ზმნისწინთა მართლწერის საკითხები Flashcards
1
Q
ზმნისწინი ზმნას თავში დაერთვის. ზმნისწინის გამოყენების თვალსაზრისით
ქართულში ზმნები სამგვარია:
A
- ზმნები, რომლებიც საერთოდ არ დაირთავენ ზმნისწინს (აქვს, ჰყავს, უყვარს..)
- ზმნები, რომლებიც უზმნისწინოდ არ გამოიყენება (მოფრინდა, მიდის, გაიგო…)
- ზმნები, რომელთაც შეუძლიათ ზმნისწინი დაირთონ ან არ დაირთონ.
შედგენილობის მიხედვით ზმნისწინი შეიძლება იყოს მარტივი და რთული.
2
Q
მარტივი ზმნისწინებია :
A
მი, მო, ა, და , ჩა, შე, გა, წა.
3
Q
რთული ზმნისწინები მიიღება (მარტივზე ___ ზმნისწინის დართვით)
A
მარტივზე მო– ზმნისწინის დართვით: ამო, ჩამო,
შემო, გამო, წამო, გადმო..
4
Q
სირთულეც ისაა რომ ახალ ზმნისწინებთან ერთად, ძველიც გამოიყენება. მაგ:
A
❗ ა)ზოგ ზმნასთან ძველი ზმნისწინი ერთადერთია:აღდგენა, განმარტება,
გარდაცვალება, წარმოდგენა, შთაბეჭდილება.
❗ ბ)შესაძლებელია, ძველმა და ახალმა ზმნისწინებმა განსხვავებული შინაარსი
მიანიჭოს: განცხადება-გაცხადება; აღდგომა-ადგომა; შთაგონება-ჩაგონება.
5
Q
გვხვდება ძველი ზმნისწინების დაწერისას რამდენიმე შეცდომა:
A
- ძველი ნიშნები პირის ან ქცევის ნიშნებით არიან გათიშული: ავღნიშნე,აუღნიშნავს(უნდა იყოს: აღვნიშნე, აღუნიშნავს); გავნაგრძე არასწორია უნდა
იყოს- განვაგრძე. - არასწორია ფუძისეულად განვიხილოთ ძველი ზმნის წინების ნაწილი:
ღზრდის, ანთავისუფლებს, ანხორციელებს, არდგენს არასწორია, უნდა
იყოს- ზრდის, ათავისუფლებს, ახორციელებს, ადგენს