მოქმედების პოტენციალი Flashcards
რა არის მოქმედების პოტენციალი და რა იწვევს მას ?
მემბრანული პოტენციალის სწრაფი რხევა, რომელსაც ნერვული, კუნთოვანი და ჯირკვლოვანი ქსოვილის აგზნება იწვევს, მოქმედების პოტენციალი ეწოდება.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოქმედების პოტენციალი აღმოცენდეს ?
ზღურბლოვანი ძალა, რომელიც მემბრანულ პოტენციალს შეცვლის.
როგორ ვრცელდება მოქმედების პოტენციალი ?
ვრცელდება ერთგვარი გეომეტრიით კუნთოოვანისა და ნერვული ქსოვილების გასწვრივ.
რა პრინციპს ემყარება მოქმედების პოტენციალი ?
“სულ, ან არაფრის” პრინციპს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეზღურბლოვანი გამღიზიანებელი არ გამოიწვევს პოტენციალის ცვლილებას (გაუტოლდება “არაფერს”), ხოლო ზღურბლოვანი გამღიზიანებელი მაქსიმალურ ეფექტს მოგვცემს (გაუტოლდება “სულ”-ს)
თუ ზღურბლოვანი ძალა მაქსიმალურ ეფექტს მიაღწევს, რა მოხდება მაშინ ?
გამღიზიანებლის შემდგომი გაზრდით მოქმედების პოტენციალის ამპლიტუდა აღარ შეიცვლება.
წარმოადგინე ქვეზღურბლოვანი გამღიზიანებლის პროპორცია :
ქვეზღურბლოვანი გამღიზიანებელი აგზნებად უჯრედში წარმოქმნის “ლოკალურ პასუხს”. შესაბამისად, რაც უფრო დიდია ქვეზღურბლოვანი გამღიზიანებლის ძალა, მით მეტია ლოკალური პასუხის სიდიდე.
რას არ გამოხატავს “სულ” (ეფექტური გამღიზიანებელი) ?
“სულ” არ ნიშნავს იმას, რომ აგზნებადი უჯრედის მოქმედების პოტენციალის გაზრდა შემდგომში არ იქნება შესაძლებელი.
როდის შეიძლება მოქმედების პოტენციალი დამოკიდებული გახდეს გაღიზიანების ძალის სიდიდეზე ?
კონკრეტული პირობის შექმნისას, თუნდაც ეს იყოს Na-ის ინაქტივაციისა და Ka-ის აქტივაციისას (ეს განვლადობის შემცირება-გაზრდის მაგალითია).
ბუნებრივ პირობებში, რა გამოიწვევს ნერვული ბოჭკოს გაღიზიანებას ?
რეცეპტორების ან ნერვული უჯრედის აგზნება.
რას გამოიწვევს ნერვულ დაბოლოებებთან მიღწეული მოქმედების პოტენციალი ?
ქიმიური ნივთიერებების (მედიატორების) გამოყოფას. ისინი კუნთოვან და ნერვულ უჯრედებზე სიგნალის გადაცემაში ჩაერთვებიან.
რა ხდება მოქმედების პოტენციალის დეპოლარიზაციისას ?
მოქმედების პოტენციალი არ ქრება, პირიქით იგი მცირდება ნულამდე და მემბრანის შიდა ზედაპირი დადებითად, ხოლო გარეთა - უარყოფითად იმუხტება (ინვერსია).
რა ხდება მოქმედების პოტენციალის რეპოლარიზაციისას ?
მოქმედების პოტენციალი უბრუნდება საწყის სიდიდეს (რევერსია).
იშვიათად რა აღინიშნება მოქმედების პოტენციალის ბოლოს ?
აღინიშნება რეპოლარიზაციის შენელება, რომელსაც უარყოფითი კვალის პოტენციალს უწოდებენ. მას მოსდევს ჰიპერპოლარიზაცია და ამის შემდეგ ვიღებთ დადებითი კვალის პოტენციალს.
საფუძვლად რა უდევს მოქმედების პოტენციალის აღმოცენებას ?
იონთა რაოდენობის თანმიმდევრული ცვლილება დროის ერთეულში.
რით ხასიათდება პოტენციალდამოკიდებული მართვადი არხები ?
შერჩევითი განვლადობითა და ელექტროაგზნებადობით.
რა მახასიათებლები აქვთ იონთა არხებს ?
მართვის მახასიათებელი - მართვადი და არამართვადი არხები. ცხადია არამართვად არხებში იონები გაცილებით ნელა გადაადგილდებიან ელქიმიური გრადიენტის პირობებში.
