ბუღალტერია Flashcards
(19 cards)
რა არის საწესდებო კაპიტალი?
საწესდებო კაპიტალი (ინგლისურად Authorized Capital) არის საწარმოს დაარსებისთვის საჭირო კაპიტალი, რომლის შეტანის ვალდებულებას იღებენ საწარმოს პარტნიორები (აქციონერები). საწესდებო ჰქვია, რადგან საწარმოს წესდებით არის განსაზღვრული ის კაპიტალი (ქონება), რომელიც საწარმოს მფლობელებმა უნდა შეიტანონ შპს-ის, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის ქონებაში. ეს არის ქონება, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ბიზნესის დაწყება. საწესდებო კაპიტალი შეიძლება იყოს ფული, ან სხვა აქტივი. საწესდებო კაპიტალი ეხმარება საწარმოს, დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს. საწესდებო კაპიტალში წილები განსაზღვრავს, საწარმოს მფლობელებს შორის როგორ ნაწილდება საწარმოს წილები.
რა არის სარეზერვო კაპიტალი?
წესდებით განსაზღვრული რეზერვის თანხა, რომლის დანიშნულებაც არის მესაკუთრეთა ზარალისგან დაცვა.
გაუნაწილებელი მოგება/Retained Earnings არის
პერიოდის მანძილზე თუ მივიღეთ მოგება წმინდა მოგების ის ნაწილია რომელიც კომპანიას რჩება.
ბუღალტრული აღრიცხვა არის
საწარმოო ეკონომიკური რესურსებისა და მათი ფორმირების წყაროების, სამეურნეო ფაქტების ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, გამოხატული ფულად ერთეულში
რამდენი ბუღალტრული საინფორმაციო სისტემაა?
ორი, მენეჯერული/მმართველობითი ბუღალტერია და ფინანსური ბუღალტერია
რომელია აქტიური ანგარიში?
1, 2, 7,
რომელია პასიური ანგარიშები?
3, 4, 5, 6.
რომელს მიეკუთვნება 8000 და 9000 ანგარიში?
არც ერთს, რადგან ორივეს მოიცავს, ანუ შემოსავლები/ხარჯები
რა განსხვავებაა 8100 და 8200 შორის?
ა. 8100 არასაოპერაციო შემოსავლები - ბ. 8200 არასაოპერაციო ხარჯები
ფინანსური ანგარიშგება არის
საწარმოს ფინანსური მდგომარეობის და მისი საქმიანობის ფინანსური შედეგების სტრუქტურულად ჩამოყალიბებული სურათი, რომლის მიზანია ისეთი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელთა ფართო ფენებისთვის, რომელიც მათ სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებია . . .
ა. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება/Balance Sheet
ბ. სრული შემოსავლის ანგარიშგება/Income Statement
გ. საკუთარი კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება/ Statement of Changes in Equity
დ. ფულადი ნაკადების ანგარიშგება/ Cash Flow Statement
ე. ახსნა განმარტებითი შენიშვნები/ Notes to the Financial Statements
ბალანსი არის
ბალანსში ასახული ინფორმაცია საწარმოს რესურსებისა და მათი ფორმირების წყაროების შესახებ, გამოხატული ფულად საზომ ერთეულში
რომელ ანგარიშზეა საკუთარი კაპიტალი?
5
აქტივები არის
საწარმოს განკარგულებაში მყოფი მატერიალური და არამატერიალური რესურსები, რომლებიც წარსულში განხორციელებული სამეურნეო მოვლენების შედეგს წარმოადგენენ და რომელთაგანაც საწარმო მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღებას მოელის
აქტივების კლასიფიკაციაა
მოკლევადიანი (მიმდინარე) და გრძელვადიანი
მოკლევადიანი აქტივებია
ა. ფულადი საშუალებები
ბ.მოკლევადიანი მოთხოვნები
გ. სასაქონლო მატერიალური ფასეულობები
დ. მოკლევადიანი ინვესტიციები
გრძელვადიანი აქტივებია
ა. ძირითადი საშუალებები
ბ. არამატერიალური აქტივები
გ. გრძელვადიანი ინვესტიციები
დ. გრძელვადიანი მოთხოვნები
ვალდებულებები არის
საწარმოს მინდინარე პერიოდის მოვალეობა, რომელიც წარმოიქმნა გასული პერიოდის სამეურნეო ოერაციების შედეგად და რომლის დასაფარად მოსალოდნელია საწარმოდან ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლა
საკუთარი კაპიტალი/Equity
საწარმოს ვალდებულებების სრულად დაფარვის შემდეგ მის განკარგულებაში დარჩენილი აქტივების ნაწილი