ევროკავშირის შექმნის ისტორია Flashcards

1
Q

მინისტრთა საბჭო

A

მიუხედავად იდეალისტური მიზნებისა, შუმანის გეგმაში გათვალისწინებული იყო ინტეგრაციის პროცესებზე და ექვსი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე კონტროლის შენარჩუნების მექანიზმი - ე.წ. მინისტრთა საბჭოს სახით. მინისტრთა საბჭო შეიქმნა იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო საფრანგეთის და გერმანიის სახელმწიფოების ინტერესთა შელახვა კონფლიქტური საკითხის წამოჭრის შემთხვევაში. გეგმით უნდა მომხდარიყო ნახშირის, კოქსის და ფოლადის წარმოება მინიმალურ ფასებში და მათი მიტანა მოხმარების ობიექტებში ყოველგვარი სავაჭრო ბარიერების გარეშე. ექვსი სახელმწიფოს მთავრობებს უნდა უზრუნველეყოთ ამ პროცესების შეუფერხებელი მიმდინარეობა და ეროვნული კანონმდებლობების შეცვლა ისე, რომ დისკრიმინაციული ხასიათის სავაჭრო ბარიერებს ხელი არ შეეშალათ ინტეგრაციული პროცესებისათვის. ყველა შემთხვევაში მარეგულირებელ და გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ორგანოდ ითვლებოდა უმაღლესი ხელისუფლება. მასვე ჰქონდა უფლება გამოეძია იმ კერძო კომპანიების საქმიანობა, რომლებიც მოქმედებდნენ ბაზარზე და ხელს უშლიდნენ ინტეგრაციის პროცესს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

ქვანახშირის და ფოლადის გაერთიანება

A

1951 წელს შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (Europeam Coal and Steel Community), რომელშიც შევიდა ექვსი სახელმწიფო - ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები. გადაწყდა, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი სუპრაეროვნული (ზეეროვნული) ორგანო, ე.წ. ,,უმაღლესი ხელისუფლება” (High Authority), რომელიც განაგებდა ამ ქვეყნებში ნახშირისა და ფოლადის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. 1953 წელს შეიქმნა რკინის, ნახშირის, მადნეულის და ჯართის საერთო ბაზარი; იმავე წელს, ცოტა მოგვიანებით, შეიქმნა ფოლადის საერთო ბაზარიც. შუმანის გეგმამ და ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების შექმნამ საფუძველი დაუდო ახალ იდეას - ევროპის თავდაცვის გაერთიანების შექმნას.დაიწყო პოლიტიკური კავშირის მოსამზადებელ ხელშეკრულებაზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებდა საგარეო ურთიერთობების, ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაციას და გაერთიანებას. თუმცა იდეას ისევ საფრანგეთმა შეუშალა ხელი. 1954 წელს საფრანგეთმა გამოვიდა საერთო თავდაცვის ხელშეკრულებიდან. შედეგად, საერთო თავდაცვის პოლიტიკის შექმნის პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

რომის ხელშეკრულება

A

ორი წლის შემდეგ, იტალიის ქალაქ მესინაში ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ განეგრძოთ ინტეგრაციის პროცესი (ცნობილია მესინის ინიციატივის სახელით), რის შედეგადაც საფუძველი დაედო „ევროპის ეკონომიკური გაერთიანებას“. რომის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო შეთანხმება საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე, რასაც მომავალში საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა. საერთო ბაზარი ითვალისწინებდა ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის ბარიერების გაუქმებას საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების კუთხით. რომის ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა, აგრეთვე, საერთო სოფლის მეურნეობისა და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის ჩამოყალიბებას. რომის ხელშეკრულება გაფორმდა 1957 წელს და 1958 წელს შევიდა ძალაში.