სიჩქარე;
აქტივაცია/ ინაქტივაცია;
ზოგადად დაახასიათე კალიუმის არხი :
ნატრიუმის არხი არამართვადია და მემბრანული პოტენციალის აღმოცენებაში მონაწილეობს.
ზოგადად დაახასიათე ნატრიუმის არხი :
ნატრიუმის არხი პოტენციალმგრძნოებიარე სწრაფი არხია და წამყვანია მოქმედების პოტენციალის დეპოლარიზაციის პროცესში.
ზოგადად დაახასიათე კალციუმის არხი :
კალციუმის არხი პოტენციალმგრძნობიარე ნელი არხია და მონაწილეობს მოქმედების პოტენციალის დეპოლარიზაციის ფაზაში.
ზოგადად დაახასიათე ქლორის არხი :
ქლორის არხი პოტენციალმგრძნობიარეა და გვხვდება კარდიომიოციტებში.
რისგან შედგება არხი (იონური არხიც) ?
ყელისა და სელექციური ფილტრისგან. იონური არხი ასევე შედგება ჭიშკრის მექანიზმისგანაც.
რით ხასიათდება მსგავსი არხების სისტემები ?
ურთიერთგავლენის უნარით. ერთი არხის გახსნა მეორეს გახსნას გამოიწვევს და ა.შ.
რა არის მემბრანის განვლადობა ?
მემბრანის განვლადობა არის მემბრანის უნარი გაატაროს წყალი, დამუხტული და დაუმუხტავი ნაწილაკები დიფუზიისა და ფილტრაციის მექანიზმებით.
რა არის გამტარობა ?
გამტარობა არის უნარი დამუხტული ნაწილაკებისა, რომელიც იონებს გრადიენტის მიმართულებით ამოძრავებს.
რა უნდა გავითვალისწინოთ არხის გამტარობის შესახებ ?
ის ფაქტი, რომ გამტარობა აბსოლუტური არაა. არხის სახელი მიგვითითებს იმაზე, რომ კონკრეტული არხი კონკრეტულ იონს უფრო კარგად ატარებს.
რომელ ორ ძირითად თვისებას განსაზღვრავენ იონთა მართვადი არხები ?
სელექციურობასა და ცვლად გამტარობას.
როგორი სახის ჭიშკრები არსებოს ?
სწრაფი (h) და ნელი (n) აქტივაციის ჭიშკრები.
ბუნებრივ პირობებში რა გამოიწვევს მოქმედების პოტენციალის წარმოქმნას ?
ადგილობრივი დენები, რომლებიც აგზნებულსა და მოსვენებულ უბნებში აღმოცენდებიან.
როგორი სახის გამღიზიანებელი არსებობს ?
ადეკვატური და არაადეკვატური.
(სამიზნე) (?)
რით განისაზღვრება ლოკალური პასუხი და მოქმედების პოტენციალი ?
მემბრანაში Na-ის იონების განვლადობის მომატებით და პოტენციალის შემდგომი ცვლილებით;
როდის გაიზრდება ლოკალური პასუხის ამპლიტუდა ?
მაშინ, როდესაც გამღიზინებელი უფრო ახლოს იქნება ზრურბლოვან გამღიზიანებელთან.
რა არის რეობაზა ?
რეობაზა მინიმალური დენის ძალაა, რომელიც გაღიზიანებას იწვევს.
რა არის ქრონაქსია ?
ქრონაქსია არის დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოქმდებდეს ორმაგი რეობაზის ტოლი დენი გაღიზიანების წარმოსაქმნელად.
ახსენი აკომოდაციის ფენომენი :
დენის ძალის მზარდი მატებისას მისი განვითარების სისწრაფე იზრდება. შემცირებისას გამღიზიანებელზე პასუხი საერთოდ აღარ მიიღება. ნელა მზარდი დენის ძალით გამღიზიანებლისადმი აგზნებადი უჯრედის “შეგუების” მოვლენას აკომოდაცია ეწოდება.
რა არის რეფრაქტორული პერიოდი ?
მომენტი, როდესაც სრული აუგზნებადობის ფაზა ისადგურებს. გამოწვეულია gNa-ის პრაქტიკული მარაგის ამოწურვით.
რა არის შეფარდებითი რეფრაქტერობის ფაზა ?
რეპოლარიზაციის ფაზა, რომლის დროსაც ნატრიუმის არხების გახსნა და კალიუმის არხების დახურვა შეიმჩნევა.