გადამეორება Flashcards
ბაბილონის რომელმა მეფემ დალაშქრა იერუსალიმი და როდის?
ნაბუქუდონოსორმა, ძვ.წ. 587
როდის დაიპყრეს ასურელებმა იერუსალიმი?
ძვ.წ. 722
ვისი მმართველობის პერიოდში გადაიქცა ასურეთი წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ?
ასურბანიფალის დროს, ძვ.წ. VII ს.
სად და როდის წარმოიშვა ხეთების სამეფო?
ანატოლიაში, ძვ.წ. XVIII ს.
როდის და ვისი მეთაურობით დალაშქრეს ხეთებმა ბაბილონი?
ძვ.წ. 1531, მურსილ I-ის მეთაურობით
როდის და ვის მიერ განადგურდა ხეთების სამეფო?
ძვ.წ. 1200 წელს, ზღვის ხალხების მიერ
როდის და ურარტუს რომელმა მეფეებმა დალაშქრეს დიაოხი?
მენუა და არგიშთ I, ძვ.წ. IX-VIII სს. მიჯნაზე
როდის და ურარტუს რომელმა მეფემ დალაშქრა კოლხა?
სარდურ II, ძვ.წ. მე-8 საუკუნის 40-იან წლებში
ვინ მეფობდა დიაოხში ურარტუს მეფეების მენუასა და არგიშთის ლაშქრობებისას?
უტუფურსი
კოლხეთის რომელი სამეფო ქალაქი მოიხსენიება სარდურ მეორის მეორე ლაშქრობისას?
ილდამუსა
რამდენ სატრაპიად იყოფოდა ირანი?
20
რომელ სამხედრო ერთეულებად იყოფოდა ირანი?
ტოპარქიებად
რა სახელით მოიხსენიებდნენ აქადელები ფინიკიას?
კედრის ტყე
ვინ დააარსა კართაგენი?
ფინიკიელმა პიგმაილონმა
როდის დაიწერა დრაკონის კანონები ათენში?
ძვ.წ. 624
როდის დაიწერა სოლონის კანონები?
ძვ.წ. 594
როდის დაიწერა კლისთენეს კანონები?
ძვ.წ. 509
რა ეწოდებოდა ათენში სახალხო კრებას?
ეკლესია
ვინ იყვნენ ჰელოტები სპარტაში?
უუფლებო, დაბალი ფენა
ვინ იყვნენ პერიეკები სპარტაში?
დაბალი ფენა, რომელსაც პიროვნული თავისუფლება ჰქონდა, თუმცა პოლიტიკური არა
რა ეწოდებოდა უხუცესთა საბჭოს სპარტაში?
გერუსია
რომელი ისტორიკოსის მიხედვით და რომელ ქვეყანას უხდიდა კოლხეთი ნებაყოფლობით ძღვენს - “ას გოგოსა და ას ბიჭს”?
ჰეროდოტეს თქმით ასურეთს
როდის შეიჭრა მაკედონელი ეგვიპტეში?
ძვ.წ. 332
რომელი დინასტია ედგა სათავეში მაკედონიას მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ?
ანტიგონიდების
რომელი დინასტია ედგა სათავეში პერგამონს მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ?
ატალიდები
ვინ იყო აზო ლეონტი მროველის “ქართლის ცხოვრების” მიხედვით?
მაკედონიის სარდალი
ვინ იყვნენ ლაოები ქართლის სამეფოში?
სამეფო მონები
რომელი ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი ყოფს ოთხ საზოგადოებრივ ფენად ქართლის მოსახლეობას?
სტრაბონი
ვინ გამოუგზავნა სამეფო ნიშნები ქართლის პირველ მეფეს?
სელევკიდების მეფემ, ანტიოქოს I-მა
ვის ხელში იყო აღმასრულებელი ხელისუფლება რომში რესპუბლიკის დროს?
მაგისტრების
ვინ იყვნენ პრეტორები რომში?
მოსამართლეები
ვინ იყვნენ კვესტორები რომში?
ხაზინის გამგებლები
ვინ იყვნენ ადილები რომში?
ქალაქის მერები
რა ფუნქციას ასრულებდა ცენზორი რომში?
თვალყურს ადევნებდა ადათ-წესების დაცვას
ვისი გამარჯვებით და როდის დასრულდა რომში პირველი სამოქალაქო ომი?
სულამ დაამარცხა მარიუსი ძვ.წ. 87 წელს
სად შესწირა ფარსმან ქველმა მსხვერპლი რომში ღვთაება იუპიტერს?
კაპიტოლიუმში
რა სახელითაა ცნობილი ისტორიაში ხალხთა დიდი გადასახლება?
ეთნიკური რევოლუცია
ვინ იყო რომის უკანასკნელი იმპერატორი?
რომულუს ავგუსტუსი
რომელია წმინდა პეტრესა და პავლეს ქადაგებისა და მოწამეობრივი აღსრულების ადგილი?
რომი
ვინ იყო რომის პირველი ქრისტიანი იმპერატორი და როდის გაქრისტიანდა?
კონსტანტინე I, 325
როდის და ვის დროს გაქრისტიანდა ფრანკთა სამეფო?
ხლოდვიგის, 496 წელს
როდის, რომელი მეფის დროს გაქრისტიანდა სომხეთი და ვინ იყო მისი გამაქრისტიანებელი?
მეფე თრდატ III-ის დროს, 301 წელს; გრიგოლ განმანათლებელი
ვინ ჩამოიტანა ქრისტეს კვართი საქართველოში?
ელიოზ მცხეთელმა
სად მოხდა მზის დაბნელება მირიან მეფის ნადირობისას?
თხოთის მთაზე
სად არის დაკრძალული წმინდა ნინო?
ბოდბეში
სად არის დაკრძალული ქრისტეს კვართი საქართველოში?
სვეტიცხოველში
ვინ ჩაუყარა საფუძველი სასანიანთა ირანს?
არდაშირ პაპაკის ძე სასანიდმა
რომელი ქალაქი იქცა სასანიანთა ცენტრად?
ქტესიფონი
როდის და ვის მიერ განადგურდა სასანიანთა ირანი?
650 წელს, არაბების მიერ
საქართველოს რომელი კუთხე გაათავისუფლა გორგასალმა ბიზანტიელებისგან და რომელი ციხე-ქალაქი ააგო იქ?
კლარჯეთი, ააგო არტანუჯი
რომელი მხარეები შემოუერთა გორგასალმა ქართლს აღმოსავლეთიდან?
ჰერეთი და წუქეთი
რომელი საუკუნიდან გვაქვს ეკლესიური ავტოკეფალია და ვინ იყო ქართლის პირველი კათალიკოსი?
მე-5, პეტრე
როდის და რომელი ქვეყნის მიერ გაუქმდა მეფობა ქართლში?
523 წელს, ირანის მიერ
ვინ მართავდა ქართლს მეფობის გაუქმების შემდეგ?
მარზპანი
ვინ იყო ქართლის უკანასკნელი მეფე და სად გადაიხვეწა იგი?
გურგენი, ბიზანტიაში
რომელი სამართლის კრებული შედგა იუსტინიანე I-ის მიერ?
იუსტინიანეს სამოქალაქო კოდექსი
რას ნიშნავს “ანუშირვანი”?
უკვდავ სულს