რომში ცალკე ხელშეკრულებით ასევე დაარსდა ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება, ე.წ. „ევრატომი“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ევროპაში ატომური ენერგიის საერთო ბაზრის შექმნა, კერძოდ: ატომური ენერგიის ინდუსტრიის განვითარება, ენერგიის გადანაწილება გაერთიანების წევრ სახელმწიფოებზე და დარჩენილი რესურსის მიყიდვა არაწევრი ქვეყნებისთვის.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

ბრიუსელის ხელშეკრულება

A

1967 წელს ბრიუსელის ხელშეკრულებით მოხდა ზემოხსენებული სამი ორგანიზაციის: ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების, ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა (შემდგომში ევროგაერთიანება) და „ევრატომის“ აღმასრულებელი ორგანოების - კომისიისა (შემდგომში ევროპული კომისიის) და საბჭოს გაერთიანება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, რომელსაც „ევროპული გაერთიანებები“ ეწოდა. სახელწოდება შეიცვალა 1992 წელს ხელმოწერილი მაასტრიხტის ხელშეკრულებით და ევროგაერთიანებები ევროკავშირად გარდაიქმნა.

1968 წელს ამოქმედდა ევროკავშირის საბაჟო კავშირი, რომელსაც რომის ხელშეკრულებით ჩაეყარა საფუძველი და რომლის თანახმადაც, გაუქმდა სავაჭრო ტარიფები წევრ სახელმწიფოებს შორის, ასევე დაწესდა საერთო ტარიფები გაერთიანების არაწევრ ქვეყნებთან მიმართებით.

1974 წელს მოხდა წევრი სახელმწიფოების მეთაურთა უმაღლეს დონეზე შეხვედრების ფორმალიზება. შეიქმნა ევროპული საბჭო (ევროკავშირის წევრ ქვეყანათა უმაღლესი თანამდებობის პირთა საბჭო).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

ერთიანი ევროპული ვალუტა

A

1977 წელს ევროპული კომისიის პრეზიდენტი გახდა როი ჯენკინსი, რომელმაც შემოიტანა ევროპის სავალუტო სისტემის იდეა. მსგავსი პროექტი 1972 წელს დამუშავებული იქნა, მაგრამ მისი იმპლემენტაცია ვერ მოხერხდა დაწყებული ნავთობის კრიზისის გამო. მიუხედავად ამისა, ევროპის სავალუტო კავშირი ძალაში შევიდა 1979 წლიდან და მისი განვითარება დაიგეგმა საფეხურების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის მესამე საფეხური, რაც ერთიან ვალუტაზე გადასვლას ისახავდა მიზნად ძალაში შევიდა 1999 წელს, როდესაც ევროზონის ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტები ევროთი შეიცვალა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

შენგენის შეთანხმება

A

1985 წლის 14 ივნისს ხელი მოეწერა შენგენის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, თანდათანობით გაეუქმებინათ საერთო სასაზღვრო კონტროლი და შემოეღოთ გადაადგილების თავისუფლება ხელმომწერი წევრი სახელმწიფოების, სხვა წევრი სახელმწიფოების ან მესამე სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის. დღეისათვის შენგენის ხელშეკრულება 26 ქვეყანას აერთიანებს:
* ევროკავშირის 23 წევრ ქვეყანას: ავსტრიას, ბელგიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, დანიას, ესტონეთს, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საბერძნეთს, უნგრეთს, იტალიას, ლატვიას, ლიტვას, ლუქსემბრუგრს, მალტას, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, სლოვენიას, ხორვატიას, ესპანეთსა და შვედეთს;
* ევროკავშირის 4 არაწევრ ევროპულ ქვეყანას: შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტეინს. აღნიშნული ქვეყნები ერთად ქმნიან შენგენის ზონას.
* ევროკავშირის წევრი, შენგენის ზონის 3 კანდიდატი ქვეყანაა: ბულგარეთი, კვიპროსი და რუმინეთი.
* ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ირლანდია არ არის შენგენის ზონის წევრი (შენგენის ზონის წევრი არ იყო დიდი ბრიტანეთიც).
შენგენის ზონის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო მის შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება. შენგენის ხელშეკრულებამ დაადგინა, რომ შენგენის ზონაში შემავალ სახელმწიფოებს შორის საზღვრები უნდა გაუქმებულოყო, ხოლო გარე საზღვრები - გამაგრებულოყო. ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთიანი პოლიტიკა აწარმოონ მიგრანტების მიმართ, რაც მოითხოვს მონაცემთა საერთო ბაზისა და საერთო საპოლიციო-სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას.

