დანამატების სიმსივნეები Flashcards
ადიპოფილინი
ცხიმოვანი დიფერენცირების იმუნოჰისტოქიმიური მარკერი. სავარაუდოდ, ღებავს ციტოპლაზმასშიგა ვეზიკულების მემბრანას.ეს ვეზიკულები,ითვლება,რომ, წარმოადგენს ლიპიდურ წვეთებს.
ანაპლაზია
ატიპური ბირთვები (ანომალური ზომა, ფორმა,შეღებვა) და პლეომორფიზმი (ვარირებს ბირთვის მახასიათებლები)
Brooke-Spiegler syndrome
აუტოსომურ-დომინანტური სინდრომი (Cyld mutation),რომელიც ხასიათდება სპირადენომებით, მრავლობითი ტრიქოეპითელიომებით, ცილინდრომებითა და ყბაყურას სიმსივნეებით.
ცილინდრომა
ხშირად, როგორც ჰიბრიდული სიმსივნე სპირადენომასთან ერთად
ქონდროიდული სირინგიომა ან შერეული სიმსივნე
ეს არის სანერწყვე ჯირკვლების პლეომორფული ადენომის კანის ანალოგი. ეს შეიძლება შეიცავდეს ქონდროიდულ მეზენქიმულ ელემენტებს
ეკრინული ჯირკვლები
თერმორეგულაციაზე პასუხის მგებელი.ყველგან გვხვდება გარდა ტუჩებისა, კლიტორისა, სასმენი მილისა.
პაპილარული მეზენქიმური სხეული
სტრუქტურა, რომელიც წააგავს მეზენქიმური უჯრედების სპირალს, ჩვეულებრივ თმის პაპილაში.
პიცის ნიშანი
უფრო დიდი და უფრო ეოზინოფილური სქვამოიდური უჯრედების არსებობა, რომლებიც გარშემორტყმულია უფრო ბაზალოიდური უჯრედების პერიფერიული შრით. კარგი ნიშანია ტრიქობლასტომის.
Poroid cells
ტიპიურია პორომების. უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე ეპიდერმული კერატინოციტები, მრგვალი ბაზოფილური ბირთვითა და უჯრედშიდა ხიდებით. ჩვეულებრივ, peripheral palisading არ აღინიშნება
Shadow cells
აპოპტოზური უჯრედები ბირთვების თითქმის არახილვადი გარშემოწერილობებით. სხვანაირად, მოჩვენება უჯრედებსაც უწოდებენ. ტიპიურად მატრიცულ უჯრედებში გვხვდება.