ვახტანგ გორგასალი Flashcards
როდის მეფობდა ვახტანგ გორგასალი?
V საუკუნის მეორე ნახევარში
რომელი ქვეყნის წინაშე და სად იხდიდა სამხედრო ბეგარას ვახტანგ გორგასალი?
ირანისათვის იხდიდა, შუა აზიასა და ინდოეთში.
ვისი დახმარებით დალაშქრა გორგასალმა ჩრდილო კავკასია ( ოსეთი) და დაიკავა დარიალის კარი?
ირანის დახმარებით.
.რამ აიძულა გორგასალი მოეწყო ლაშქრობა ჩრდილო კავკასიაში?
ვახტანგის მცირე წლოვანობისას ოსებმა დალაშქრეს ქართლი და ტყვედ წაიყვანეს მისი და.
საქართველოს რომელი კუთხე გაათავისუფლა გორგასალმა ბიზანტიელთაგან და რომელი ციხე-ქალაქი ააგო იქ?
გაანადგურა კლარჯეთი და ააგო არტანუჯი.
რომელი ისტორიული მხარე შემოუერთა გორგასალმა ქართლის სამეფოს აღმოსავლეთიდან?
ჰერეთი და წუქეთი
.რომელი საუკუნიდან გვაქვს ეკლესიური ავტოკეფალია და ვინ იყო ქართლის პირველი კათალიკოსი?
V საუკუნის 70-იანი წლებიდან, პეტრე კათალიკოსი.
როდის , რა მიზეზით მოაკვლევინა გორგასალმა ვარქსენ პიტიახში და რომელ ქვეყანასთან მოჰყვა ბრძოლა ამას?
482 წელს, გამაზდიანების გამო მოაკვლევინა, მოჰყვა ირანთან ბრძოლა.
ვისთან, სად წააგო ბრძოლა გორგასალმა 483-484 წლების ომის დროს და ვინ ეხმარებოდა გორგასალს ამ ბრძოლებში?
ირანთან გარდაბნის ველზე, ეხმარებოდა მცირე რაოდენობით სომხები და 300 ჰუნი.
.რომელ ბრძოლაში დაიჭრა გორგასალი, სად გარდაიცვალა და სად არის დაკრძალული?
სამგორის ბრძოლაში 502 წელს. გარდაიცვალა უჯარმაში, დაკრძალულია სვეტიცხოველში.
რომელი ქალაქი იქცა გორგასლის შვილის დაჩის დროს ქართლის დედაქალაქად და ვისი ინიციატივით?
ვახტანგის ინიციატივით, დაჩიმ დედაქალაქად გაამოაცხადა თბილისი.