„საპასპორტო საბაჟო კონტროლის გაუქმების შესახებ ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის“ შეთანხმებას ხელი მოეწერა შენგენში, ლუქსემბურგის პატარა სოფელში, სადაც ლუქსემბურგის, გერმანიისა და საფრანგეთის საზღვარი იკვეთება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

მაასტრიხტის ხელშეკრულება

A

ბერლინის კედლის დანგრევამ, რასაც გერმანიის გაერთიანება მოჰყვა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბჭოთა კონტროლიდან გათავისუფლებამ, აგრეთვე, 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლამ და მნიშვნელოვანმა დემოკრატიულმა პროცესებმა ევროპის პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლა განაპირობა.

1992 წლის 7 თებერვალს ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ მაასტრიხტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროკავშირის შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც მაასტრიხტის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ევროგაერთიანებები გარდაიქმნა ევროკავშირად და ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური ასპექტიც შეიძინა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

მაასტრიხტის სვეტები

A

მაასტრიხტის ხელშეკრულებამ დაადგინა, რომ ევროკავშირი უნდა ეფუძნებოდეს სამ ძირითად სვეტს:
* პირველ სვეტში გაერთიანდა ევროპის არსებული გაერთიანებები (ევროპის გაერთიანება, ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება);
* მეორე სვეტში შევიდა საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა;
* მესამე სვეტში - თანამშრომლობა მართლმსაჯულებასა და შინაგან საქმეებში.

პირველ სვეტში შემავალ საკითხებად განისაზღვრა: საბაჟო კავშირი, საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, ერთიანი ბაზარი, სავაჭრო პოლიტიკა.

მეორე სვეტი შემდგომ საკითხებს არეგულირებდა: თანამშრომლობა საერთო საგარეო პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე, სამშვიდობო მისიები, დახმარება არაწევრი ქვეყნებისათვის, ევროპის უსაფრთხოების, განიარაღებისა და თავდაცვის დაფინანსების საკითხი;

მესამე სვეტში შემავალი საკითხები იყო: წევრი ქვეყნების პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სამოქალაქო სისხლის სამართლის საკითხებში, საპოლიციო თანამშრომლობა, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკომანიის, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა.

მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად, გადაწყდა ევროპის ეკონომიკური და სავალუტო კავშირის შექმნა, რომლის განხორციელებაც უნდა მომხდარიყო ეკონომიკური პოლიტიკის მჭიდრო კოორდინაციისა და ერთიანი სავალუტო ერთეულის - ევროს შემოღების გზით. ამ მიზნით შიქმნა ევროპის ცენტრალური ბანკი. გადაწყდა ევროპის მოქალაქეობის შემოღებაც. მაასტრიხტის ხელშეკრულებაში ასევე იყო საუბარი ერთიანი სოციალური პოლიტიკის შექმნის შესახებ, თუმცა ეს თავი საბოლოოდ ამოიღეს, რადგან სოციალური პოლიტიკა, ისევე როგორც საგარეო და დაბეგრვის პოლიტიკა, წევრმა სახელმწიფოებმა ქვეყნის საშიანო საქმეებად მიიჩნიეს. მაასტრიხტის ხელშეკრულება 1993 წელს შევიდა ძალაში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

ამსტერდამის ხელშეკრულება

A

1997 წელს ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ამსტერდამის ხელშეკრულების სახელითაა ცნობილი. ამსტერდამის ხელშეკრულება მოიცავს იმ საკითხებს, რომელზეც ვერ შეთანხმდნენ მაასტრიხტში. ძირითადი თემები, რომელთა გარშემოც დებატები გაიმართა ამსტერდამის ხელშეკრულების მიღების პროცესში, ეხებოდა ევროკავშირის მმართველი სისტემის „მოქნილობის“ გაზრდას და „თავისუფლების, უსაფრთხოებისა და იუსტიციის“ არეალის შექმნას, ასევე ახალი ქვეყნებისათვის ინტეგრაციის შესაძლებლობების მიცემას.

მოქნილობის გაზრდა გულისხმობდა ევროკავშირის მმართველი ორგანოების სტრუქტურის დახვეწას, რათა უკეთ მორგებოდა იმ პერიოდისთვის 15 წევრამდე გაზრდილ ევროკავშირს, სადაც კიდევ იგეგმებოდა ახალი წევრების მიღება.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ ხელშეკრულებაში გაითვალისწინეს, იყო მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეებში თანამშრომლობის გაღრმავება. სავიზო რეჟიმები, სასაზღვრო კონტროლი, თავშესაფრის მიცემისა და იმიგრაციის პოლიტიკა, პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სამოქალაქო საკითხებში, ზოგადად ადამიანის უფლებათა და არაწევრი ქვეყნების უფლებათა დაცვა ევროპული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ფარგლებში მოექცა და ევროკავშირის კომპეტენციათა პირველ სვეტში გაერთიანდა. მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეებში თანამშრომლობის სვეტში დარჩა პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში. გაფართოვდა ევროპული გაერთიანების კომპეტენციები, აგრეთვე, სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების სფეროში. საპოლიციო თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით - შეიქმნა ევროპული პოლიცია - ევროპოლი.

მნიშვნელოვანი თანამდებობა, რომელიც ამსტერდამის ხელშეკრულებით შემოიღეს, არის - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საერთო საგარეო და უსაფრთოების პოლიტიკის საკითხებში. პარლამენტის უფლებამოსილებები გაიზარდა თანაგადაწყვეტილების პროცედურის მოქმედების საკმაოდ მრავალი კომპეტენციის ნორმაზე გავრცელების გზით. გარდა ამისა, აუცილებელი გახდა კომისიის პრეზიდენტის კანდიდატურაზე პარლამენტის თანხმობა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

ლისაბონის შეთანხმება

A

ე.წ. „რეფორმის ხელშეკრულებაა“, რომელის სრული სახელწოდებაა „ლისაბონის ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებასა და ევროპული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, 2007 წლის 13 დეკემბერს ხელი მოეწერა ლისაბონში (პორტუგალია) და იგი ძალაში შევიდა 2009 წლის 1 დეკემბერს. ხელშეკრულება შინაარსობრივად საკონსტიტუციო ხელშეკრულების ტექსტს შეესაბამება, თუმცა მასში არ ჩაიდო ისეთი ცნებები, რომლებიც, როგორც წესი, სახელმწიფოსთან ასოცირდებოდა.

ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე, ევროკავშირს სამართალსუბიექტობა მიენიჭა. ლისაბონის ხელშეკრულების მიზანი იყო ევროკავშირისთვის უფრო ძლიერი, ერთიანი მმართველობის შექმნა, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გადაწყვეტილების მიღების შედარებით მარტივი სისტემის ჩამოყალიბება. ლისაბონის ხელშეკრულება მიზნად ისახავდა გადაწყვეტილებების მიღების გაადვილებას ევროკავშირის დონეზეც. ამ მიზნით, ახალი ხელშეკრულება ვეტოს უფლების შემცირებას ითვალისწინებდა, სამაგიეროდ, ზრდიდა ევროპარლამენტისა და ეროვნული პარლამენტების უფლებებს. ცვლილებები შევიდა ხმის მიცემის პროცედურებში: 45-ზე მეტ სფეროში ერთსულოვნების პრინციპი შეიცვალა კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირი

