ბაბილონი Flashcards
1
Q
სად და როდის შეიქმნა ბაბილონური ცივილიზაცია?
A
შუამდინარეთში, მდინარე ევფრატსა და ტიგროსს შორის, სადაც ორი მდინარე ყველაზე მეტად უახლოვდება ერთმანეთს - ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში.
2
Q
ვინ იყო ბაბილონის ორი ცნობილი მეფე? როდის მეფობდნენ ისინი?
A
ხამურაბი - ძვ.წ 18 საუკუნეში.
ნაბუქოდონოსორი - ძვ.წ. 7-6 საუკუნეში.
3
Q
რითი არის ცნობილი მეფე ხამურაბი? როდის მეფობს ის?
A
მან შექმნა პირველი კანონთა კრებული. მეფობდა ძვ.წ 18 საუკუნეში.
4
Q
როდის და ვინ გაანადგურა ბაბილონი?
A
ბაბილონი გაანადგურა სპარსეთმა ძვ.წ 539 წელს.
5
Q
რომელი იმპერიის დედაქალაქი იყო ბაბილონი?
A
ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის.