მექანიკა Flashcards
მექანიკა არის
ფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სხეულის მექანიკურ მოძრაობას
არსებობს მექანიკის ორი სახე
კლასიკური და კვანტური
მექანიკის დარგებია:
კინემატიკა, დინამიკა და სტატიკა
კინემატიკა შეისწავლის:
მოძრავი სხეულის მდებარეობის, მისი სიჩქარისა და აჩქარების ცვლილებას დროში
დინამიკა შეისწავლის:
მოძრავი სხეულის მექანიკური მოძრაობების გამომწვევ ძალასა და მათ მოქმედებას
სტატიკა შეისწავლის:
სხეულთა წონასწორობის პირობებს, როდესააც მასზე მოქმედი ძალები ერთმანეთს აბალანსებს (ან არ აბალანსებს)
მექანიკური მოძრაობა ეწოდება
დროის განმრავლობაში სხეულის მდებარეობის ცვლილებას სივრცეში სხვა სხეულების მიმართ
თუ სხეულის ზომებს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ის შეიძლება შეცვალოთ
ნივთიერი ანუ მატერიალური წერტილით.
სხეულის მოძრაობის აღწერა მოხერხებულია რომელიმე
ათვლის სისტემაში
ათვლის სხეული ეწოდება
სხეულს რომლის მიმართაც მოძრაობა განიხილება
პირობით სათავედ შეიძლება ავირჩიოთ
ათვლის სხეულის მდებარეობა
სხეულის მდებარეობა და მისი მოძრაობა (ან უძრაობა)
ფარდობითია
მოძრაობას რომლის დროსაც სხეულის ყველა წერტილი ერთნაირად მოძრაობს,
გადატანით მოძრაობა ეწოდება
ბრუნვითი მოძრაობისას სხეული ბრუნავს
რაიმე წერტილის ან ღერძის ირგვლივ, ბრუნვის მიმართულების შეუცვლელად
რხევითი მოზრაობა ეწოდება
მოძრაობას, რომლის დროსაც სხეული წონასწორობის მდგომარეობიდან რიგრიგობით გადაიხრება ხან ერთ, ხან მეორე მხარეს.
ბრუნვითი, რხევითი და წრიული მოძრაობა
პერიოდული მოძრაობებია. ასეტ მოძრაობებს ახასიათებენ ფიზიკური სიდიდეებით ,,პერიოდი “ და ,, სიხშირე”
პერიოდს ვუწოდებთ:
ერთი სრული ბრუნის, ერთი სრეული რხების, ან ერთი სრული წრიული მოძრაობის შესასრულებლად საჭირო დროს
პერიოდის ერთეილი SI სიტემაში არის
,,წამი” (წმ.)
,,სიხშირე” გვიჩვენებს:
რამდენი ბრუნი,რხევა ან წრიული მოძრაობა სრულდება დროის ერთეულში
,,სიხშირის” ერთეულია
1/წამი რომელსაც “ჰერცი” ეწოდება
სიხშირისა და პერიოდს შორის კავშირი გამოისახება
T=1/f
ტრაქეტორია ეწოდება:
სხეულის მოძრაობის გზის ფორმას

დროის მოცემულ მომენტში მოძრავი სხეულის მდებარეობის გასაგებად უნდა ვიცოდეთ მისი
გადაადგილება
გადაადგილება ეწოდება
წრფის მონაკვეთს რომელიც აერთებს საწყის მდებარეობას საბოლოოსთან.
გადაადგილებას გააჩნია სიდიდე და მიმართულება ასეთ სიდიდეებს ________ ეწოდებათ
ვექტორები
გადაადგილების ძირითადი ერთეული SI სისტემაში არის
ერთი მეტრი
გავლილი გზის სიგრძეს გავლილ მანძილს უწოდებენნ. მას აქვცს მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობა.ასეთ სიდიდეებს ეწოდება
სკალარული
სკალალური სიდიდეების ძირითადი საზომი Si სისტემაში არის
ერთი მეტრი
მოძრაობის დრო
არის დროის შუალედი, რომლის განმრავლობაშიც სრულდება მოძრაობა
თანაბარი მოძრაობა
გულისხმობს სიჩქარის სიდიდის უცვლელობას.
თუ სხეული დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში ტოლ მანძილებს გადის, მოძრაობა
თანაბარია
თუ სხეული დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში ტოლ მანძილებს გადის და მისი მოძრაობის ტრაქეტორია წრფეა, მაშინ ეს სხეული ასრულებს
წრფივ თანაბარ მოძრაობას
წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე
მუდმივია ე.ი მუდმივია სხეულის სიჩქარის სიდიდე და მიმართულება
სიჩქარე არის
ფიზიკური სიდიდე, რომლითაც აღვწერთ, რამდენად სწრაფად მოძრაობს სხეული
წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე არის
სხეულის გადაადგილების ფარდობა იმ დროსთან, რომელშიც შესრულდა ეს გადაადგილება
სიჩქარის ფორმულაა
V=S/t
სადაც სიჩქარის სიმბოლოა V დრო-t და გადაადგილება S
ანუ სიჩქარე(v)= გადაადგილება(S) / დროზე (t)
წრფივი თანაბარი სიჩქარე ვექტორული სიდიდეა,რადგან
გადაადგილება ვექტორული სიდიდეა, ხოლო ვექტორის სკალაზე განაყოფი ასევე ვექტორული სიდიდე იქნება
წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარის ერთეული იქნება
გადაადგილების ერთეულისა და დროის ერთეულის ფარდობა
[V]si=1მ / წმ
გადაადგილების ფორმულაა
S(გადაადგილება)=v(სიჩქარე) * t(დრო)
მოძრაობის გრაფიკს უწოდებენ
გრაფიკს რომელიც გადაადგილების დროზე დამოკიდებულებას ასახავს.