A

ბრიტანეთი თვალყურს ადევნებდა მოლაპარაკებების პროცესებს, თუმცა არასოდეს გამოუთქვამს სურვილი ჩართულიყო მოლაპარაკებებში ან შეერთებოდა ექვსი ქვეყნის ინიციატივას. ბრიტანეთის ვაჭრობის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რასელ ბრეზერტონი, რომელიც ესწრებოდა მესინაში მოლაპარაკებების პროცესს, ცნობილი გახდა თავისი პესიმიზმით. მასვე ეკუთვნის ცნობილი ფრაზა, რომელიც მან წარმოთქვა უკანასკნელი შეხვედრის დროს 1955 წლის 5 ნოემბერს - ,,ჯენტლმენებო, თქვენ ცდილობთ მოილაპარაკეთ იმაზე, რაზეც ვერასოდეს მოილაპარაკებთ, მაგრამ თუ მოილაპარაკეთ, ვერასოდეს მიაღწევთ მის რატიფიცირებას, ხოლო თუ რატიფიცირება მაინც მოახერხეთ, ვერასოდეს მოახერხებთ მის ამუშავებას”. თუმცა ეს იდეა საბოლოოდ მაინც წარმატებული აღმოჩნდა.
1960-74 წლებში დასავლეთ ევროპაში ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი იყო. ამ ხნის განმავლობაში მომხმარებლების მსყიდველობითი უნარი გაიზარდა თითქმის ორჯერ. ასეთმა წარმატებამ, თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთიც დააინტერესა, რომელმაც დაიწყო სურვილის გამოთქმა შეერთებოდა ეკონომიკურ გაერთიანებებს. პირველი განაცხადი გაერთიანებებში შესვლაზე პრემიერმინისტრმა მაკმილანმა 1961 წელს შეიტანა. მიუხედავად საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის დადებითი დამოკიდებულებისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა ვეტო დაადო ბრიტანეთის მიღებას ევროპულ გაერთიანებებში. ამგვარი ქმედება გამოწვეული იყო 1963 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბრიტანეთისათვის პოლარისის ტიპის წყვალქვეშა რაკეტის მიყიდვით.
დე გოლი მთელი ამ ხნის განმავლობაში აცხადებდა, რომ ბრიტანეთი არ იქცეოდა როგორც ჭეშმარიტი ვეროპელი. სხვათა შორის, დე გოლის სიჯიუტეს შეეწირა მაკმილანის პოლიტიკური კარიერა, რომელმაც დაკარგა რეიტინგი და პრემიერ მინისტრის პოსტი დე გოლის უარის შემდეგ.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

დიდი ბრიტანეთი 2

A

ევროპის ეკონომიკური გაერთიანებების წარმატება ძირითადად ეფუძნებოდა მუდმივ კომპრომისებს წევრ-სახელმწიფოებს შორის. შესაბამისად, გარკვეულ საკითხებზე, 60-იანი წლების დასაწყისში მომწიფდა საჭიროება ხმების უმრავლესობით გადაწყვეტილებების მიღების შესახებ. დე გოლისათვის ეს საფრანგეთზე სხვა ქვეყნების ინტერესების თავზე მოხვევის და სუვერენიტეტის შელახვის ტოლფასი იყო, ამიტომ 1965 წლის ყველა შეხვედრაზე საფრანგეთის სკამი მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ცარიელი იყო. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა მთელი რიგი საკითხების განხილვა და მიღება, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა ინტეგრაციის პროცესი. დე გოლის ამ პოლიტიკას „ცარილი სკამის“ პოლიტიკა ეწოდა. ეს კრიზისი საბოლოოდ გადაწყდა 1966 წელს, როდესაც მიღწეული იქნა ე.წ. ლუქსემბურგის კომპრომისი, რომლის შედეგად ევროპული გაერთიანებების წევრ სახელმწიფოებს მიენიჭათ უფლება ვეტო დაედოთ ისეთი საკითხებისათვის, რომლებიც უშუალოდ ლახავდა მათ ეროვნულ ინტერესებს.
მეორედ ბრიტანეთმა გაერთიანების შესახებ განაცხადი შეიტანა 1967 წელს. როგორც მოსალოდნელი იყო, დე გოლმა კვლავ ვეტო დაადო ბრიტანეთის აპლიკაციას. ამასთან, მან მოხაზა ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც ბრიტანეთს უნდა შეესრულებინა კავშირში შესვლისათვის. ამ კრიტერიუმებში შედიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებული ურთიერთობების მოშლა, ფუნტი-სტერლინგის არეალის დატოვება და დემონსტრირება, რომ ბრიტანეთი მართლაც ,,კეთილსინდისიერი ევროპელი” იყო. ბუნებრივია, რომ ეს მოთხოვნები ბრიტანეთმა არ შეასრულა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

