ზოგადი Flashcards
როგორია ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურა?
- მარცხენა წილი
- მარჯვენა წილი
- ყელი
რითია შეერთებული ფარისებრი ჯირკვლის წილები ერთმანეთთან?
ყელით
რა არის განლაგებული ფარისებრი ჯირკვლის უკანა ზედაპირზე?
4 ფარისებრახლო (პარათიროიდული) ჯირკვალი
რა არის ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული ერთეული?
ფოლეკულა
რითია აგებული ფარისებრი ჯირკვლის ფოლეკულა?
ერთშრიანი კუბური ეპითელიუმით
რა არის მოთავსებული ფარისებრი ჯირკვლის ფოლეკულას ღრუს ცენტრში?
კოლოიდი
რას წარმოქმნიან ფარისებრი ჯირკვლის ფოლეკულები?
- თიროქსინი
- ტრიიოდთირონინი
რა მდებარეობს ფარისებრი ჯირკვლის ფოლეკულებშორის სივრცეში?
პარაფოლეკულური უჯრედები
რას გამოიმუშავებენ პარაფოლეკულური უჯრედები?
კალციტონინს
როგორი ჯირკვალია ფარისებრი?
ენდოკრინული (არ აქვს სადინარი)
რომელ ჰორმონებს გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვალი?
- ტრიიოდთირონინი (T3)
- თიროქსინი (T4)
- კალციტონინი
როგორი ჰორმონია თიროქსინი?
ოთხიოდმიერთებული ამინომჟავა-თიროზინის დიმერი
როგორი ჰორმონია ტრიიოდთირონინი?
სამიოდმიერთებული თიროზინის დიმერი ანუ თიროქსინი ერთით ნაკლები იოდით
რომელი უფრო დიდი რაოდენობით გამოიყოფა T3 თუ T4?
T4
რომელია ყველაზე სუსტი ჰორმონი ადამიანის სხეულში?
კალციტონინი
რა არის თიროქსინის სამიზნე?
ყველა უჯრედი
რა ფუნქციები აქვს თიროქსინს?
- აწარმოებს მეტაბოლიზმს (ნახშირწყლების დაჟანგვა, ცილების სინთეზი, ცხიმების წვა)
- აწარმოებს ლიპოლიზმს (ადრენალინის მსგავსად)
- ასტიმულირებს მიტოქონდრიებს
- აწარმოებს თერმორეგულაციას
- ემბრიონული განვითარების პერიოდში პასუხისმგებელია თავის ტვინის მომწიფებაზე (ნეირონების განვითარებაზე)
- ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას
რომელი ჰორმონების ანტაგონისტია კალციტონინი?
- პარატჰორმონი
- თიროქსინი
რა ფუნქცია აქვს კალციტონინს?
კალციუმის რაოდენობის შემცირება სისხლში