მენჯის არტერიები და ვენები Flashcards
მენჯს სისხლით ამარაგებს
თეძოს შიგნითა არტერია
თეძოს შიგნითა არტერია გამოეყოფა
თეძოს საერთო არტერიას, გავა-თეძოს სახსართან
თეძოს შიგნითა არტერია იყოფა:
დიდი საჯდომი ხვრელის ზედა კიდის დონეზე, უკანა და წინა ღეროებად
რომელი ღეროდან გამოდის ვისცერული და რომლიდან პარიესული ტოტები?
წინა ღეროდან-ვისცერული არტერიები
უკანა ღეროდან-პარიესული არტერიები
მენჯის კედლებსა და მოსაზღვრე მიდამოებს სისხლით ამარაგებს
თეძო-წელის, გავის ლატერალური, დუნდულოვანი და დამხურავი არტერიები
თეძო-წელის არტერია კვებავს
წელის კუნთებს, თეძოს კუნთსა და ძვალს
თეძო-წელის არტერია ეანასტომოზება:
თეძოს ღრმა შემომხვევ და წელის არტერიებს
გავის ლატერალურ არტერია:კვება და ანასტომოზი
კვებავს გავის ძვალს, რაშის კუდს,
მენჯის კუნთებსა და გავა-თეძოს სახსარს. ანასტომოზით უკავშირდება გავის შუა არტერიას
გავის შუა არტერია-მსვლელობა და კვება
გამოდის აორტიდან (ბიფურკციის დონე). მარცხენა თეძოს საერთო ვენის უკან გაივლის და
გავის წინა ზედაპირით კუდუსუნს აღწევს, ამარაგებს მენჯის უკანა კედელს.
ზედა და ქვედა დუნდულოვანი არტერიები გადადის დუნდულოვან მიდამოში
მსხლისებრი ხვრელის საშუალებით
დამხურავი არტერია თანამოსახელე ნერვთან ერთად გადადის
დამხურავი არხით ბარძაყზე (1/3-ში ის
გამოეყოფა ქვედა ეპიგასტრულ არტერია)
თეძოს შიგნითა არტერიის ვისცერული ტოტები:
● შარდის ბუშტის ზედა და ქვედა არტერიები
● სწორი ნაწლავის შუა არტერია
● საშვილოსნოს არტერია
● შიგნითა სასირცხო არტერია
შიგნითა სასირცხო არტერიის მსვლელობა
თანამოსახელე ნერვთან ერთად
მენჯის შუა სართულიდან ქვედა მსხლისებრი ხვრელით გამოდის,
საჯდომ წვეტს გარედან შემოუვლის და მცირე საჯდომი ხვრელით
მენჯის ქვედა სართულში (კუკუხო-სწორნაწლავის ფოსოში)
გადადის.
რა მოხდება თუ დუნდულოს მიდამოში შემთხვევით გადავჭრით შიგნითა სასირცხო არტერიას?
დუნდულოს მიდამოში ღრმა აბსცესზე მიდგომისას, თუ შემთხვევით
გადავჭრით ამ არტერიას სისხლდენა იქნება არა დუნდულოს
მიდამოში, არამედ მენჯის ღრუში.
საიდან ყალიბდება მენჯის ვისცერული ვენები?
მენჯის ვისცერული ვენები მენჯის ორგანოების
კარგად განვითარებული და ერთმანეთთან
უშუალოდ დაკავშირებული ვენური წნულებიდან
ყალიბდება.
შარდის ბუშტის ვენური წნული -plexus venosus
vesicalis- დაკავშირებულია:
კაცებში: წინამდებარე ჯირკვლის ვენურ ნულთან
-plexus venosus prostaticus
o ქალებში: საშოს ვენურ წნულთან- plexus
venosus vaginalis
სწორი ნაწლავის ვენური წნული -plexus venosus
rectalis - დაკავშირებულია:
კაცებში: წინამდებარე ჯირკვლის ვენურ
წნულთან
ქალებში: საშოსა და საშვილოსნოს ვენურ
წნულებთან
მენჯის ვენური წნულებიდან ჩამოყალიბებული
ვისცერული ვენები ერთვის
თეძოს შიგნითა ვენას
სწორი ნაწლავის ზედა ვენა ერთვის
ჯორჯლის ქვედა ვენას