ბრიტანეთის მიღება

A

დამოკიდებულება დიდი ბრიტანეთის მიმართ შეიცვალა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის და გერმანიის სათავეში 1969 წელს მოვიდნენ ჟორჟ პომპიდუ და ვილი ბრანდტი. ამის შემდეგ ბრიტანეთის ევროპის გაერთიანებებში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდა. ხელშეკრულებას დიდ ბრიტანეთთან, დანიასთან, ირლანდიასა და ნორვეგიასთან ხელი მოეწერა 1972 წელს და ეს ქვეყნები 1973 წლიდან ევროპის ეკონომიკური გაერთიანებების სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რეფერენდუმზე არ დაუჭირა მხარი გაერთიანებებში შესვლას იყო ნორვეგია. ნორვეგია დღესაც არ არის ევროკავშირის წევრი, ხალხის აზრი კი კვლავაც ევროკავშირის წინააღმდეგია, რისი დასტურიც გახდა 1994 წელს კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩაგდება.
1975 წელს ევროპის ეკონომიკური გაერთიანებები კრიზისის წინაშე დადგა, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა მოითხოვა მოლაპარაკებების თავიდან დაწყება და გაწევრიანების ხელშეკრულების გადახედვა. 1975 წლის ივნისში დიდ ბრიტანეთში ჩატარდა რეფერენდუმი, გაეგრძლებინა თუ არა დიდ ბრიტანეთს თავისი წევრობა გაერთიანებებში, სადაც 67% მხარი დაუჭირა ბრიტანეთის დარჩენას ევროგაერთიანებაში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

ეკონომიკური პრობლემა

A

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც 70-ანი და 80-იანი წლების მიჯნაზე წარმოიშვა დაკავშირებული იყო დიდი ბრიტანეთის მიერ ევროპის ეკონომიკური გაერთიანებების ბიუჯეტში გადახდილ უზარმაზარ თანხებთან. მარგარეტ ტეტჩერი პრემიერ-მინისტრად გახდომის პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდა ბრიტანეთის მიერ თანხების ამგვარ ფლანგვას, რადგან ფაქტი იყო, რომ დიდი ბრიტანეთი გერმანიასთან ერთად ევროპული გაერთიანებების ბიუჯეტის ყველაზე დიდი შემავსებლი იყო, უკან კი თანხების მხოლოდ მცირე ნაწილს იღებდა. ტეთჩერის მოთხოვნა მიეღწიათ ახალი საბიუჯეტო შეთანხმებისათვის ყველასათვის გასაგები იყო, თუმცა ტეთჩერის მოთხოვნის მანერა და დიპლომატიის წარმოების თავისებური ხერხები ანელებდა კომპრომისის მიღწევას. 80-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე სამიტის ჩაშლამ დაარწმუნა ევროპის მთავრობები, რომ ბრიტანეთის ინტერესები უნდა დაეკმაყოფილებინათ. 1984 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლიც მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის ფინანსური კონტრიბუცია ევროპული გაერთიანებების ბიუჯეტში საგრძნობლად შემცირდა (დიდმა ბრიტანეთმა დაზოგა 10 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი 1984-1990 წლებში). ამასთან, ბრიტანეთის საბიუჯეტო ინტერესების დაკმაყოფილებამ გზა გაუხსნა ახალ ინიციატივებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს - ერთიანი ბაზრის შექმნას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

ბრიტანეთის გამოსვლა

A

2016 წლის 23 ივნისს ბრიტანეთის პრემიერის დევიდ კემერონის გადაწყვეტილებით ჩატარდა რეფერენდუმი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ. 52% მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გამოსვლას.
2017 წლის მარტში ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ოფიციალური პროცესი დაიწყო. პროცესი დასრულდა 2020 წლის თებერვალში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly