დანაშაული Flashcards

1
Q

დანაშაულის დეფინიცია

A

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

ძარცვა

A

სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

ყაჩაღობა

A

თავდასხმა სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, რომელსაც თან ერთვის სიცოცხლის, ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა.(იარაღის გამოყენებით)

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

ჯგუფური დანაშაული

A

. დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

დანაშაულში თანამონაწილეობა

A

დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

დანაშაულის ამსრულებლობა

A

ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში, აგრეთვე ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც ამ კოდექსის მიხედვით ასაკის, შეურაცხაობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

განზრახი დანაშაული

A

განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

პირდაპირი ქმედება

A

ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

არაპირდაპირი ქმედება

A

განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

გაუფრთხილებლობითი დანაშაული

A

გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

თვითიმედოვნებით ჩადენილი დანაშაული

A

ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

დაუდევრობით ჩადენილი დანაშაული

A

ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

პასუხისმგებლობა თანამდევი შედეგით კვალიფიცირებული განზრახი დანაშაულისათვის

A

თუ სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს სასჯელის გადიდებას იმ თანამდევი შედეგის დადგომის გამო, რომელსაც არ მოიცავდა დამნაშავის განზრახვა, მაშინ ასეთი გადიდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირმა ეს შედეგი გაუფრთხილებლობით განახორციელა. ასეთი დანაშაული განზრახ დანაშაულად ჩაითვლება.

  1. განზრახი დანაშაულის სხვა მაკვალიფიცირებელი ნიშანი პირს ბრალად შეერაცხება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ნიშანს მოიცავდა მისი განზრახვა.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

დანაშაულის კატეგორიები

A

სამი კატეგორიისაა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაული;

ბ) მძიმე დანაშაული;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

ნაკლებად მძიმე დანაშაული

A

ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

მძიმე განზრახი დანაშაული

A

მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით.

17
Q

განსაკუთრებით მძიმე განზრახი დანაშაული

A

განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

18
Q

დენადი დანაშაული

A

დენადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება.

  1. დენადი დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან.
19
Q

განგრძობადი დანაშაული

A

განგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას.

  1. განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან.
20
Q

არაერთგზისი დანაშაული

A

არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

  1. დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
21
Q

დანაშაულთა ერთობლიობა

A

დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. დანაშაულთა ერთობლიობად ითვლება აგრეთვე ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეიცავს ამ კოდექსის ორი ან მეტი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს.

  1. თუ ქმედება გათვალისწინებულია ზოგადი და სპეციალური ნორმებით, დანაშაულთა ერთობლიობა არ არსებობს და პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური ნორმით.
22
Q

დანაშაულის რეციდივი

A

დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

23
Q

რეკეტი, რეკეტული დაჯგუფება, რეკეტირი

A

. რეკეტი არის შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა.

  1. რეკეტულ დაჯგუფებად ითვლება თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.
  2. რეკეტირი არის პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში.