აღქმის და აზროვნების პათოლოგია Flashcards
(94 cards)
რა ეწოდება გამოღვიძებისას ჰალუცინაციას?
ჰიპნოპომპიური
რა ეწოდება ჩაძინებისას ჰალუცინაციას?
ჰიპნოგოგიური ჰალუცინაციები
ჰალუცინაციები სირთულის მიხედვით:
მარტივი
რთული
შეგრძნების მოდალობის მიხედვით ჰალუცინაციები:
- სმენითი
- მხედველობითი
- ყნოსვითი და გემოვნებითი
- სომატური (ტაქტილური და ვისცერალური)
ჰალუცინაციები სპეციალური მახასიათებლების მიხედვით:
- სმენითი:
- მეორე პირის
- მესამე პირის
- gedankenlautwerden
- echo de la pensee
- მხედველობითი:
- ექსტრაკამპინური
- ავტოსკოპიური-
- რეფლექტორული-
- ჰიპნოგოგიური, ჰიპნიპომპიური-
აშლილობების გარდა სხვა რა შემთხვევებში შეიძლება აღმოცენდეს ჰალუცინაციები:
ახლობლის გარდაცვალების შემდგომ, ნარკოლეფსიისას, სენსორული დეპრივაციის შემდგომ, პერიფერიული წარმოშობის სიყრუის ან სიბრმავის მქონე პაციენტებთან, სხვა ნევროლოგიური დარღვევებისას, რომლებიც გავლენას ახდენს მხედველობით გზებზე! შარლ ბონეს სინდრომის ან ეპილეფსიისას
როგორია ჰალუცინაცია, რომლის დროსაც გვესმის ან ვხედავთ ან ხმაურს ან სინათლის გაელვებას?
მარტივი
როგორია ჰალუცინაცია, რომლის დროსაც გვესმის ხმები, მუსიკა ან ვხედავთ სახეებს და სცენებს?
რთული
როგორია ჰალუცინაცია, რომელიც პირდაპირ პაციენტს მიმართავს?
მეორე პირის
როგორია ჰალუცინაცია, რომელის დროსაც ხმები პაციენტს მესამე პირში მოიხსენიებენ?
მესამე პირის ჰალუცინაციები
რა ხდება gedankenlautwerden-ის დროს?
ეს არის სმენითი ჰალუცინაცია, რომლის დროსაც ხმები პაციენტის ფიქრებს პარალელურად ახმოვანებენ
როგორი შეიძლება იყოს მხედველობითი ჰალუცინაციები ობიექტის ზომის მიხედვით?
ნორმალური და ანომალური
როგორია მხედველობითი ჰალუცინაცია, რომლის დროსაც პაციენტი ჯუჯა ფიგურებს ხედავს
ლილიპუტური
მხედველობითი ჰალუცინაცია, რომლის დროსაც პაციენტი რაიმეს ან ვინმეს საკუთარი მხედველობის არის მიღმა, მაგ. საკუთარი თავის უკან ხედავს:
ექსტრაკამპინური ჰალუცინაციები
შეგრძნების მიხედვით, რომელი ჰალუცინაციები განიცდება ძირითადად ერთდროულად?
ყნოსვითი და გემოვნებითი
რას შეიძლება გრძნობდეს ადამიანი ტაქტილური ანუ ჰაპტური ჰალუცინაციებისას?
შეხებას, ჩხვლეტას, დახრჩობას, თითქოს მის კანქვეშ რაღაც მოძრაობს
როგორია ჰალუცინაცია, რომლის დროსაც პაციენტს ეჩვენება, რომ შინაგანი ორგანოები გაწელილი ან გაბერილი აქვს?
ვისცერალური შეგრძნებების
როგორია ჰალუცინაცია, როდესაც ადამიანი ხანმოკლე დროის განმავლობაში თავის სხეულს ხედავს გარე სივრცეში პროეცირებულად, საკუთარი თავის წინ(დეპრივაციის დროს -ჯანმრთელებშიც)
აუტოსკოპიური, სხეულის მიღმა ყოფნის განცდა
რას ნიშნავს doppelganger?
ორეულს
რა ხდება რეფლექტორული ჰალუცინაციების დროს?
ერთი რომელიმე მოდალობის სტიმული სხვა მოდალუბაში იწვევს ჰალუცინაციას
რომელი სმენითი ჰალუცინაციებია მჭიდროს დაკავშირებული შიზოფრენიასთან?
- მესამე პირის
- ხმები, რომლების წინასწარ განჭვრეტს, ბაძავს ან იმეორებს პაციენტის აზრებს
მხედველობითი ჰალუცინაციები ძირითადად მიანიშნებს:
ორგანულ დარღვევებზე
ყნოსვითი და გემოვნებითი ჰალუცინაციები აღინიშნება…
- შიზოფრენიისას
- მძიმე დეპრესიული დარღვევებისას
- საფითქლის წილის ეპილეფსიისას
რას ნიშნავს ფორმიკაცია?
კანქვეშ მწერების ცოცვის შეგრძნება