გემოვნებისა და ყნოსვის ორგანოები Flashcards
სად არის განლაგებული ყნოსვის რეცეპტორები?
• ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში, ყნოსვის უბანში
მეცნიერთა აზრით, რა განსაზღვრავს ნივთიერების სუნს?
• მისი მოლეკულის ფორმა, რომელიც შესაბამისი ფორმის მქონე ყნოსვის უბანს უკავშირდება
როგორ გადაეცემა ყნოსვის რეცეპტორის აგზნება ქერქის მგრძნობელობის უბანს?
• ყნოსვის ნერვით
რა ფართობი აქვს ყნოსვის უბანს?
• 5სმ²
რატომ არის ყნოსვის რეცეპტორის ფართობი ყნოსვის უბანის ფართობზე 150 - ჯერ დიდი?
• მისი წამწამების მსგავსი გამონაზარდების გამო
სად არის განლაგებული გემოვნების რეცეპტორები?
• ენაზე, ° ხახაზე, ° სასაზე, ° ნუშისებრ ჯირკვლებზე, ° ხორხსარქველზე განლაგებულ გემოვნების ბოლქვებშია მოთავსებული
რა არის გემოვნების ბოლქვების საერთო რაოდენობა?
სად არის მათი უმრავლესობა განლაგებული?
• 2000
• ენაზე
რამდენი ტიპის გემოვნების რეცეპტორს გამოყოფენ?
• 4
რა იწვევს გემოს შეგრძნებას?
• ერთდროულად რამდენიმე სახის რეცეპტორის გაღიზიანება
რისგან შედგება ადამიანისა და ძუძუმწოვარი ცხოველების სმენის ორგანო?
• გარეთა, შუა და შიგნითა ყურისგან
რით არის წარმოდგენილი გარეთა ყური?
რას აკეთებს ყურის ნიჟარა?
• ყურის ნიჟარითა და სასმენი მილით
• ყურის ნიჟარა იჭერს ბგერებს და გარეთა სასმენი მილისკენ აგზავნის
სად მდებარეობს დაფის აპკი?
როგორი ქსოვილი აქვს მას?
რა ფუნქციას ასრულებს?
• გარეთა სასმენი მილისა და შუა ყურის საზღვარზე
• თხელი შემაერთებელქსოვილოვანი
• ბგერთი ტალღების ზემოქმედებით ირხევა
სად მდებარეობს შუა ყური?
რა არის მასში დაკავშირებული?
• დაფის აპკის უკან
• სამი სასმენი ძვალი: ჩაქუჩი, გრდემლი და უზანგი
საიდან გამომდინარეობს სამი სასმენი ძვალის სახელები?
როგორი თანმიმდევრობით გადასცემენ ისინი ბგერით ტალღებს შიგნითა ყურს?
რა ზომის არიან სასმენი ძვლები?
• მათი ფორმიდან
• დაფის აპკი - ჩაქუჩს, ჩაქუჩი - გრდემლს, გრდემლი - უზანგს, უზანგი - აპკს,რომელიც საზღვრავს შიგნითა ყურში შემავალ ხვრელს, ოვალურ სარკმელს.
• ძალიან მცირე ზომის
რა ეწოდება შიგნითა ყურში შემავალ ხვრელს?
• ოვალური სარკმელი
რით არის შუა ყური ხახასთან შეერთებული?
• სასმენი ლულით
რა შედის სასმენი ლულის მეშვეობით ხახიდან შუა ყურში?
• ჰაერი
• მიკრობები
რა იწვევს ინფექციას შუა ყურში?
რა შეიძლება გამოიწვიოს ინფექციამ?
• მიკრობების შეღწევა სასმენი მილის მეშვეობით
• სასმენი ძვლების დაზიანება, უკიდურეს შემთხვევაში სიყრუე
სად მდებარეობს შიგნითა ყური?
რისი სისტემაა იგი?
რა ეწოდება ამ სისტემას?
• საფეთქლის ძვლის სიღრმეში
• ერთმანეთთან დაკავშირებული, სითხით ავსებული არხებისა და ღრუების სისტემა
• ძვლოვანი ლაბირინთი
რა არის მოთავსებული ძლოვან ლაბირინთში?
• აპკოვანი ლაბირინთი, რომელიც ძვლოვანი ლაბირინთის ფორმას იმეორებს და შიგნიდანაა მასზე ამოკრული
რა ეწოდება ლაბირინთის სმენასთან დაკავშირებულ ნაწილს და როგორი მილია იგი?
რას წარმოადგენს ლაბირინთის დანარჩენილი ნაწილი?
• ლოკოკინა
• სპირალურად დახვეული მილი
• წონასწორობის ორგანოს
რა გასდევს ლოკოკინას მთელ სიგრძეზე და ყოფს მას 2 სართულად?
რისგან შედგება ტიხრის ნაწილი და რა არის მათი რაოდენობა და ფუნქცია?
• აპკისებრი მემბრანა
• სიმებივით უწვრილესად დაჭიმული ბოჭკოებისგან
• 24 000
• ბოჭკოებზე სმენის რეცეპტორებია განლაგებული, რომლებიც ბგერითი ტალღების რხევებით ღიზიანდებიან.
როგორ ხვდება ბგერითი ტალღები გარემოდან დაფის აპკზე?
რომელ ორგანოებს გადასცემს ბგერით ტალღებს დაფის აპკი?
• სასმენი მილის გავლით
• სასმენ ძვლებს - ოვალურ სარკმელს - ლოკოკინას შიგნით არსებულ სითხეს.
რა უწოდებენ აპკოვან ლაბირინთს მეორენაირად?
• ლოკოკინას
რას უწოდებენ ლოკოკინას მეორენაირად?
რითაა ამოვსებული იგი?
• აპკოვან ლაბირინთს
• სითხით
რა იწვევს ლოკოკინაში არსებული სითხის რხევა?
• სმენის რეცეპტორების გაღიზიანებასა და აგზნებას.
სად მიემართება სმენის რეცეპტორებში წარმოქმნილი აგზნება?
• თავის ტვინის ქერქის საფეთქლის წილში შესაბამის უბანს გადაეცემა, სადაც ხდება ბგერის ხასიათის, სიძლიერისა და სიმაღლის გარჩევა.
რით აღვიქვამთ ჩვენი სხეულის ნებისმიერ მდგომარეობას? (დგომა, წოლა და ა.შ)
სად არის მოთავსებული იგი?
რა არის მასში განლაგებული?
• კარიჭის აპარატით
• შიგნითა ყურის ლაბირინთში
• ლოკოკინა, მრგვალი და ოვალური და სამი ნახევარრკალოვანი არხი
რა ფუნქციას ასრულებს პარკებსა და ნახევარრკალოვანი არხების კედლებში განლაგებული ბუსუსებიანი რეცეპტორები?
• ტვინს აწვდიან ინფორმაციას სივრცეში სხეულის მდგომარეობის შესახებ
რა არის განლაგებული პარკებში?
• რეცეპტორები და ოთლეტები
რა არის ოთლეტი?
რა ფუნქციას ასრულებს იგი?
• კირის უმცირესი კრისტალი
• თავიანთი შეხებით აღიზიანებენ რეცეპტორებს, იწვევენ მათ აგზნებას და ნერვული იმპულსები დიდი ტვინის ნახევარსფეროების ქერქს გადაეცემა
რა ნერვულ გზებს გაივლის რეცეპტორში წარმოქმნილი ნერვული იმპულსი ტვინის ქერქამდე?
რეცეპტორი - შუა ტვინი - ნათხემი - ქერქი
რა ხდება თავბრუსხვევისა და ღებინების არასასიამოვნო შეგრძნებების დროს?
• ამ დროს ადამიანს რიგრიგობით უღიზიანდება ნახევარრკალოვანი არხების ის რეცეპტორები, რომლებშიც სხეულის ნორმალური მდგომარეობის დრო აგზნება არ იძვრება
რატომ უვარჯიშებენ კოსმონავტებს მოსმოსში გაფრენამდე კარიბჭის აპარატს?
• რადგან დიდი ნახევარსფეროების ქერქი საერთოდ ვეღარ იღებს პარკებიდან და ნახევარრკალოვანი არხებიდან აგზნებას
რით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი სხეულის მდგომარეობა? (კუნთური გრძნობა)
• მყესების, კუნთებსა და სახსრებში არსებული რეცეპტორებით, რომელთა გაღიზიანებაც კუნთების შეკუმშვასა და გაჭიმვის დროს ჩნდება
რა ემართება ადამიანს რომელსაც კუნთური გრძნობა დარღვეული აქვს?
• მოძრაობის სიზუსტეს კარგავს და სივრცეში ძირითადად მხედველობის საშუალებით ორიენტირებს.