად ვითარდება.
Ca-კალციუმი
- დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი უჯრედების ფორმირებაში. მნიშვნელოვანი საკვები ელემენტია.
- ადიდებს ციტოპლაზმის სიბლანტეს ასევე კალციუმი მონაწილეობს მჟაუნმჟავას დალექვაში. ის ასევე არაპირდაპირ მოქმედებს შაქრების გადადგილებაზე.
- კალციუმს დიდი რაოდენობით საჭიროებს მწვანე მცენარეები, განსაკუთრებით პარკოსნები, მცირედ მოძრავია და არა აქვს რეუტილიზაციის უნარი. კალციუმი გავლენას ახდენს ზოგიერთი მიკროელემენტის (B, Mn, Mo) შეთვისებაზე.
- განაპირობებს ფესვებისა და მიწისზედა ორგანოების ზრდის წერტილების და კვირტების დაზიანებას და ხმობას. ბირთვის არასწორი გაყოფა.
Mg-მაგნიუმი
- მონაწილეობს ნივთიერებათა გარდაქმნაში. მისი 50% იონურ, ხოლო დანარჩენი მეტალორგანული შენაერთების სახითაა. ქლოროფილში მას ცენტრალური ადგილი უჭირავს.
- ის ააქტიურებს სხვადასხვა ფერმენტებს. ახასიათებს რეუტილიზაციის ანუ მცენარეში შენარჩუნების და მრავალჯერადი გამოყენების უნარი.
- შიმშილის დროს მისი დაშლა იწყება ქვედა ფოთლებიდან, რომლებზედაც ვითარდება ძარღვთშორისი ქლოროზი, რომლის დროსაც ფოთლების ძარღვთშორისები აჭრელებულია ღია მწვანედ, ღია ყვითლად, ნარინჯისფრად, ან წითლად. ფოთლის ფირფიტაზე ჩნდება მოყვითალო ქლოროზით დავადებული უბნები, რომლებიც მოგვიანებით ხმებიან, იღებენ ყავისფერ შეფერილობას, ხდებიან მყიფე, მტვრევადი.
Fe-რკინა
- მონაწილეობს ქლოროფილის წარმოქმნაში, რადგან ქლოროფილი კატალიზდება რკინაშემცველი ფერმენტით. შედის ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების ფერემენტებში, რომლებიც დიდი როლს ასრულებენ ფოტოსინთეზსა და სუნთქვაში.
- რკინის ნაკლებობისას ცვივა ნაყოფები, ზიანდება ღეროს ზრდის კონუსი, ჩნდება ნეკროზები. თითქმის ყველა მცენარე ავადდება ქლოროზით. აღინიშნება ფოთლის კიდეების და წვერის ხმობა. შემდგომში მთელი ფირფიტა ხმება და ფოთლები ცვივა.
Si-სილიციუმი
- გროვდება მცენარის მიწისზედა ნაწილებში ცისტოლითების სახით
- ამაგრებს ღეროს და ფოთლებს, ხელს უშლის ბაქტერიების და სოკოების შეჭრას მცენარეში.
- მონაწილეობს მცენარეთა მეტაბოლიზმში.
Mn -მანგანუმი
- ააქტიურებს ზოგი ფერმენტის მოქმედებას.
- მისი უკმარისობისას ფერხდება ფოტოსინთეზი, მცირდება ქლოროფილის შემცველობა. ამ ელემენტით ხანგრძლივი შიმშილი აპირობებს ქლოროზით დავადებული ადგილების ხმობას და ყავისფერი ლაქების წარმოქმნას, ახალგაზრდა ფოთლების დახუჭუჭებას
Cu-სპილენძი
- ყველა მცენარეს სჭირდება. მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, შედის ფერმენტებში, სადაც კავშირშია ცილასთან.
- ზრდის ყინვაგამძლეობას.
- ქლოროფილს ხდის უფრო მედეგს დაშლისადმი.
- მისი ნაკლებობისას იჩაგრებიან მარცვლოვანები (შვრია, ქერი, ხორბალი) და ჭარხალი.
B-ბორი
- მოთხოვნა მცირეა, აუცილებელი ელემენტია (სელი, თამბაქო, ჭარხალი).
- ბორი დიდ გავლენას ახდენს მცენარის მტვრის მარცვლების გაღივებაზე და რიგ შემთხვევაში, მცენარის შეუჯვარებლობა აიხსნება ბორის არარსებობით
- მისი უკმარისობა: ამცირებს იმუნიტეტს, უმცირებს მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის უნარს. ზიანდება ზრდის წერტილები, აფერხებს ყვავილობას, შაქრის ჭარხალს ულპობს გულს.
Zn თუთიით
- ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ფერემენტთა აქტიურობას.
- შიმშილი აპირობებს მრავალი წვრილი ფოთლისა და და ფოთლების როზეტის განვითარებას. ახალგაზრდა ფოთლების ძარღვთშორისების ქლოროზის განვითარებას, რომლის დროსაც ფოთლები იღებენ ღია ყვითელ და მოწითალო ბრინჯაოსფერ შეფერილობას
- ამ ელემენტის ძლიერი დეფიციტის დროს ქლოროზული ხდებიან ძველი ფოთლებიც. შემდგომში დავადებული ფოთლები ხმებიან.
Mo მოლიბდენი
- მცირე რაოდენობითაა მცენარეში. ის ძალიან მნიშვნელოვანია აზოტფიქსატორი მიკროორგანიზმებისათვის.
- შედის ფერმენტ ნიტრატრედუქტაზას შედგენილობაში.
- მოლიბდენის სიმცირე აპირობებს აზოტოვანი ცვლის დარღვევას, ამიტომ მისი ნაკლებობის ნიშნები ძალზე წააგავს აზოტის დეფიციტის სიმპტომებს და პირველ რიგში ვლინდება პარკოსანი მცენარეების ახალგაზრდა ფოთლებზე. მოლიბდენის დეფიციტს მჟავე ნიადაგებში აქვს ადგილი.
N-აზოტი
- გავლენას ახდენს მცენარეთა ზრდის პროცესზე, იგი ცილის წყარო და მეტად სასიცოცხლო ელემენტია.
- მცენარეში არსებული ამინომჟავების, ცილების, ქლოროფილის, ალკალოიდების შეუცვლელი შემადგენელი ნაწილია.
- ნიადაგში განუწყვეტლივ მიმდინარეობს როგორც ორგანული ნივთიერების მინერალიზაცია _ ნიტრატებამდე, ისევე უკვუ პროცესიც _ მინერალური აზოტის შენაერთები მცენარისთვის შეუთვისებელ ორგანულ შენაერთებში აღდგებიან.
ამონიფიკაცია
ნიადაგის ორგანულ ნივთიერებაში შემავალი აზოტის ამიაკში გადასვლა
ნიტრიფიკაცია
ამიაკის ნიტრატამდე დაჟანგვა
დენიტრიფიკაცია
ნიტრატული აზოტის აღდგენა
უმდაბლესი მცენარეები Thallobionta
უმდაბლესი მცენარეების წარმოშობა მოხდა ორგანული სამყაროს განვითარების ადრეულ ანუ პირველი ეტაპის პერიოდში, როცა მცენარეები წყალში ცხოვრობდნენ. მათი ევოლუციური განვითარება არ მომხდარა და დღემდე პრიმიტიული აგებულების არიან.
უმდაბლესი მცენარეები ერთუჯრედიანი, კოლონიური ან მრავალუჯრედიანი ორგანიზმებია, რომელთა სხეული არ არის დიფერენცირებული ვეგეტაციურ და გენერაციულ ორგანოებად. მათი სხეული თალუსს წარმოადგენს, რომელსაც ტალოფიტი ეწოდება. უმდაბლესი მცენარეები მრავლდებიან, როგორც სქესობრივად, ასევე უსქესოდ. მათ შორის არიან ჰეტეროტროფებიც და ავტოტროფებიც.