ზოგადი Flashcards
რომელი ორი უჯრედითაა წარმოდგენილი ნერვული სისტემა?
- ნეირონები
- გლიური უჯრედები
რა ფუნქციები აქვს გლიურ უჯრედებს?
- გარს აკრავს ნეირონებს და მათთვის ქმნის ფიზიკურ საყრდენს
- ნეირონებს აწვდის ჟანგბადს და საკვებს
- წარმოქმნის თავ-ზურგ ტვინის სითხეს
- უზრუნველყოფს ქსოვილოვანი სითხის მოძრაობას ნეირონების გარშემო
- გამოყოფს ნეირონებს ერთმანეთისგან
- მკვდარ ნეირონებს მოინელებს ფაგოციტოზის გზით (მიკროგლიური უჯრედები)
- წარმოქმნის მიელინურ გარსს
- არეგულირებს ნეირონების გარშემო იონების შემცველობას
- იცავს ნეირონებს პათოგენებისგან (ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოებისგან)
- მონაწილეობს დაზიანებული ნეირონების აღდგენაში პერიფერიულ ნერვულ სისტემაში
რა ეწოდება თავ-ზურგ ტვინის სითხეს?
ცერებროსპინური ლიკვორი
რა ფერისაა მიელინური გარსი?
თეთრი
რითია მდიდარი მიელინური გარსი?
ცხიმით
რამდენბირთვიანია მიელინური გარსი?
ერთბირთვიანი
რამდენშრიანია მიელინური გარსი?
მრავალშრიანი
სად გვხვდება მიელინური გარსი?
გრძელ მორჩებზე (აქსონი ან გრძელი დენდრიტი)
რა რაოდენობითაა ნეირონები და გლიური უჯრედები?
თანაბარი რაოდენობით
მრავლდებიან თუ არა ნეირონები ან გლიური უჯრედები?
ნეირონები, გლიური უჯრედებისგან განსხვავებით, არ მრავლდებიან
რას უზრუნველყოფენ პურკინიეს უჯრედები?
ნატიფ მოძრაობებს
სად გვხვდება ყველაზე დიდი რაოდენობით პურკინიეს უჯრედები?
ნათხემში
რა ფუნქციები აქვს მიელინურ გარსს?
- იზოლატორი (აფერხებს იმპულსის გავრცელებას ერთი ნეირონიდან გვერდით მდებარეზე)
- უზრუნველყოფს ნერვული იმპულსის სწრაფ გატარებას
- უზრუნველყოფს იმპულსის ნახტომისებურად გავრცელებას რანვიეს შევიწროებებს შორის
ნეირონის რა ტიპებს განარჩევენ?
- უნიპოლარული (უდენდრიტო)
- ბიპოლარული (სხეული შუახაზზე მდებარეობს)
- ფსევდოუნიპოლარული (სხეული გარეთ მდებარეობს)
- მულტიპოლარული (ბევრი დენდრიტით)
რისგან შედგება ნეირონი?
- დენდრიტები
- სხეული
- აქსონი
- აქსონის დაბოლოება
რა მდებარეობს ნეირონის სხეულის ცენტრში?
ნეირონის ბირთვი
რა ეწოდება მგრძნოებიარე ნეირონს მეორენაირად?
- სენსორული
- აფერენტული
- აღმავალი
- ცენტრისკენული
რომელი სახეობის ნეირონია მგრძნობიარე ნეირონი?
ფსევდოუნიპოლარული
სად მდებარეობს მგრძნობიარე ნეირონი?
ზურგის ტვინის გარეთ, უკანა ფესვის კვანძში
რა არის მგრძნობიარე ნეირონის ფუნქცია?
ინფორმაციას აწვდის ჩართულ ნეირონს
რა ეწოდება ჩართულ ნეირონს მეორენაირად?
- ასოციაციური
- ინტერნეირონი
- შუამდებარე
რომელი სახეობის ნეირონია ჩართული ნეირონი?
ბიპოლარული
სად მდებარობს ჩართული ნეირონი?
ზურგის ტვინის უკანა რქაში
რა ფუნქცია აქვს ჩართულ ნეირონს?
შუამავალია მგრძნობიარე ნეირონსა და მამოძრავებელ ნეირონს შორის